პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – საკუთარ ისტორიას ნათია
გვიამბობს.
- ნათი, დაიტოვე რა ლაშა. ცოტა ხნით! მხოლოდ, ექვსი თვით! გერმანიაში ვერ მივდივარ, ძალიან კარგ სამსახურს მთავაზობენ. არ ინერვიულო, ფულს გამოგიგზავნით, – მთხოვდა ჩემი და.
- მე წინააღმდეგი არ ვარ. ლაშა ძალიან კარგია ბიჭია, მაგრამ მე ხომ ორი შვილი მყავს და ქმარიც. მათ უნდა ვკითხო, – ვუპასუხე მე.
ჩემი და დიდხანს არაფერზე ფიქრობდა. მას საკუთარი თავი უყვარდა ძალიან და ყოველთვის მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდა. მგონი არც კი იცოდა, ვინ იყო ლაშას ნამდვილი მამა. ის უბრალოდ დაფეხმძიმდა და გააჩინა. მას მაინცდამაინც არ უფიქრია იმაზე, თუ ბავშვი როგორ უნდა გაეზარდა.
ჩემს ქმარს ყველაფერ ვუმბე. ის ამ იდეით არ აღფრთოვანებულა, მაგრამ როდესაც გაიგო, რომ მაია ფულს გამოგზავნიდა, დამთანხმდა. მაიას დავურეკე და ვუთხარი, რომ თანახმა ვიყავი. ორი დღის შემდეგ ლაშა თავისი ნივთებით ჩემი სახლის კართან იდგა.
- კარგი! შეხვედრამდე! არ მოიწყინოთ! ლაშა კარგად მოიქეცი! – თქვა ჩემმა დამ და აეროპორტში გაემგზავრა.
ჩემს შვილებს არ მოეწონათ, როდესაც მათ ოთახში ავეჯი გადავაადგილეთ და ლაშას საწოლი დავდგით. მომიწია, რომ მათთვის საჩუქრები მეყიდა და საუბრით დამემშვიდებინა.
სიტუაცია ცოტა დამშვიდდა. მაია პირველი სამი თვის მანძილზე ფულს გზავნიდა, შემდეგ კი აღარ. ის არც კი რეკავდა. ჩემმა ქმარმა პრეტენზიების გამოთქმა დაიწყო, მაგრად ვიკამათეთ.
მე ვეღარ მოვითმინე და ვუთხარი:
- ვეც ვმუშაობ და ხელფასი მეც მაქვს. საკუთარ დის შვილს ბავშვთა სახლში ვერ წავიყვან. მე მისთვის ერთ თეფშს წვნიანს ვერ დავინანებ!
ჩემი შვილები ჩემი ქმრის მხარეს აღმოჩნდნენ. უკმაყოფილების და პროტესტის ასეთ მძლავრ შეტევას დიდხანს ვერ გავუძელი და ერთი თვის შემდეგ რთული გადაწყვეტილება მივიღე: ლაშა ბავშვთა სახლში უნდა წამეყვანა. იქ თავს უკეთესად იგრძნობს, ვიდრე ჩემს სახლში, სადაც მუდმივად აწყენინებენ და მოსვენებას არ აძლევენ. ასეც გავაკეთე. ლაშასთან ყოველ უქმეებზე მივდიოდიო და მასთან მოსაკითხი მიმქონდა.
ექვსი თვის შემდეგ მაიასგან წერილი მივიღე. ის მწერდა, რომ გათხოვდა და სამშობლოში დაბრუნებას აღარ აპირებდა. ლაშას შესახებ არც კი უკითხავს.ლაშას დედა ძალიან ენატრებოდა. ბავშვთა სახლში მას არავინ ჩაგრავდა. დღესასწაულებზე ყოველთვის ჩემთან მომყავდა.
წლები გავიდა, ჩემი შვილები გაიზარდნენ, გაიზარდა ლაშაც. ჩემი ქალიშვილი გათხოვდა და ბიჭიც დაინიშნა. ლაშამ ინსტიტუტში ჩააბარა, მომავალი პროგრამისტია. მე მას როგორც შემეძლო, ისე ვეხმარებოდი. ეს ჩემმა ქმარმა არ იცოდა, მასთან ჩხუბი არ მინდოდა.
გავიდა სამი წელი. ჯანმრთელობის მდგომარეობა გამიუარესდა. ექიმებმა კობოს დიაგნოზი დამისვეს. ისინი მამშვიდებდნენ, რომ საწყისი სტადია იყო და რადგან ახალა მედიცინა მაღალ დონეზეა, გამოჯანმრთელების შანსები დიდი მქონდა. სასწრაფო ოპერაცია მჭირდებოდა, შემდეგ კი ქიმიოთერაპია.
