“ბინა დაგვიტოვე და დარჩენილი დღეები მოხუცთა სახლში გაატარე” – ამ სიტყვების შემდეგ ჩემი ქმრის ბებია საცხოვრებლად ჩვენთან წამოვიყვანეთ. ბებია 73 წლისაა, მაგრამ თავის ასაკთან შედარებით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება. მას ძვირადღირებული ტელეფონი აქვს და უფრო საინტერესო პირადი ცხოვრება, ვიდრე ბევრ ახალგაზრდას, ის დღემდე სეირნობს თავის თაყვანისმცემლებთან ერთად. მას არც ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებს. მასზე ითქმის: “სულითა და სხეულით ახალგაზრდააო”.
ბებია სახლიდან ჩემი მეუღლის ძმამ გამოასახლა. ლადოს ოჯახი ჰყავს: მეუღლე და სამი შვილი. ისინი ყველა ერთ სახლში ცხოვრობდნენ და მოხუცი ქალის ქონების დაპატრონებაზე ოცნებობდნენ. სხვაგან გადასვლის ფული არ ჰქონდათ, ამიტომ ელოდნენ, სანამ ბებია გარდაიცვლებოდა.
ბებია კი იმ ქვეყნად წასვლას არ ჩქარობდა, მას ერთი ოცნება ჰქონდა: ღამის პეკინის ნახვა უნდოდა და ამისთვის ფულს აგროვებდა.
როდესაც ბებია ჩვენთან წამოვიყვანეთ, ჩემმა დედამთილმა დამირეკა:
- ბებიას სახლში წავედით, იქ სხვა ხალხი დაგვხვდა, ბინა გაუქირავებია. ასე როგორ შეიძლება? მე პატარა ბინა მაქვს, აქ ყველა როგორ ვიცხოვრებთ?
- დედა, მე არაფერი არ ვიცი. ბებიას ჰკითხე, ის თავად ღებულობს გადაწყვეტილებებს. ეს მისი საკუთრებაა და არა ჩვენი, – მკაცრად უპასუხა ჩემმა ქმარმა.
ამის შემდეგ ჩემი დედამთილი კიდევ ერთი საათის განმავლობაში უკითხავდა ნოტაციებს ჩემს ქმარს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვზემოქმედებთ მასზე და მისი გადმობირება გვინდა. მართალი გითხრათ, ჩვენ არც მისი ბინა გვჭირდებოდა, არც ქირის ფული და არც პენსია. საუბარი იმით დასრულდა, რომ დედამთილმა ჩემს ქმარს უთხრა:
- ბებიამ ბინა ჩუქებით ლადოს დაუტოვოს, თქვენ კი მისი პენსიაც გეყოფათ.
ერთ საღამოს ჩვენს სახლთან ჩემი ქმრის ძმის ცოლი და მისი შვილები შევნიშნე. ისინი ბოლო დროს ჩვენს ეზოში ხშირად სეირნობდნენ. შემდეგ ხან ჩაის დასალევად შემოდიოდნენ ჩვენთან, ხან ტელეფონის დასატენად, ხან ბავშვის თხოვნით.
ყველა ერთად მოდიოდნენ და ბებიას იმაზე ელაპარაკებოდნენ, თუ როგორ უჭირდათ ყველას ერთად ერთ სახლში ცხოვრება. ბავშვებიც კი ჩიოდნენ, ეტყობოდათ, რომ გაქეზებულები იყვნენ. ბებია კი ისმენდა და ჩუმად იყო, ხან კი იცინოდა.
ერთ დღეს ლადოს ცოლი დარეკვის გარეშე მოვიდა. კარზე გვიკაკუნებდა, როდესაც გავაღე, დაიწყო ყვირილი:
- თქვენს სადარბაზოსთან სასწრაფოა! ნუთუ ბებია გარდაიცვალა? თქვენ მარტოებმა როგორ უნდა დაასაფლავოთ?
