ელენე ბებიამ ომის დროს მრავალი ჯარისკაცის სიცოცხლე გადაარჩინა. მან თავისი მეუღლეც ომის დროს გაიცნო. მათ ერთად დიდხანს და ბედნიერად იცოცხლეს და ვაჟიშვილიც გაზარდეს. ელენეს მეუღლე გარდაეცვალა. შემდეგ კი მას ძალიან დიდი უბედურება დაატყდა თავს: ავტოკატასტროფაში მისი შვილი და რძალი დაიღუპნენ. ისინი მასთან მიდიოდნენ შვილის წამოსაყვანად.
ლექსო სამუდამოდ ბებიამისთან დარჩა. ის ბებიამ გაზარდა. ლექსომ ინსტიტუტი დაამთავრა. ბებიამ მთელი ძალები საყვარელი და ერთადერთი შვილიშვილის აღზრდას დაახარჯა.ლექსო ძალიან კარგ გოგონაზე დაქორწინდა. მათ ჯერ ბიჭი შეეძინათ, შემდეგ კი – გოგო. ძალიან კარგად ცხოვრობდნენ, მეგობრულად და ბედნიერად.
წლებს თავისი მიაქვს. ელენე ბებია ავად გახდა. ინსულტი დაემართა. ამის შემდეგ მას სიარული და საუბარი უჭირდა. შემდეგ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა მას მოვლა და ძვირადღირებული წამლები ესაჭიროებოდა.გავიდა ექვსი თვე. ანას მოთმინება აღარ ეყო და ლექსოს უთხრა:
- აღარ შემიძლია! მე მესმის, რომ ბებიამ გაგზარდა, მაგრამ მე მისი და ჩვენი ორი შვილის ერთდროულად მოვლა არ შემიძლია. მე ძალიან ვიღლები. საღამოს ფეხზე ვეღარ ვდგავარ. შენ კი საერთოდ არ მეხმარები!
- როდის დაგეხმარო? მე ხომ მთელი დღე სამსახურში ვარ! გგონია მე არ მიჭირს? არაფერიც! უფროსი მუდმივად შენიშვნებს მაძლევს! სამუშაო ბევრია! მეც მაგრად ვიღლები! – უპასუხა ლექსომ.
- ბებოს სპეციალური მოვლა სჭირდება! ჩვენ მისთვის მომვლელის დაქირავება არ შეგვიძლია. მოდი, მოხუცთა სახლში წავიყვანოთ!
- იცი, მანდაც ფულია გადასახდელი!
- არ ვიცი, რა გავაკეთო! რამე უნდა მოიფიქრო.
გავიდა ერთი თვე. ლექსომ ვერაფერი მოიფიქრა. მას ყველაფერი აწყობდა. ის მთელი დღე სამსახურში იყო, უქმეებს კი მეგობრებთან ერთად ატარებდა. ანას ეს ყველაფერი მოსწყინდა და ქმარს უთხრა, რომ სამსახურში აპირებდა გასვლას.
- რა სისულელეს ამბობ? ბავშვებს და ბებიას ვინ მიხედავს?
- შენ! უმაღლესი განათლება მეც მაქვს და მეც შევძლებ ნორმალური სამსახურის პოვნას. შენზე არანაკლები ხელფასი მექნება!
- არაფერი გამოვა! – უთხრა ლექსომ.
მაგრამ ანას გაუმართლა: მან ნამდვილად შეძლო კარგი სამსახურის პოვნა. ის ყოველ დილით სამსახურში ბედნიერი მიდიოდა. ლექსომ შვებულება აიღო. ის იმედოვნებდა, რომ ერთ თვეში ანას სამსახურში სიარული მობეზრდებოდა და ისევ დიასახლისი გახდებოდა.
ლექსოს სახლის საქმეები ძალიან ღლიდა. მას ბავშვებისთვისაც უნდა მიეხედა და ბებიისთვისაც. მისი ოთახი უნდა დაელაგებინა, საჭმელი მოემზადებინა და საპირფარეშომდე მისვლაში დახმარებოდა. ეს ყველაფერი მას მოსწყინდა, ის ძალიან გაბოროტებული და გაღიზიანებული გახდა.
შვებულების დასრულებამდე ერთი კვირა იყო დარჩენილი. ლექსო მიხვდა, რომ ანა სამსახურიდან წამოსვლას არ აპირებდა. მას ძალიან უნდოდა, რომ ნორმალურად დაესვენა. ამისთვის მას ბავშვები და ბებია სადმე უნდა გაეგზავნა. ბავშვები ერთი კვირით ანას მშობლებმა წაიყვანეს, ბებიას კი ვერავინ მიხედავდა. მაშინ ლექსომ ასეთი რამ მოიფიქრა: მან ბებიას უთხრა, რომ მას სტუმრად თავისი დისშვილი ელოდებოდა.