საავადმყოფოდან დავბრუნდი და ჩემს ქმარს ვუამბე. მან ეს ყველაფერი მშვიდად მიიღო, უბრალოდ გულგრილად. როდესაც ვკითხე, მომაკითხავდა თუ არა საავადმყოფოში, მან მიპასუხა:
- არ ვიცი, ხომ იცი, რომ სამსახურში ძალიან ვიღლები. თანაც, მე რით მოგეხმარები? ექიმები მოგხედავენ და ყველაფერი კარგად იქნება.ჩემს ქალიშვილს დავურეკე და ჩემი ავადმყოფობის შესახებ ვუამბე. პასუხად მოვისმინე:
- კარგი დედა, გამოჯანმრთელდი. უამრავი საქმე მაქვს, დროებით!
ავტირდი, ჩემი ახლობლების გულგრილობამ გული მატკინა.
ჩემს ბიჭსაც დავურეკე, მაგრამ რაიმე კარგი არც მისგან მომისმენია. არც ერთი სანუგეშო სიტყვა. ამის შემდეგ განწყობა ძალიან გამიფუჭდა, მაგრამ საკუთარი თავი ხელში ავიყვანე და მკურნალობა დავიწყე. სიცოცხლისთვის, როგორც შემეძლო ისე ვიბრძოდი. ძალიან მწყინდა და გული ძალიან მტკიოდა იმის გამო, რომ ჩემი ახლობლები არ მეხმარებოდნენ. მაგრამ ცხოვრება მინდოდა და ამიტომ ვიბრძოდი.
საავადმყოფოში ორ თვეზე მეტი გავატარე: ჯერ ოპერაცია, შემდეგ კი ქიმიოთერაპია. მკურნალობა წარმატებულად მიმდინარეობდა. მთელი ამ ხნის მანძილზე ჩემი ოჯახის წევრები ჩემს მოსანახულებლად არ მოსულან. ჩემმა ქალიშვილმა მხოლოდ ერთხელ დამირეკა.
გაწერის წინ მეუღლეს დავურეკე, მინდოდა, რომ ჩემს წასაყვანად მოსულიყო. არავინ მიპასუხა. ტაქსი გამოვიძახე და სახლში ისე მივედი.იმავე დღის საღამოს კარზე ზარის ხმა გაისმა. გავაღე და ის არ დამხვდა, ვისაც ველოდი: ეს არ იყო არც ჩემი ქალიშვილი, არც ვაჟი და არც ჩემი ქმარი. ეს იყო ჩემი დისშვილი – ლაშა.
- რა მოხდა? ჩემს ზარებს ძალიან დიდხანს არ პასუხობდით და ამიტომ გადავწყვიტე, რომ სახლში მოვსულიყავი. ნათია დეიდა ცუდად გამოიყურებით, ავად ხართ? – აღელვებულმა იკითხა ლაშამ.მისმა ალერსიანმა ხმამ და ზრუნვამ გული ამიჩუყა.
- ავად ვიყავი, ახლა უკვე უკეთესად ვარ. ლაშა, არ შეგიძლია საცხოვრებლად ჩემთან გადმოხვიდე? – ვკითხე ჩემს დისშვილს.
- კი მაგრამ, თქვენი მეუღლე? ის თანახმა არ იქნება! – მიპასუხა ლაშამ.
ამის შემდეგ ვუამბე, რომ ჩემმა ქმარმა წერილი დამიტოვა, სადაც მწერდა, რომ ჩემგან მიდიოდა. ეს წერილი სახლში დამხვდა, როდესაც ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ დავბრუნდი.
- ნუ ტირით, ნათია დეიდა. თქვენთვის ნერვიულობა არ შეიძლება. მე გადმოვალ თქვენთან, – მითხრა ლაშამ.
რამდენიმე დღის შემდეგ ლაშა საცხოვრებლად ჩემთან გადმოვიდა. ერთად თავს ძალიან კარგად ვგრძნობდით. ის გამოჯანმრთელებაში მეხმარებოდა, ჩემმა საკუთარმა შვილებმა კი ერთხელაც არ დამირეკეს და არ მომიკითხეს.
მე უბრალოდ ვერ ვიგებდი: რატომ იყო ბავშვთა სახლში გაზრდილი ლაშა ასეთი კეთილი და გულისხმიერი და რატომ იყვნენ ასეთი უგულოები და გულგრილები ჩემი შვილები, რომელთაც ამდენი სიყვარული და ზრუნვა ვაჩუქე.
ლაშამ ინსტიტუტი დაამთავრა და კარგ სამსახურში მოეწყო. ჩვენ ძალიან კარგად ვცხოვრობდით, ზაფხულში დასასვენებლად ერთად მივდიოდით.
მადლობა ჩემს დას, რომელმაც თავისი ბიჭი მე დამიტოვა. მე მეშინოდა, რომ ის ჩემთვის ტვირთად იქცეოდა, მან კი სიმარტოვისგან მიხსნა. მან თავისი ზრუნვითა და სიყვარულით გადამარჩინა.