ამ დროს ოთახიდან ბებია გამოვიდა და მას შეხედა. სტუმარმა ბოდიში მოიხადა და გაიქცა. ამ შემთხვევის შემდეგ, მე და ჩემმა ქმარმა გადავწყვიტეთ, რომ ამ ცირკის დასრულების დრო იყო. ძალიან მოგვბეზრდა ჩვენს სადარბაზოში მათი მუდმივი მორიგეობა. გამოსავალი თავისით გამოიძებნა: ბებიას შევთავაზეთ, რომ ბინა გაეყიდა და ამ ფულით ჯერ პეკინში, შემდეგ კი – ევროპაში წასულიყო.
ვუთხარით, რომ ჩამოსვლის შემდეგ კი ისევ ჩვენს ბინაში დაბრუნდეს, ჩვენ მას სიხარულით მივიღებთ და მისი ფული არ გვჭირდება.
ბებიამ ცოტა ხანს იფიქრა, მერე კი – დაგვთანხმდა. მას თავად მობეზრდა ლადოს მეუღლის გაუთავებელი საუბრები ბინის ჩუქებასთან დაკავშირებით. ლადო თავად რომ მოსულიყო, ბებია მას მოუსმენდა, მაგრამ მათი ასეთი საქციელი ძალიან ულამაზოა. ბინა სწრაფად გაიყიდა, დარჩენილი ფულით ბებიამ თავისთვის პატარა სტუდიოს ტიპის ბინა იყიდა. მან თავისი ნივთები ჩაალაგა და ყველა საჭირო საბუთით პეკინში გაფრინდა.
ერთ წლიანი მოგზაურობის შემდეგ ბებია ძალიან კარგად გამოიყურებოდა, მან ყველაფერი ნახა, რაზეც ოცნებობდა. იტალიიდან ის სამშობლოში ჩამოსვლას გეგმავდა, მაგრამ დაგვირეკა და გვითხრა, რომ ცოლად პიცერიის მფლობელს მიჰყვებოდა. ჩვენ ძალიან გაგვიხარდა, შეგვშურდა კიდეც, კეთილი შურით.
ამ ასაკში ასე ცხოვრება ოცნებას ჰგავდა. გათხოვება 73 წლის ასაკში. თანაც იტალიელზე. მან ეს დაიმსახურა, ის 64 წლამდე შრომობდა, თავის შვილს ყოველთვის ეხმარებოდა, შვილიშვილებსაც უვლიდა. მთელ ფულს ის ჩემს ქმარს და მის ძმას აძლევდა, თავად კი ძალიან მოკრძალებულად ცხოვრობდა. ლადომ უნივერსიტეტიც კი დაამთავრა, მაგრამ ბებიის ფულებით.
ჩემი მამამთილი კი არაფერს ამბობდა, ყველაფერში თავის ცოლს უჯერებდა, მაშინაც კი, როდესაც მის ცოლს ბებიის თავიდან მოშორება უნდოდა.ლადოს ოჯახს ვძულვართ, ისინი იმაში გვადანაშაულებენ, რომ ბებოს მეორე ახალგაზრდობა ჩვენ ვაჩუქეთ.ის სტუდიოს ტიპის ბინა ბებიას მაინც გამოსთხოვეს, საბუთებზე ხელის მოსაწერად უნდა ჩამოვიდეს.
ერთ საღამოს მე და ჩემი ქმარი ამ თემაზე ვსაუბრობდით და გადავწყვიტეთ, რომ ამ ასაკამდე რომ მივაღწევთ, ჩვენც სამოგზაუროდ წავალთ. მაგრამ თუ ჩვენც ასეთი შვილები და შვილიშვილები გვეყოლება, მათ არაფერს დავუტოვებთ, თავად მიხედონ თავიანთ თავს.
მომხდარის აღწერა ერთი ანდაზით შეიძლება: “თითო მახინჯი ყველა ოჯახში არისო”. მაგრამ ვინ არის ის “მახინჯი”? ჩემი ქმრის ოჯახის აზრით მახინჯი ჩემი ქმარია. მაგრამ ის ყველაზე პატიოსანია და შურიანი სულაც არ არის. ჩემი აზრით კი მახინჯი ლადოა, რომელიც ამდენი წლის მანძილზე საბრალო ბებიის იმედად იყო. თუმცა, ორივე ერთ ოჯახში გაიზარდნენ!