პაპარაცის დღევანდელ სტატიაში საკუთარ ისტორიას ნინა გვიამბობს.
ყველა გოგონა ოცნებობს იმაზე, რომ ოდესმე ქორწილი ექნება. ლამაზი თეთრი კაბით წითელ ხალიჩაზე მიდის, ბავშვები კი მის წინ ვარდის ფურცლებს ყრიან, სულ ბოლოში კი ის დგას, ძალიან სიმპათიური. მაგრამ ეს ყველაფერი ოცნებებში ან ლამაზ რომანებშია. ბევრს ეს ოცნება უხდება, ძალიან ბევრი კი ახალა ამ კლასიკას დაშორებულია. ზოგი უბრალოდ ხელს აწერს და სამოგზაუროდ მიდის. ჩვენს ქორწილშიც არ ყოფილა არავინ და არაფერი, მაგრამ ჩვენ არ განვიცდით, რადგან ეს ყველაზე საუკეთესო დღე იყო ჩვენს ცხოვრებაში.
რა უპირატესობები გააჩნია უსტუმრებო ქორწილს და რა სახის პრობლემებმა შეიძლება იჩინოს თავი ამ დროს.
ის რომ დიდი ქორწილი არ მინდოდა, ეს უკვე სკოლის პერიოდიდან ვიცოდი. იმ დროს ჩვენს ნაცნობებს ჰქონდათ ქორწილი. მშობლებმა კრედიტები აიღეს, კარგი რესტორანი შეუკვეთეს, ლიმუზინი, ძვირადღირებული ბეჭდები. ძალიან კარგი ქორწილი გადაიხადეს. ახალგაზრდები ერთმანეთს ვერ შეეგუვნენ და 6 თვის შემდეგ დაშორდნენ. წყვილი დაიშალა, მშობლები კი კიდევ დიდი ხნის მანძილზე იხდიდნენ კრედიტს.
შემდეგ ჯერზე მეგობრის ქორწილში ვიყავი მეჯვარე. იქაც ისე იყო, როგორც საუკეთესო ოჯახებში. მეგობართან საუბრის შემდეგ გავიგე, თუ რა ჯდებოდა ქორწილისთვის მზადება. ადგილი იყო შესარჩევი, ფოტოგრაფი, ოპერატორი, მუსიკოსები და სხვა. ქორწილის დღეს უკვე არაფერი უხაროდათ. დამატებით, საჭირო იყო ნათესავების დახვედრა და მათი დაბინავება. მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ნამდვილად არ ღირდა ასეთი ქორწილის გადახდა.
მე და ჩემი შეყვარებული უკვე რამდენიმე თვეა ერთად ვცხოვრობთ, ახლა კი დაქორწინება გადავწყვიტეთ. მე 25 წლის ვარ, ის კი – 27-ის. ამბობენ, რომ თუ წყვილი ქორწილამდე დიდხანს ცხოვრობს ერთად, ქორწილი აღარ იქნებაო. მე ამას არ ვეთანხმები. ჩემთვის მშვიდად ვცხოვრობდი, არავის ვეხებოდი, ვსწავლობდი, ვმუშაობდი, მიყვარდა და ქორწილი სულ არ მჭირდებოდა.
ამ თემზე ზოგჯერ ვხუმრობდით ხოლმე, მაგრამ ერთ დღეს ჩემმა შეყვარებულმა ძალით წამიყვანა რეესტრში. თავდაპირველად მეგონა, რომ ხუმრობდა, მაგრამ არა. განცხადება 15 წუთში შევიტანეთ. ვერც კი მივხვდი, რა გავაკეთეთ. მე ჯერ კიდევ მეჩვენებოდა, რომ ეს ყველაფერი ხუმრობა იყო.
სახლში ქორწილზე დავიწყეთ საუბარი. საუკეთესო მეგობრების და მშობლების დაპატიჟება გვინდოდა. ამ ყველაფრის აღნიშვნა პატარა კაფეში გვინდოდა. თუმცა ჩემი მეგობრების გამოცდილება გამახსენდა და შემეშინდა. ჩემს საქმროს ვუთხარი, რომ არავითარი ქორწილი არ მინდოდა და წერტილი.
ჩემი მომავალი ქმარი დამეთანხმა. ჩემს მშობლებს ვუთხარი, რომ დაქორწინებას ვაპირებდი, მაგრამ ქორწილის გადახდა არ გვინდოდა, ისინი გაოგნდნენ. თუმცა შემდეგ მამაჩემმა მითხრა, რომ სწორად ვიქცევით, რადგან ამდენ ფულს ქარს არ გავატანთ.
დანიშნულ დღეს მეგონა, რომ ვინერვიულებდი, მაგრამ ეს არ მომხდარა. ქორწილის შესახებ მშობლების გარდა არავისთვის გვითქვამს, რადგან სულელურ კითხვებზე პასუხის გაცემა არ გვინდოდა. რეესტრში მივედით, მეგონა, რომ იქ ავღელვდებოდი, მაგრამ ეს არ მომხდარა.
