ზრდასრული შვილის დაუვიწყარი წყენა საკუთარი მშობლების მიმართ

0
588

შვილის აღზრდას მაქსიმალური სიფრთხილით უნდა მიუდგეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მშობლების საქციელი სამუდამო კვალს დატოვებს ბავშვების ფსიქიკაზე, რასაც პაპარაცის დღევანდელი სტატიის გმირების მაგალითი მოწმობს. ამიტომ თავად შეგიძლიათ განსაზღვროთ მოცემული საკითხის მნიშვნელობა და აქტუალურობა.

ამ სტატიის დასაწერად უამრავი მასალა შევისწავლეთ, თქვენ კი – შეგიძლიათ ზოგი რამ გაითვალისწინოთ, რათა სხვისი შეცდომები არ გაიმეოროთ.

ბავშვობაში მშობლები ყველაფერს მიკრძალავდნენ: გზაზე დამოუკიდებლად გადასვლა არ შეიძლებოდა, მეგობრებთან ერთად სეირნობა არ შეიძლებოდა, მეგობრებთან ერთად სკოლიდან დაბრუნებასაც კი მიშლიდნენ (მამაჩემს მოვყავდი მანქანით). ყველა კითხვაზე ჩემი მშობლები ბანალური ფრაზებით მპასუხობდნენ, რომ ისინი იყვნენ ჩემზე პასუხისმგებელნი და სულაც არ აინტერესებდათ სხვა ბავშვები, ვისზეც ისინი სულაც არ იყვნენ პასუხისმგებელნი. მას შემდეგ ძალიან დიდი დრო გავიდა და მე უკვე დამოუკიდებლად ვცხოვრობ. ცოტა ხნის წინ ჩემი მშობლებისგან მოვისმინე ფრაზა, რომ მათთვის სულ ერთია, რით ვარ დაკავებული თავისუფალ დროს. აქედან გამომდინარე დასკვნა გამოვიტანე, რომ ბავშვობაში ჩემს გამო კი არ ნერვიულობდნენ, არამედ სახლში დატოვებით ჩემზე პასუხისმგებლობას იხსნიდნენ.

90-იანებში გავიზარდე. ფული ბევრი არ გვქონდა. დაბადების დღეებზე ტანსაცმელს მჩუქნიდნენ: ზედებს, მაისურებს, ფეხსაცმელს. ზოგადად იმას მჩუქნიდნენ, რაც ისედაც უნდა ეყიდათ. ჩემს მეგობარს მტვერსასრუტი აჩუქეს. სკოლის შემდეგ სახლის დალაგება მის მოვალეობებში შედიოდა. ერთი კვირის შემდეგ მას ეს საქმიანობა მობეზრდა. ერთი კვირის შემდეგ საკომისიო მაღაზიაში წავედით და მტვერსასრუტი სათამაშო კომპიუტერში გადავცვალეთ. როდესაც მშობლებმა გაიგეს, აღმოჩნდა, რომ მტვერსასრუტი მათი იყო. მტვერსასრუტი ჩემმა მშობლებმა იყიდეს, კომპიუტერი კი მე დამრჩა. მე და ჩემი მეგობარი ამ კომპიუტერით კიდევ მრავალი წლის მანძილზე ვთამაშობდით.

ყოველთვის ისეთ რაღაცას მჩუქნიდნენ, რაც ჩემს მშობლებს სჭირდებოდათ. თოთხმეტი წლის რომ გავხდი, მიკროტალღური ღუმელი მაჩუქეს, იმაზე დაყრდნობით, რომ ბებიაჩემთან ბუტერბროდების გაკეთება მომწონდა. შემდეგ დაბადების დღეზე უთო მაჩუქეს. თავიდან მამაჩემი მიმანიშნებდა, რომ უთო ჩემი ჯიბის ფულით მეყიდა, მე კი ის საერთოდ არ მჭირდებოდა. შემდეგ კი ეს უთო გადაბარგებისას დაიკარგა.