- მატარებელში ჩაგსვამ, იქ კი ეკა დაგხვდება. ცოტა ხანს შენს სამშობლოში დარჩები, ახალგაზრდობას გაიხსენებ, სუფთა ჰაერზე იქნები.
- გმადლობ! რა კარგი ბიჭი ხარ! ჩემზე ძალიან ზრუნავ! ყველაფრისთვის მადლობა, ჩემო ძვირფასო!
ლექსო ბებიას ნივთების ჩალაგებაში დაეხმარა და სადგურზე მიიყვანა. ბილეთი მისცა და უთხრა, რომ მატარებელი ნახევარ საათში მოვიდოდა. თავად კი წავიდა, უთხრა, რომ ბევრი საქმე ჰქონდა.
გავიდა ორი საათი, მატარებელი კი რატომღაც არ ჩანდა. შემდეგ ელენე ბებია ფორმაში გამოწყობილ ერთ ქალს მიუახლოვდა და ყველაფერი გაიგო. აღმოჩნდა, რომ მატარებელი უკვე წასულიყო. მან უბრალოდ ვერ გაიგო, როდის გამოაცხადეს. მას სმენა წლების მანძილზე ისედაც დაქვეითებული ჰქონდა და ამას ინსულტიც დაემატა.
- ახლა რა გავაკეთო? – დაღონდა ელენე ბებია.
- თქვენ აქ მარტო ხართ? თქვენი ნათესავები სად არიან? მათ აქ მარტო დაგტოვეს? – იკითხა ქალმა.
ელენე ბებია ატირდა და ისევ სკამზე ჩამოჯდა. ის ყველაფერს მიხვდა: შვილიშვილმა ის აქ მიატოვა. ის ახლა ზედმეტია და მას უშლის, ტვირთად იქცა. მას ყველაფერი დაავიწყდა, რაც ბებიამ მისთვის გააკეთა.მან მთელი ღამე სკამზე გაატარა. დილით სადგურზე უამრავი ადამიანი იყო, მაგრამ მარტოხელა მოხუცი ქალისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. შვილიშვილმა მას ფული საერთოდ არ დაუტოვა. მან მთელი დღე მშიერმა გაატარა. გვიან საღამოს დაღლილსა და მშიერს ჩაეძინა.
მან მეორე დღეც სკამზე გაატარა. შემდეგ კი მას ერთი მამაკაცი მიუახლოვდა.
- ტაქსის მძღოლად ვმუშაობ. გუშინაც გნახეთ, ალბათ რამე მოხდა?
- მოხდა. შვილიშვილმა სახლიდან გამომაგდო, აღარ ვჭირდები. ახლა სახლი არ მაქვს.
- ჩვენთან წაგიყვანთ. მე და ჩემი ქალიშვილი ვართ. მეუღლე მარიზე მშობიარობას გადაყვა.
ელენეს დასაკარგი არაფერი ჰქონდა, ის დათანხმდა.კოტემ ელენე ბებია თავის სახლში წაიყვანა და თავისი ქალიშვილი გააცნო. მარიმ ბებიას სუფრა გაუშალა და ცხელი ჩაი დაალევინა.
ელენე ბებია ატირდა და უამბო მათ, თუ როგორ ეხმარებოდა ჯარისკაცებს ომის დროს და როგორ გაიცნო თავისი ქმარი და როგორ ცხოვრობდა მასთან ერთად. შემდეგ თავის შვილზე უამბო, შემდეგ კი – შვილიშვილზე. იმაზე თუ როგორ ზრდიდა მარტო წლების განმავლობაში და როგორ მოექცა ის. სადგურზე წაიყვანა და იქ მიატოვა.
მარის და მამამისს ელენე ბებია ძალიან შეეცოდათ და თავიანთთან დატოვეს. ისინი ძალიან კარგად ზრუნავდნენ მასზე, მიეჩვივნენ და შეუყვარდათ კიდეც.გავიდა ოთხი თვე. ელენე ბებია გარდაიცვალა. მხოლოდ მისი დასაფლავების შემეგ გაიგეს, რომ მას ანდერძი ჰქონდა დაწერილი. თავისი დიდი სამოთახიანი ბინა მან მათ დაუტოვა.
ლექსომ ანდერძი გაასაჩივრა, მაგრამ როდესაც მოსამართლემ გაიგო, რომ მან ბებია სადგურზე მიატოვა, გადაწყვეტილება მარის და მამამისის სასარგებლოდ მიიღო.ასე დაისაჯა შვილიშვილი. როგორ შეიძლებოდა ამის გაკეთება? ქუჩაში იმ ადამიანის გაგდება, რომელიც მასზე ამდენი ხნის მანძილზე ზრუნავდა!
ასე კი სამართლიანია! ბუმერანგის წესი ნამდვილად მუშაობს და თანაც ძალიან კარგად!