მაყვლის ფოთლები მრავალი დაავადების წინააღმდეგ – ხალხური რეცეპტები

562

მკურნალობისთვის მხოლოდ მაყვლის ახალგაზრდა ფოთლები გამოგადგებათ, სანამ მათში მობილიზებულია სამკურნალო ნივთიერებათა მაქსიმალური რაოდენობა. ჩაისთვის კი ფოთლების გამოყენება ვეგეტაციის მთელი პერიოდის განმავლობაში შეგიძლიათ.

სამკურნალო ნედლეულის შეგროვების ოპტიმალური დრო გაზაფხული და ზაფხულის დასაწყისია. ფითლებს ყუნწებიანად აშრობენ, ალაგებენ ქაღალდის ან ქსოვილის ერთ ფენაზე და დებენ მუქ, განიავებად ოთახსი. მზა ნედლეული ინახება ქსოვილის ტომრებში, მშრალ ადგილას, არაუმეტეს 12 თვით.

მაყვალს დაავადებული თირკმლების, შარდის ბუშტის სამკურნალოდ, დიაბეტისა და სახსრების ანთების დროს იყენებენ. მაყვლის კენკრა დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედებაზე.

მაყვლის ფოთლებს შემკუმშველი, შემხორცებელი, ოფლმდენი და ანტიპარაზიტული მოქმედება აქვს. ასევე, მათ კანის სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდაც იყენებენ. ესენია: ეკზემა, წყლული, ჩირქოვანი ჭრილობები, ნაწიბურები.

ფოთლების ნაყენი გამოიყენება პირის ღრუს სავლებად, ღრძილებიდან სისხლდენის, ანგინის, საყლაპავის ანთების დროს, ასევე,  კლიმაქტიკური პერიოდის ნევროზის, მძიმე და ჭარბი მენსტრუაციების დროს საშოს აბაზანის სახით.

საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად, მაყვლის მიღება არეგულირებს ძილს და ამცირებს აგზნებადობას.

ფოთლების ნაყენი გვეხმარება ქრონიკული წყლულების, ახალი და დაჩირქებული ჭრილობების, ეკზემებისა და ნაწიბურების მკურნალობაში.

  • მაყვლის კენკრისა და ფოთლების ხანგრძლივი მიღება აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას შაქრიანი დიაბეტის დროს. ამისთვის, 2 ჩ.კ. მშრალ ფოთლებს ან კენკრას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ 30 წუთით. მიიღეთ დღეში სამჯერ, 1/3 ჭიქა.
  • 2 ს.კ. ფოთლებს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი. დააყენეთ თბილად შეხვეული, ორი საათით, და გადაწურეთ. მიიღეტ დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, 1/2 ჭიქა, გაციებისა და სასუნთქი სისტემის დაავადებების დროს.
  • გასტრიტის დროს იყენებენ ფოთლების ნახარშს: 5 გ ფოთლებს დაასხით 200 მლ წყალი, ადუღეთ 5 წუთით, დააყენეთ 20 წუთით, გადაწურეთ და მიიღეთ 50 მლ დღეში სამჯერ.
  • მაყვლის ფოთლების ნაყენს დამამშვიდებელი ეფექტი აქვს, სწრაფად წმენდს და ახორცებს ჭრილობებს: 1 ს.კ. მაყვლის ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დალიეთ თბილი დილა-საღამოს, 100-100 მლ.
  • ამცირებს მოქცევებს, ხსნის თავის ტკივილებს, აუმჯობესებს მადასა და ძილს შემდეგი ნაკრები: 25 გ ყვავილობის დროს მოგროვებული და გამომშრალი მაყვლის ფოთლები, 10 გ კუნელის კენკრა, 20 გ შავბალახასა და 15 გ ბერულას ბალახები მოათავსეთ ერთ ჯამში, აიღეთ 1 ს.კ. ნაკრები, ჩაყარეთ ჭიქა მდუღარე წყალში და დააყენეთ. გაგრილების შემდეგ დალიეთ. მიიღეთ დღეში ერთხელ. გაუმჯობესებას 10 დღეში იგრძნობთ.
  • ნაყენის მოსამზადებლად, 1 ს.კ. დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ 2-3 საათით. მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე. კუჭ-ნაწლავისა და ფილტვებშიდა სისხლდენის დროს, ნაყენს ყოველ 2 საათში ერთხელ იღებენ.
  • კლიმაქტიკური ნევროზის დროს დაგეხმარებათ შემდეგი ნაკრები: 100 გ მაყვლის ფოთლები, 75 გ კალენდულას ყვავილები, 100 გ მელისას ბალახი დააქუცმაცეთ და შეურიეთ. 3 ს.კ. ნაკრებს საღამოს, თერმოსში დაასხით 3 ჭიქა მდუღარე წყალი. დილით გადაწურეთ და მიიღეტ 150 მლ დღეში ოთხჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე. ნაყენი მანამდე სვით, სანამ მომზადებული ნედლეული არ გათავდება.

უკუჩვენებები

მაყვალი მავნეა თირკმლებისთვის, თუმცა მის ამ უკუჩვენებას მოსპობთ, თუ შაქარს მიიღებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს