„პატივმოყვარე მშობლები თანამედროვე ბავშვების მთავარი უბედურებაა“. ასე თვლის ნეიროლინგვისტი ტატიანა ჩერნიგოვკსაია

236

როგორ არის მოწყობილი ტვინი? ეს საკითხი ბევრ ადამიანს აინტერესებს. ჩემი ერთი ნაცნობი წყვილი ძალიან დიდხანს ბჭობდა, თუ ბავშვი სკოლაში რომელ ასაკში მიეყვანათ, ეს მისთვის სასარგებლო რომ ყოფილიყო.

ამ საკითხებს უძველესი დროიდან სწავლობენ. ამ სფეროში ერთ-ერთ მეცნიერს ტატიანა ჩერნიგოვსკაია წარმოადგენს. ის პეტერბურგში დაიბადა და სახელმწიფო უნივერსიტეტიც აქვე დაამთავრა.

1993 წელს ტატიანამ სადოქტორო დისერტაცია დაიცვა. ის ნეიროლინგვისტიკის სხვადასხვა ასპექტებს სწავლობს. მარტივად რომ ვთქვათ, მისი კვლევის ობიექტს ადამიანის ტვინი წარმოადგენს.

ტატიანას აშშ-ს და ევროპის უნივერსიტეტები იწვევდნენ, რომ სტუდენტებისთვის ლექციები წაეკითხა. 2010 წლის იანვარში მას რუსეთის დამსახურებული მეცნიერის წოდება მიენიჭა.

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, უცნობია მას ქმარი და ბავშვები თუ ჰყავს. ტატიანას ტყესა და ოკეანეზე დასვენება უყვარს. წიგნის კითხვა, თეატრის ყურება – ეს ყველაფერი მასზეა.

გთავაზობთ, ყურადღება მიაქციოთ ტატიანა ჩერნიგოვსკაიას რამდენიმე რჩევას ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით:

1. ბავშვს სწავლა ადრეულ ასაკში არ დააწყებინოთ

სრულად უსარგებლოა, რომ ბავშვს 2 წლის ასაკში კითხვა ასწავლოთ. მისი ტვინი ამისთვის მზად არაა. დიახ, პატარა ადამიანის გაწვრთნა შეიძლება, მაგრამ ჩვენ ხომ სულ სხვა ამოცანა გვაქვს.

ზოგიერთი ბავშვი უკვე 7 წლის ასაკში სკოლაში წასასვლელად მზად არის, ზოგს კი ჯერ კიდევ დათუნიებით თამაში სურს. ბავშვს ადრეულ ასაკში რაღაცის სწავლა არ უნდა აიძულოთ. მოგვიანებით ამის გამო მხოლოდ დაიტანჯება.

2. პატარა მოტორიკა განავითარეთ

ახლა გაჯეტების და ტექნოლოგიების დროა, მაგრამ მნიშვნელოვანია ბავშვს ხელში პატარა ნივთების დაჭერის შესაძლებლობა მივცეთ. მაგალითად, მძივები ააწყოს, პატარა ფიგურები გამოჭრას, ფანქრით რაღაც დახატოს – ყველაფერი ეს ტვინის და მეტყველების განვითარებას ხელს შეუწყობს.

3. მუსიკას მოუსმინეთ და ბავშვებიც მიაჩვიეთ

ყურს ესმის, ანუ ტვინს ესმის. ბავშვი სხვადასხვა ხმების განსხვავებას სწავლობს. სწორედ ამ დროს ნერვული ქსელის ფორმირება ხდება.

4. ტვინს სიზარმაცის უფლება არ მისცეთ

არსებობენ გენიალური ბავშვები, მაგრამ თუ ბავშვს ნიჭი აქვს და არანაირად არ ვითარდება, მაშინ ეს არაფერია. ტვინი კოგნიტური დატვირთვის გარეშე უბრალოდ იფიტება.

5. ბავშვებს მხოლოდ გამოცდების ჩასაბარებლად არ ასწავლოთ

ეროვნულ გამოცდებს ტატიანა ბავშვის პიროვნების გამოსახატად დიდ ზიანად მიიჩნევს. ბავშვები განსხვავებულები არიან, ამიტომ ყველას ერთი საზომით გაზომვა არასწორია. თუ მომავალში შემოქმედებითი და უნიკალური ადამიანების დანახვა გსურთ, ბავშვებს თვითგამოხატვის საშუალება უნდა მისცეთ.

6. გოგოებს და ბიჭებს განსხვავებულად ასწავლეთ

ბიჭებს უფრო მეტი პრაქტიკული ამოცანა უნდა მისცეთ, მათ ერთ ადგილას დიდხანს გაჩერება უჭირთ. დაე, ირბინონ, ითამაშონ, თავისი ენერგია დახარჯონ. გოგოებს უშუალო კონტაქტი სჭირდებათ: მათ ერთმანეთის თვალებში ყურება და მასწავლებლისთვის დახმარების გაწევა უყვართ. ამასთან ჩუმი საუბრები მოსწონთ. გარდა ამისა, პატარა პრინცესის საკლასო ოთახი ფერადი საღებავებით უნდა იყოს შეღებილი.

7. შესვენებები გააკეთეთ

ბავშვს არ ეჩხუბოთ, თუ გაკვეთილზე ჩაეძინა. ეს სწორედ მას ეხმარება და ზიანს არ აყენებს: ძილში მიღებული ინფორმაციის უკეთ ათვისება ხდება.

ეს რჩევები უბრალოდ შეუფასებელია! ეს ყველა მშობელმა და მასწავლებელმა უნდა წაიკითხოს. თანამედროვე განათლების სისტემა ძალიან ხშირად ბავშვს ტეხს იმის ნაცვლად, რომ აღზარდოს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს