ჩემი ცხოვრება ჩემს დასთან ერთად, რომელსაც დაუნის სინდრომი აქვს

368

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი საკუთარი ოჯახის ისტორიას გვიამბობს.

ბინაში სამნი ვცხოვრობთ: მე, ჩემი მეუღლე და ჩემი და.

ჩემს დას დაუნის სინდრომი აქვს.

ამ დაავადების საიდუმლოს ამოხსნას ექიმები და მეცნიერები უკვე მრავალია ცდილობენ. როგორც ცნობილია, ადამიანებს 23 წყვილი ქრომოსომა აქვთ. დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს კი – ქრომოსომების 21-ე წყვილში ერთი დამატებითი ქრომოსომა აქვთ. საიდან არის ის, ჯერ არავინ იცის.

დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი შეიძლება ნებისმიერ ოჯახში დაიბადოს: მდიდარშიც და ღარიბშიც, არ აქვს მნიშვნელობა ეროვნებას და ცხოვრების წესს. არავითარ როლს არ თამაშობს ცუდი ჩვევების არსებობა ან არარსებობა. ასეთი ბავშვი შეიძლება ნებისმიერ ოჯახში დაიბადოს.

ჩვენი მშობლები ძალიან განათლებული ადამიანები იყვნენ: მამა პროფესორი იყო, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მუშაობდა, დედა კი – უნივერისტეტის ლექტორი იყო.

მე და მაშო ბავშვობაში ძალიან მეგობრულები ვიყავით. მერე მე სასწავლებლად გავემგზავრე, გავთხოვდი, მაშო კი მშობლებთან ცხოვრობდა.

ჩვენი მშობლები 2 წლის გარდაიცვალნენ. მაშოს ამბავი უნდა გადამეწყვიტა. სად იცხოვრებდა და მასზე ვინ იზრუნებდა.

მისი ნათესავებიდან მხოლოდ მე დავრჩი. მე არ მინდოდა, რომ ჩემი და ინტერნატში წამეყვანა. ვიცი, რომ იქ არც ისე კარგი პირობებია. მე ჩვენი ბავშვობა გამახსენდა. მაშო იზრდებოდა, მაგრამ შინაგანად პატარა ბავშვად რჩებოდა. ჩემი მეგობრები მას ყოველთვის ძალიან კარგად ექცეოდნენ. მაშო ძალიან კეთილი და უწყინარი იყო. მას არასოდეს ჰქონია აგრესიის შემოტევები.

მეცნიერები თვლიან, რომ აგრესია გადარჩენაში გვეხმარება. ჩემი ქმარი ზოგჯერ ხუმრობდა: ჩვენი მაშო ევოლუციის ყველა წესს არღვევს.

მოკლედ, ჩემს ქმარს რჩევა ვკითხე და გადავწყვიტეთ, რომ მაშო ჩვენთან წამოგვეყვანა.

უკვე ორი წელია, რაც ერთად ვცხოვრობთ, ერთ ბინაში.

ცოტა ხნის წინ ერთი შემთხვევა მოხდა. სამსახურში მეჩქარებოდა, ჩემს ქოლგას ვეძებდი, მაგრამ ვერსად ვპოულობდი. ავნერვიულდი, ავღელდი. მერე გაირკვა, რომ ქოლგა მაშოს დაემალა. მე მას ვუყვირე. მაშომ კი ნაწყენი თვალებით შემომხედა. მეორე ოთახში გავიდა და ქოლგა გამომიტანა. მან ქოლგა მომაწოდა და მითხრა: “აი, შენი ქოლგა, აიღე. და ასე აღარ იყვირო. მე უბრალოდ გაგეხუმრე”.

მაშო ჩამეხუტა. მე ძალიან შემრცხვა. ჩემს დას ბოდიში მოვუხადე. მან მაშინვე მაპატია. ჩვენ ხომ დები ვართ.

მე სამსახურში წავედი. გარეთ რომ გავედი, აღარ წვიმდა. ქოლგა იმ დღეს აღარ დამჭირვებია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს