პაპარაცის დღევანდელ სტატიაში საკუთარ ისტორიას თამთა გვიამბობს.
მაღაზია დასაკეტად ემზადებოდა, უფრო ზუსტად, მე ვამზადებდი. სავაჭრო ცენტრი დასახლებულ რაიონში მდებარეობს. ამინდი მკვეთრად შეიცვალა, ქვეითებმა ეს იგრძნეს და თავიანთი მყუდრო სახლებისკენ მიიჩქაროდნენ. გარეთ ვიხედებოდი და ვფიქრობდი, სახლამდე როგორ უნდა მივსულიყავი, რადგან თბილი ტანსაცმელი თან არ მქონდა.
ამ დროს მაღაზიაში პატარა გოგონა შემოვიდა.
ის მორიდებულად დადგა, შემდეგ ერთი თაროდან მეორე თაროსკენ წავიდა და გასასვლელისკენ გაემართა. მერე კი უცებ შემობრუნდა და აშკარად ეტყობოდა, რომ ჩემთან დიალოგის წამოწყება უნდოდა.
-დეიდა, ნება მომეცით ცოტა ხანს გავთბე, – საცოდავი ხმით მითხრა მან.
-ასეთ ამინდში სახლში რატომ არ ხარ? – დავინტერესდი მე.
-სახლში ყოფნა არ მინდა, – მითხრა მან.
-კარგი, შეგიძლია დარჩე, მაგრამ დიდი ხნით არა, – დავეთანხმე მე, თავად კი მზადება განვაგრძე მაღაზიის დასაკეტად. ყველაფერი უნდა გადამემოწმებინა, ხელფასი უნდა დამეთვალა და ასე შემდეგ.
გოგონამ შენიშნა, რომ წასასვლელად უკვე მზად ვიყავი და ამიტომ თვითონაც წასასვლელად მოემზადა.
მაღაზია დავკეტე და გავიხედე, სად მიდიოდა გოგონა. ის ქარისგან ირწეოდა და იმ სახლებისკენ მიდიოდა, რომლებიც მაღაზიის სიახლოვეს მდებარეობდა.
გავიდა ერთი დღე. სამუშაო ცვლა დასასრულს უახლოვდებოდა. ისევ მოვიდა ის საბრალო გოგონა და ისევ მთხოვა, რომ მაღაზიაში გათბობის უფლება მიმეცა.
-რა გქვია? – დავინტერესდი მე.
-ანა მქვია.
-ძალიან სასიამოვნოა, ანა. სახლში ყოფნა არ გიყვარს?
ეტყობოდა, რომ ფიქრობდა, რა ეპასუხა, შემდეგ კი მითხრა:
-ლექსო და მაქსიმე მაწყენინებენ, – თავდახრილმა მიპასუხა. თვალებზე კი ცრემლები მოადგა.
-შენი ძმები?
-დიახ, ჩემი უფროსი ძმები.
-დედა და მამა არ გიცავენ?
– მათ ჩემთვის არ სცალიათ. ირინას უვლიან.
-შენს უმცროს დას?
-დიახ, ის თვეების არის, ცოტა ხნის წინ დაიბადა. იმდენი საზრუნავი აქვთ.
აშკარა იყო, რომ გოგონა ფიზიკურადაც და მორალურადაც ძალიან გადაღლილი იყო.
-რძე და ორცხობილა გინდა?
-დიახ, რა თქმა უნდა, თუ შეიძლება.
-მიირთვი ძვირფასო. მივაწოდე რძე და ორცხობილები.
გოგონა ამ ყველაფერს ისე ეცა, თითქოს ერთი კვირა არაფერი ეჭამა.
-სკოლაში დადიხარ თუ ბაღში?
-არსად არ დავდივარ. სკოლა ჯერ ადრეა, ბაღში კი დედას არ მივყავარ.
-რატომ?
-დედა მაიძულებს, რომ პატარა დაიკოს თვალყური ვადევნო, ხან კი სადღაც მაგზავნის, – მიპასუხა ბავშვმა და სინანულით ამოიკვნესა.
-და შენი ძმები, რომლებიც გაწყენინებენ ხოლმე, ისინი რით არიან დაკავებული?
-არ ვიცი, ისინი ამბობენ, რომ მათ არ სცალიათ.
გოგონა მაღაზიის დაკეტვამდე არსად წასულა. სიტუაციის შეფასების შემდეგ გადავწყვიტე, ჩემი მეგობრისთვის დამერეკა, რომელიც პოლიციაში მუშაობს და მისთვის ამეხსნა ყველაფერი.
ის დამპირდა, რომ ამ საქმეს მიხედავდა. მან მითხრა, რომ საჭირო იყო ამ ბავშვს პირადად ნახვა და მასთან გასაუბრება. მე მას ვუთხარი, რომ საღამოს მაღაზიაში მოსულიყო.
დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ანა მოვიდოდა, მაგრამ ის მოვიდა. გოგონას ვთხოვე, რომ საკუთარი პრობლემის შესახებ პოლიციელთან ესაუბრა. ჩემმა მეგობარმა ბავშვს მოუსმინა, შემდეგ კი უთხრა, რომ სახლში გაჰყოლოდა, ყველაფრის ადგილზევე გასარკვევად. ბავშვი დათანხმდა.
მე კი ეჭვები მღრღნიდა: სწორად მოვიქეცი?
მეორე დღეს გოგონა მაღაზიაში დედამისთან ერთად მოვიდა. აღმოჩნდა, რომ პოლიციელთან საუბარს ამაოდ არ ჩაუვლია. დედამისმა ახლა უკვე ყველაფერი იცოდა. დედამ თქვა, რომ არაფერი იცოდა მისი ბიჭების ასეთი საშინელი საქციელის შესახებ, რადგან ხან ერთ სამსახურშია, ხან მეორეში, საღამოს კი – პატარას უვლის. მან მადლობა გადამიხადა და თავიანთთან სტუმრად დამპატიჟა. დავპირდი, რომ მივიდოდი. ჩემი მეგობარი პოლიციელი გოგონას ძმებს დაელაპარაკა, მათ ყველაფერი გაიგეს.
ვიმედოვნებ, რომ ბიჭები მართლაც ბიჭებივით მოიქცევიან და არ დაჩაგრავენ იმას, ვინც მათზე სუსტია.