ჩემმა მეგობარმა მიამბო, რომ 5 წლის ასაკში ლეგოს კონსტრუქტორზე ოცნებობდა. ერთხელ მშობლებმა ლოგო აჩუქეს. კონსტრუქტორი უზარმაზარი იყო, უამრავი დეტალით… როდესაც ჩემი მეგობარი ბაღიდან დაბრუნდა, ნახა რომ, მამამისს კონსტრუქტორი თავად აეწყო და დაეწებებინა კიდეც, რათა დეტალები არ დაკარგულიყო.

დედა ბავშვობაში მასწავლიდა, რომ ტყუილის გამო დამსჯიდნენ, საქციელის გამო კი არა. იმ დროიდან მოყოლებული, როდესაც სიმართლეს ვამბობდი, მაინც მეჩხუბებოდნენ. ახლა სიმართლეს ვამბობ, მაგრამ ბოლომდე – არა.

ახლა საკუთარი ოჯახი მყავს, ქმარი და შვილები. შესანიშნავი დიასახლისი ვარ, მაგრამ ბავშვობაში მეგონა, რომ ასე არ იყო, რადგან არაფრის გაკეთებას არ მიშვებდნენ. ახლა, როდესაც ჩემს მშობლებთან ჩამოვდივარ, ისევ არ მაძლევენ რაღაცის გაკეთების უფლებას, დღის ბოლოს კი საყვედურს მეუბნებიან, რომ ძალიან ცუდი დიასახლისი ვარ. ბოლოს მივხვდი… ამის მიზეზი ის იყო, რომ ბავშვობაში ჩემი არ სჯეროდათ.

ბავშვობაში მშობლებმა ჩემი თანხმობის გარეშე სხვა სკოლაში გადამიყვანეს. მთელი ერთი კვირის მანძილზე ვტიროდი, რადგან პირდაპირ ფაქტის წინაშე დამაყენეს და მე მეგობრების გარეშე აღმოვჩნდი. სწავლის მიმართ ინტერესი დამეკარგა, აკადემიური მოსწრება არც თუ ისე კარგი მქონდა და მეთერთმეტე კლასამდე ასე ვიყავი.

მამაჩემი სამხედრო პირი იყო და ხშირად დადიოდა მივლინებებში. პატარა რომ ვიყავი, როდესაც ჩამოდიოდა ხშირად გაჩერებაზე ვხვდებოდი. სადარბაზოდან რომ გამოვდიოდით, დედაჩემი მეუბნებოდა ხოლმე, რომ ქუჩის მეორე ბოლოში მამაჩემი იყო – ეს მისი საყვარელი გასართობი იყო. მე ყვირილით გავრბოდი მისკენ და ვეხუტებოდი, მაგრამ როდესაც თავს ვწევდი, ვხედავდი, რომ ის მამაჩემი კი არა, ვიღაც უცხო მამაკაცი იყო. მე ვტიროდი, დედა კი – იცინოდა.

პირველი ჯიბის ფული რვა წლის ასაკში მომცეს. მე ძალიან მინდოდა მაჯის საათის ყიდვა. ახალი საათის ასარჩევად რომ წავედით, ჩემს მშობლებს ვაჩვენებდი როგორი საათები მომწონდა: ფერადი ელექტრონული საათები, მელოდიებით. მშობლებმა საათი საკუთარი გემოვნებით მიყიდეს: ოქროს საათი, მოუხერხებელი სამაჯურითა და წვრილი ციფრებით. ის საათი მხოლოდ ერთხელ მეკეთა, ახლა კი სადღაც მიდევს უსარგებლოდ. მაშინ მე ძალიან მეწყინა.

დედაჩემს სხვისი სიტყვების უფრო სჯეროდა, ვიდრე ჩემი. რაც არ უნდა მეთქვა, ყველაფერს არასერიოზულად აღიქვამდნენ და კრიტიკით. უკვე მრავალი წელი გავიდა, მაგრამ ჩემს მშობლებს არაფერს ვუყვები, რათა ისევ არ გამაკრიტიკონ. ჩემს მშობლებს მხოლოდ ჩემი ცხოვრების დადებით მომენტებზე ვესაუბრები.

