საბრალო ბავშვი არავის აღარ სჭირდებოდა, მაგრამ მისმა საყვარელმა მაქსიმე ბიძიამ ის ბავშვთა სახლში არ დატოვა

0
619

მშობლების გარდაცვალების შემდეგ ცამეტი წლის გოგონა სულ მარტო დარჩა. მას ბევრი ახლო ნათესავი ჰყავდა. დეიდა, ბიძა, დედის დეიდაშვილი და სხვა ახლობელი ადამიანი. თუმცა გოგონა არავის სჭირდებოდა. ზოგს საკუთარი შვილები ჰყავდა, ზოგს – ადგილი არ ჰქონდა, ზოგი კი – ძალიან შორს ცხოვრობდა.

თითქოსდა ნათესავებს მარი ძალიან უყვარდათ. მისთვის საჩუქრები მოჰქონდათ, თავიანთთან სტუმრადაც მიჰყავდათ, მაგრამ ეს მაშინ, როდესაც მისი მშობლები ცოცხლები იყვნენ. ახლა კი ბავშვი არავის სჭირდებოდა.

მარი ბავშვთა სახლში წაიყვანეს. პირველ დღეს მან თავის ოთახში მყოფი გოგონები გაიცნო. ისინი სამნი იყვნენ და თითქმის ერთი ასაკის. მათ მარის ბავშვთა სახლში ცხოვრების წესების შესახებ უამბეს, უთხრეს, სად რა იყო და როგორ უნდა მოქცეულიყო. კიდევ კარგი, რომ გოგონას არაფერს ეკითხებოდნენ. მას კითხვებზე პასუხის გაცემა ძალიან უჭირდა, თვალზე ყოველთვის ცრემლი ადგებოდა, მისი ხმა კი ყველაფერს გასცემდა. გოგონა ფიქრობდა, რომ მას აქ ახალი მეგობრები გამოუჩნდა და მათთან ერთად აქ ცხოვრება არც თუ ისე საშინელი იქნებოდა.

მას ბავშვთა სახლის აღმზრდელებიც მიმზიდველ ადამიანებად მოეჩვენნენ. აღმზრდელმა ის სასადილოდ წაიყვანა, რადგან სხვა ბავშვებს უკვე ესადილათ, მარის კი არა.

დრო გადიოდა. მარი ახალ სახლს ნელ-ნელა ეჩვეოდა. მას აწყობდა დღის განაწესი და აქაური წესები. ბავშვებს ზოგჯერ თავისუფლად სეირნობის უფლებასაც კი აძლევდნენ. ყველაფერი კარგად იყო. მარიმ ტირილი და მშობლებზე ძალიან ხშირი ფიქრიც კი შეწყვიტა. ღამის ძილი დაუბრუნდა და ფიქრობდა, რომ ცხოვრება ჩვეულ წესს უბრუნდებოდა.

მაგრამ ერთ დღეს უფროსი ბავშვები მარის ძალიან ცუდად მოექცნენ.

-შენმა მშობლებმა იმიტომ მიგატოვეს, რომ საფრთხობელა ხარ! – ყვიროდნენ ისინი და ხმამაღლა იცინოდნენ.

-არა! ისინი ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ! მათ არ მივუტოვებივარ! – თვალცრემლიანი ყვიროდა მარი.

-მიგატოვეს, იმიტომ რომ შენს გვერდით ყოფნა ეჯავრებოდათ! საფრთხობელა ხარ! – დასცინოდნენ გოგოები.

-ეს ტყუილია! თქვენ არაფერი არ იცით!

ამის შემდეგ მარის თვალთ დაუბნელდა. გონს მალევე არ მოსულა. ის საწოლზე იწვა, მის გვერდით კი თეთრხალათიანი გოგონა იჯდა. როგორც მოგვიანებით გაარკვია, ის ექთანი იყო.

-როგორ ხარ? – ჰკითხა მან.

-თითქოს კარგად, მაგრამ თავბრუ მესხმის, – ძალა მოიკრიბა და წარმოთქვა მან.

-აბა რა იქნება! ისე ძლიერ მიარტყი თავი, როდესაც წაიქეცი. ექთანი გოგონას ძალიან მშვიდად და თბილად ესაუბრებოდა.

-არ მახსოვს, როგორ მოხდა. მხოლოდ ის მახსოვს, რომ ძალიან ვტიროდი.

იმავე დღის საღამოს მარი იმ გოგოებმა მოიკითხეს, რომლებიც დასცინოდნენ. ისინი მარის პატიებას სთხოვდნენ, ამბობდნენ, რომ არ ეგონათ, ასე თუ მოხდებოდა. ისინი უბრალოდ ხუმრობდნენ.

მარი მათზე ნაწყენი არ იყო და უთხრა, რომ საშიში არაფერი მომხდარა. მათ ერთმანეთი გაიცნეს. მარიმ იგრძნო, რომ გოგონებმა ნამდვილად გულწრფელი ბოდიში მოუხადეს. მათ მართლა არ იცოდნენ მისი მშობლების ამბავი. არავის უნდოდა მარისთვის შეურაცხყოფის მიყენება. მარიმ მათ აპატია.

რამდენიმე დღის შემდეგ მარი გამოკეთდა, ლოგინიდან ადგა და ბიბლიოთეკაში დაიწყო სიარული. მას კითხვა ძალიან უყვარდა და საათობით კითხულობდა.

მერე მას ერთ-ერთი იმ გოგონათაგანი მიუახლოვდა და უთხრა, რომ მას სიურპრიზი მოუმზადეს.

-რა სიურპრიზი? – მხიარულად წამოიძახა მან.

-ჩვენ გავიგეთ, რომ შენ ბიძია გყავს, რომელიც ძალიან შორს ცხოვრობს. ჩვენ მას წერილი გავუგზავნეთ, სადაც შენს შესახებ ყველაფერი დაწვრილებით ვუამბეთ. მან კი ძალიან სწრაფად გვიპასუხა. მაქსიმე ბიძიამ მომხდარის შესახებ არაფერი იცოდა. ის ძალიან ანერვიულდა შენი ბავშვთა სახლში ყოფნის გამო და დაგვპირდა, რომ ძალიან მალე წაგიყვანს.

-ეს სიმართლეა? მართლა ჩამოვა? – მის სიტყვებს არ უჯერებდა მარი.

ახლა მისი ცხოვრება სრულიად შეიცვალა. ის მოუთმენლად ელოდა საყვარელ ბიძიასთან შეხვედრას.

რამდენიმე დღის შემდეგ აღმზრდელმა მარის დაუძახა და უთხრა, რომ მასთან სტუმარი მოვიდა. ისინი სასადილო ოთახისკენ გაემართნენ. მარიმ მაქსიმე ბიძია შორიდანვე შენიშნა და მისკენ გაიქცა. ისინი ერთმანეთს ჩაეხუტნენ. ბიძია ძალიან გაოცებული იყო, თუ როგორ ჩქარა გაზრდილიყო მარი. მას ის ძალიან პატარა ახსოვდა.

-წადი, ჩაალაგე ნივთები, ერთად უნდა დავბრუნდეთ, – დაფიქრების გარეშე უთხრა ბიძამისმა.

მარიმ ნივთები ძალიან სწრაფად ჩაალაგა და გოგონებს დაემშვიდობა.

ისინი კიდევ ერთხელ ჩაეხუტნენ ერთმანეთს და მარი წავიდა.