რეესტრში ქალი შემოგვეგება, რომელმაც კიდევ ერთხელ დააზუსტა გვსურდა თუ არა საზეიმო ცერემონია. ჩვენ ვუთხარით, რომ არ გვსურდა და მან თავის კაბინეტში შეგვიყვანა. მოკლე ტექსტის მოსმენის შემდეგ, ჩვენ ბეჭდები გავცვალეთ.
თეთრი და ფუმფულა კაბა მე არ მქონია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს კარგია. ის ხომ ძალიან ძვირი ღირს. კაბის ქირით აღება ვერ გავბედე, რადგან ამასთან დაკავშირებით ათას რამეს ამბობენ. ღია ფერის შარვალი და ამავე ტონის ზედა შევიძინე. ამ ტანსაცმლით სამსახურშიც შემიძლია სიარული და სასწავლებელშიც. ლამაზი, სადედოფლო კაბა კი მხოლოდ კარადაში უნდა ყოფილიყო ჩამოკიდებული.
რეესტრიდან გამოსვლის შემდეგ სავახშმოდ ახლომდებარე რესტორანში შევედით. ორიოდე ჭიქა ღვინის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ჩვენი ქორწილის ფოტო სოციალურ ქსელში გამეზიარებინა. ვიფიქრე, რომ არაფერი მოხდებოდა, რადგან ყველაფერმა უკვე ჩაიარა. ღმერთო, რომ მცოდნოდა ამას რა მოჰყვებოდა…
მოგვიანებით მივხვდი, რაც ჩავიდინე. მაშინვე მივიღე უამრავი შეტყობინება. ნათესავმა, რომელიც უკვე აღარც კი მახსოვდა, მომწერა, რომ არასწორად მოვიქეცით, რადგან ქორწილში არ დავპატიჟეთ. ავუხსენი, რომ ქორწილში ჩემი მშობლებიც არ ყოფილან, მაგრამ ის მაინც უკმაყოფილო დარჩა.
ჩემმა საუკეთესო მეგობარმა ამის შესახებ იცოდა და იცოდა, რომ არავის ვეპატიჟებოდი. მან მაინც არ მომილოცა და სხვებისგან გავიგე, რომ მან ეს განგებ გააკეთა. ის ნაწყენი იყო ჩემზე, რადგან რესტორანში არ დავპატიჟე.
მეორე დღეს სამოგზაუროდ გავემგზავრეთ. სამსახურიდან მხოლოდ ერთი კვირით დამითხოვეს. ფოტოები სოციალურ ქსელში გავაზიარე, რის შემდეგაც რამდენიმე მეგობარმა მეგობრების სიიდან ამომშალა. ასე რატომ მოიქცნენ, არ ვიცი. მე არავის და არაფერს არ დავპირებივარ.
უამრავი სასიამოვნო მომენტიც იყო. მაგალითად, მივიღე გულითადი მოლოცვები ჩემი კლასელებისგან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი 100 წელია არ მინახავს. დეიდაშვილებმა, ბიძაშვილებმა და მამიდაშვილებმა თბილი სიტყვებით მომილოცეს. ძალიან სასიამოვნო იყო ის, რომ ადამიანებს დიდი ხნის მანძილზე არ ვყავდი ნანახი, მაგრამ დრო არ დაიშურეს და მომილოცეს.
ამ გზით გავიგე, ვინ იყო ჩემს ცხოვრებაში ნამდვილი და ვინ – არა.
თითოეულმა ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორი ქორწილი უნდა. ჩემი აზრით, არ ღირს ქორწილის გადახდა, როდესაც იცი, რომ სტუმრებს შენს ქორწილში მოსვლა მხოლოდ დასალევად, საჭმელად და საცეკვაოდ უნდათ. მაგრამ თუ ძალიან გსურთ ქორწილის გადახდა, მაშინ ორგანიზატორი უნდა მოიწვიოთ, რომელიც ყველაფერს თქვენს მაგივრად გააკეთებს.
ქორწილის გადახდისას ფინანსური მხარეც უნდა გაითვალისწინოთ. შესაძლოა, ძალიან მაგარი ქორწილი გადაიხადოთ და მთელი ქალაქი ამაზე ლაპარაკობდეს, მაგრამ 6 თვის შემდეგ დაშორდეთ და იგივე ხალხმა ახლა ამაზე დაიწყოს ლაპარაკი.
ქორწილი სიყვარულის დადასტურებაა, თუ გიყვარს, შეგიძლია ჩუმად იქორწინო და არა ყველას დასანახად.
ქორწილი სიძე-პატარძლის დღესასწაულია და მხოლოდ მათ შეუძლიათ გადაწყვეტა, როგორი უნდა იყოს ის. სტუმრებიც მომავალმა ცოლ-ქმარმა უნდა მოიწვიოს, საკუთარი სურვილის მიხედვით. ქორწილი შეიძლება იყოს ძალიან ვიწრო წრეშიც და შეიძლება იყოს 300 კაციანი ბანკეტიც. ბოლოს და ბოლოს, ახალდაქორწინებულთა მომავალი არც მიღებულ საჩუქრებზეა დამოკიდებული და არც მათ ქორწილში ადამიანთა რაოდენობაზე.