სკოლის პერიოდში უამრავი ისტორია გადამხდენია, ერთ-ერთი მათგანი კი მთელი ცხოვრების მანძილზე დამახსოვრდა. ჩემს კლასელს დაბადების დღე ჰქონდა. მის სახლში უნდა გვეზეიმა, მშობლები სახლიდან წავიდნენ, რათა ჩვენთვის ხელი არ შეეშალათ. როდესაც ამის შესახებ დედაჩემს ვუამბე, მე დაბადების დღეზე არ გამიშვეს. დედამ მითხრა, რომ იქ შეყვარებულებს დავუძახებდით და დავორსულდებოდით. ახლა, მრავალი წლის შემდეგ, დედაჩემს არავითარ ინფორმაციას არ ვანდობ ჩემს პირად ცხოვრებაზე და შეყვარებულებზე.

ერთხელ სკოლაში ჩემი კლასელი გოგონა საკუთარ ტელეფონს ვერ პოულობდა. სახლში რომ მოვედი, ჩემი ზურგჩანთიდან ზარის ხმა გაისმა. ეს სწორედ ის დაკარგული ტელეფონი აღმოჩნდა. არავინ დაიჯერა, რომ მე ის არ მომიპარავს და ჩემთან შემთხვევით აღმოჩნდა. უფრო მეტიც, იმ გოგონასთვის ბოდიშის მოხდა მაიძულეს და არავის მოუნდა ჩემი დაცვა და მოსმენა. დღემდე მწყინს.

პატარა რომ ვიყავი სოფელში ვცხოვრობდი. ერთხელ სამუშაოდ დაგვიძახეს, მშენებლობისთვის ნაკვეთი უნდა გაგვესუფთავებინა. მთელი დღის მანძილზე ვმუშაობდით და ჩვენს მიერ გამომუშავებული თანხის დახარჯვაზე ვოცნებობდით. როდესაც დავამთავრეთ, დედაჩემმა ფული ყველას თანდასწრებით გამომართვა. მთელი ღამე ბოსტანში ვიჯექი და ვტიროდი. როდესაც მიპოვეს, მამამ მთელი ფული დამიბრუნა და სამართლიანობა აღდგა.

ფულის გამომუშავება 12 წლიდან დავიწყე. ჩემი პირველი ხელფასით ბოსტნეულის დასაჭრელი დაფა ვიყიდე. სახლში ძველი ხის დაფა გვქონდა, მე კი ლამაზი წითელი პოლონური დაფა ვიყიდე. სახლში რომ მივედი, დედამ მითხრა, რომ ამის შემდეგ ვეღარაფერს ვიყიდიდი და მას შემდეგ მთელს ხელფასს მართმევდა. ახლა ჩემს შემოსავალს ვმალავ და დედაჩემს არაფერს ვუყვები.

შესანიშნავი ბავშვობა მქონდა, ოთხი ძმა ვიყავით. ყოველთვის მაღელვებდა ის ფაქტი, რომ სტუმრები ყოველთვის ჩვენზე ძვირფასები იყვნენ. როდესაც ჩვენთან ნაცნობები ან ნათესავები მოდიოდნენ, თავიანთ შვილებთან ერთად, მათ შვილებს ყოველთვის მეტი უფლებები ჰქონდათ, ვიდრე ჩვენ. ჩვენ კი გვეუბნებოდნენ, რომ მათი საქციელისთვის უბრალოდ ყურადღება არ მიგვექცია. ახლა უკვე ძალიან დიდი დრო გავიდა, მაგრამ მე და ჩემს ძმებს ეს ისევ გვახსოვს.

როდესაც პატარა ვიყავი, მთელი ოჯახი საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადავედით. ძალიან გაოცებული დავრჩი, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ახალ სახლში ჩემი საყვარელი ველოსიპედი და ტრაქტორი აღარ იყო. მითხრეს, რომ მე უკვე გავიზარდე და ჩემი ველოსიპედი და ტრაქტორი მეზობლის ბავშვებს დაუტოვეს ძველ ქალაქში. ეს ძალიან მძიმედ გადავიტანე და მთელი ერთი წლის მანძილზე ვტიროდი.