პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – საკუთარ ისტორიას 57 წლის ლალი გვიყვება, რომლის ქალიშვილიც გათხოვდა და შვილი გააჩინა.ჩემმა შვილმა ჯერ შვილიშვილი მომიყვანა, მერე რაღაც ნივთები გადმოიტანა ჩემთან და ბოლის კი – თვითონაც გადმოვიდა.
როდესაც ჩემმა შვილმა თავისი საქმრო გამაცნო, მე ის მაშინვე არ მომეწონა. ლაპარაკი არ შეეძლო, ძალიან ჩაკეტილი იყო, მაგრამ რა მექნა – ეს ჩემი ქალიშვილის არჩევანი იყო. ის ამბობდა, რომ გიორგი ძალიან კარგი ადამიანია და მას ის უყვარს.
გავიდა ექვსი თვე. ახალგაზრდებმა ბინა იქირავეს და გადავიდნენ. ჩემი თავი არ დავიწყებიათ, ანა ყოველ უქმეებზე მოდიოდა და მიყვებოდა, როგორ ცხოვრობდნენ და რას აკეთებდნენ. ყვებოდა, როგორ დადიოდნენ პროდუქტების საყიდლად და სავაჭრო ცენტრებში. მორჩა, არანაირი მეგობრები და გართობა. თითქოს ისინი საკუთარ სამყაროში ცხოვრობდნენ, სადაც სხვა არავინ იყო.
რამდენიმე წელი ნაქირავებ ბინაში იცხოვრეს. ხელი მოაწერეს, მაგრამ ქორწილი არ გადაუხდიათ. ჩემს შვილს შევთავაზე, რომ ბინა იპოთეკით შეეძინათ. ვუთხარი, რომ დავეხმარებოდი და პირველადი შენატანის თანხას მივცემდი. მართალია, ცოტა დაზოგვა და ბანკის თანხის გადახდა მოუწევთ, მაგრამ, სამაგიეროდ საკუთარი სახლი ექნებათ.
კიდევ კარგი, რომ არავითარი იპოთეკა არ გაუფორმებიათ, ცოტა ხანში მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.
მათ შვილი შეეძინათ – ლაშა. ანა დეკრეტულში გავიდა, სახლში იჯდა და ბავშვს უვლიდა. სამსახურში მცირე ხელფასი ჰქონდა და ამიტომ დეკრეტულის თანხაც მიზერული იყო. ჩემს შვილს ქმარი ადრეც საყვედურობდა იმის გამო, რომ მცირე ხელფასი ჰქონდა, თუმცა მისი ხელფასი ბევრად ნაკლები იყო. ახლა კი სულ გაგიჟდა, ეუბნებოდა, რომ ბავშვთან ყოფნის ნაცვლად სამსახურში გასულიყო. ჩემი შვილი ზოგჯერ ჩემთან მოდიოდა ფულის სასესხებლად. ერთ დღეს კი შვილიშვილი მომიყვანა და მთხოვა, რომ ცოტა ხნით ბავშვისთვის მიმეხედა, სანამ ის თავის პრობლემებს მოაგვარებდა.
შვილიშვილი ჩემთან დარჩა. მე ამ დროისთვის უკვე პენსიაზე ვიყავი და ბევრი თავისუფალი დრო მქონდა. მე და ლაშა ბევრს ვსეირნობდით, ზღაპრებს ვკითხულობდით, მაღაზიებში დავდიოდით, ზოოპარკში მივდიოდით ხოლმე და ცხოველებს ვათვალიერებდით. ლაშას ეს ყველაფერი მოსწონდა. მე მას ხეებსაც ვაჩვენებდი და ვუხსნიდი, რა ხეები იყო. ერთი წელი გავიდა. ჩემს შვილს ვეკითხებოდი, თავის შვილს როდის წაიყვანდა, ის კი თავისი ნივთებით მოვიდა და მთხოვა, რომ ჩემთან ცხოვრების უფლება მიმეცა, სანამ ფეხზე დადგებოდა. მან მითხრა, რომ მისთვის აღარაფერი მეკითხა, ის თავის ქმარს შორდებოდა.
ჩემი შვილისთვის აღარაფერი მიკითხავს, მოგვიანებით კი მან თავად მიამბო თავისი ოჯახური ცხოვრების შესახებ. ბავშვის დაბადების შემდეგ ქმარმა დაიწყო წუწუნი, რომ ისინი ხელს უშლიან, რომ მას სიმარტოვე უყვარს, ისინი კი ყვირიან და ხმაურობენ. და კიდევ, ანას ბავშვი ვინმესთან უნდა დაეტოვებინა და სასწრაფოდ უნდა გასულიყო სამსახურში. კიდევ კარგი რომ მე ვყავარ, თორემ ბავშვს სად დატოვებდა? ბოლოს კი, მან ისიც უთხრა, რომ სპეციალურად დაორსულდა, რათა სამსახურში არ ევლო. ჩემი შვილი ყველაფერს ითმენდა, რადგან უყვარდა, მაგრამ მისი მოთმინებაც ამოიწურა. ქმარი სახლში ნასვამი ბრუნდებოდა ხოლმე და ემუქრებოდა, რომ სახლიდან გააგდებდა. კიდევ კარგი, რომ არ სცემდა. ან საიდან უნდა გაეგდო, როდესაც ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ? ჯერ სახლი ეყიდა და მერე გაეგდო სახლიდან!
ამის შემდეგ ჩემი შვილი საცხოვრებლად ჩემთან გადმოვიდა. მათ გამო ძალიან ვნერვიულობდი, როგორ უნდა ყოფილიყო ის მამამის გარეშე. თუმცა, ზოგჯერ ვფიქრობდი, რომ რანაირი მამა უნდა ყოფილიყო ჩემი ყოფილი სიძე. ზოგჯერ, ბავშვები მამის გარეშე უკეთესად გრძნობენ თავს, ვიდრე ცუდ მამასთან ერთად.
ჩემი შვილი ძალიან ცუდად იყო, სულ სახლში იჯდა, არსად გადიოდა. სამსახურიდანაც უნდოდა წამოსვლა, მაგრამ მე გადავაფიქრებინე, ვუთხარი, რომ ყველაფერი დალაგდებოდა. გავიდა 6 თვე, ჩემს შვილს ცოტა გადაუარა. პარკში ერთად დავდიოდით სასეირნოდ.
ერთი წლის შემდეგ კი მან თავი ბევრად უკეთ იგრძნო. ანამ სამსახურში ერთი მამაკაცი გაიცნო, რომელიც მათთან ცოტა ხნის წინ გადმოვიდა. ის ანაზე რამდენიმე წლით უფროსია, ძალიან ყურადღებიანია და მზრუნველი. ისიც განქორწინებულია და თავის ვაჟთან ერთად ცხოვრობს. თავდაპირველად, ისინი უბრალოდ ერთმანეთს ხვდებოდნენ, შემდეგ კი მაქსიმემ ხელი სთხოვა და ძალიან კარგი ქორწილი გადაიხადეს. ბინა იპოთეკით შეიძინეს და ძალიან კარგად ცხოვრობენ.
მოგვიანებით, ჩემი ყოფილი სიძე გამოჩნდა. ის ჩემს შვილს პატიებას სთხოვდა. ისინი დიდი ხნის წინ დაშორდნენ ერთმანეთს, ჩემს შვილს უკვე სხვა ოჯახი ჰყავს, მან თავის ყოფილს შეხედა და სიტყვის უთქმელად წავიდა.