იაპონელი მეორეკლასელი ხარხარებს, როცა მაგალითების ამოხსნაში თქვენს შეცდომებს უყურებს

0
1305

არასტანდარტული აზროვნება სასარგებლო უნარია, რომლის განვითარება ღირს. ასე ადამიანი მრავალმხრივ განათლებული, უფრო აქტიური და შეუპოვარი ხდება. შაბლონური მიდგომები მოსაწყენი და დესტრუქციულია. ისინი ადამიანს პროგნოზირებად ბიომანქანად აქცევს, რომელიც ყველაფერს გაწერილი პროგრამის მიხედვით ასრულებს. Paparazzi გთავაზობთ ამოცანებს ხრიკებით. ამოხსნა სცადეთ, რომ დამოუკიდებლად შეაფასოთ, რამდენად ადვილად იღებთ არასტანდარტულ გადაწყვეტილებებს. იქნებ, უნარების განვითარებაზე მუშაობა გჭირდებათ.

ამოცანები ხრიკებით

  1. თუ ღამის 2 საათზე წვიმს, რამდენია ალბათობა, რომ 96 საათის შემდეგ მზიანი ამინდი იქნება?
  2. ბრიტანელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ თეთრი ცხვრები უფრო მეტ ბალახს ჭამენ, ვიდრე შავი ცხვრები. როგორ შეძლეს მკვლევარებმა ამის გამოთვლა?
  3. სალომე მე-15 სართულზე ცხოვრობს. უცნაური ისაა, რომ გოგონა ლიფტით თავის სართულზე ადის მეზობელთან ერთად ან როცა გარეთ წვიმს. თუ მზიანი ამინდია, ლიფტით მე-10 სართულამდე ადის. შემდეგ მე–15 სართულამდე კიბით ადის. რატომ აკეთებს ამას?
  4. დათვალეთ, წელიწადში რამდენ თვეს აქვს 30 დღე.
  5. მასწავლებელმა ფანქარი იატაკზე დადო და მოსწავლეებზე მასზე გადახტომა შესთავაზა. ვერც ერთმა მოსწავლემ ამის გაკეთება ვერ შეძლო. რატომ?
  6. 20 გაყავით ½–ზე, გამოაკელით 8 და დაუმატეთ 15. რა მიიღეთ?

მინიშნებები და პასუხები

  1. თუ დაფიქრდებით, 96 საათი ზუსტად 4 დღეა. სწორედ ამიტომ, 96 საათის შემდეგ საათი ისევ ღამის 2 საათს აჩვენებს. ზედმეტია იმის თქმა, რომ ამ დროს მზიანი ამინდი ვერ იქნება, ამიტომ ალბათობა უბრალოდ ნულია.
  2. თეთრ და შავ ცხვრებს ერთნაირი მადა აქვთ. იმის გამო, რომ მსოფლიოში გაცილებით მეტი თეთრი ცხვარია, ისინი მეტ ბალახს ჭამენ, რაც სავსებით აშკარაა.
  3. სალომე დაბალი ტანის გოგონაა. ლიფტზე საჭირო ღილაკს უბრალოდ ვერ წვდება. თუ თან ქოლგა აქვს, სასურველ ღილაკს შეუძლია მიწვდეს. ქოლგის გარეშე მხოლოდ „ათამდე“ წვდება, დარჩენილი რამდენიმე სართულის ფეხით ავლა უწევს.
  4. ცოტა დაფიქრების შემდეგ ბევრი ასახელებს ოთხ თვეს: აპრილი, ივნისი, სექტემბერი, ნოემბერი. ეს არასწორი პასუხია. სინამდვილეში, ყველა თვეს თებერვლის გარდა 30 დღე აქვს (მინიმუმ). სწორედ ამიტომ, სწორი პასუხია 11.
  5. ეშმაკმა მასწავლებელმა გახუმრება გადაწყვიტა და ფანქარი იატაკზე კედელთან დადო.
  6. ბევრი ფიქრობს, რომ ½–ზე გაყოფა იგივეა, რაც 2–ზე გაყოფა. ასეთი გათვლებით სწორ პასუხს ვერ მიიღებთ. ½–ზე გაყოფა იგივეა, რაც 2–ზე გამრავლება. სწორედ ამიტომ, 20 × 2 – 8 + 15 = 40 + 7 = 47.