მე “ცუდი” დედა ვარ. ასე თვლიან ჩემი გარშემომყოფები

426

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – საკუთარ ისტორიას ლიკა გვიამბობს.

ჩემი შვილი ადრეულ ასაკში გავაჩინე. 18 წლის ვიყავი. მაშინ არ ვიცოდი, ბიჭი როგორ უნდა აღმეზარდა. თავდაპირველად, ყველა საკუთარ რეკომენდაციებს მთავაზობდა, რომელთა მოსმენაც, სიმართლე რომ გითხრათ, მე არ მინდოდა: ეს ყველაფერი ძალიან მაღიზიანებდა. ვცდილობდი ადამიანებისთვის ამეხსნა, რომ მათი რჩევები არ მჭირდებოდა, რაზეც მპასუხობდნენ: “შენ ჯერ გამოუცდელი ხარ, ჩვენ კი ვიცით რას ვამბობთ, რადგან საკუთარი შვილები უკვე გავზარდეთ…”. ყველა ამ მრჩეველს ყოველგვარი სინანულის გარეშე ვეუბნებოდი, რომ თავიანთი შვილებისთვის მიეხედათ და მე ნურაფერს მომითითებდნენ.

ერთხელ ჩემი შვილი საბავშვო მოედანზე თამაშობდა. სწრაფად დარბოდა და უეცრად რაღაცას წამოედო და წაიქცა. მე იქვე შორიახლოს ვიჯექი და მას გავძახე:

-ადექი, ნუ გეშინია! რამე ხომ არ იტკინე? ის ადგა, მუხლები გაისუფთავა და ისევ სათამაშოდ გაიქცა.

ჩვენი ეზოს მშობლები გაოცებულები იყვნენ და კითხვებს მისვამდნენ: – ასე როგორ? რატომ არ გქონდა რეაქცია? – მიყვიროდა ერთერთი დედიკო. – ბავშვს ასე როგორ უნდა მოექცე?! შენ – ბოშა ხარ, რომელმაც შვილი გააჩინა და ყურადღებას არ აქცევს მას! – მითხრა მეორემ.

იმ მომენტში ამ ყველაფრის მოსმენა ძალიან უსიამოვნო იყო. თუმცა მე ჩემი შვილის აღზრდას ისევ ჩემი შეხედულებების შესაბამისად განვაგრძობდი, რადგან არ მიყვარს, როდესაც ჩემს პირად ცხოვრებაში ერევიან. მე მაშინვე არ მივრბოდი მასთან, როდესაც ის რაღაცაზე წუწუნებდა. როდესაც ვარდებოდა, საშულებას ვაძლევდი, რომ თავად წამომდგარიყო და დაუყოვნებლივ არ მივფრინავდი მასთან. მე არ მესმოდა: რად უნდა ამდენი მოფერება სამი წლის ბიჭს? მე მინდოდა, რომ მამაკაცი გამეზარდა და არა მშიშარა ბიჭი, რომელიც დედის გარეშე ისტერიკაში ვარდება.

ახლა ჩემი ბიჭი 9 წლისაა. მინდა გითხრათ, რომ ის უფრო პასუხისმგებლიანია, ვიდრე მისი ბევრი თანატოლი. ალბათ დაინტერესდებით, რატომ ვფიქრობ ასე. ახლავე აგიხსნით. როდესაც მას აწყენინებენ, ის ჩემთან ან ვინმე სხვასთან არ წუწუნებს, თავად სცემს პასუხს. მას შეუძლია საკუთარ თავისთვის პირველადი დახმარების გაწევა, თუ ველოსიპედიდან გადმოვარდება, რადგან იცის, სად არის პირველადი დახმარების ნაკრები და იცის მისი გამოყენება. ჩემი შვილი პასუხისმგებლიანია: ის სისტემატურად რეცხავს ჭურჭელს და ოთახსაც აწესრიგებს. როდესაც ავად ვარ, მას შეუძლია საჭმლის მომზადება, მაგალითად, სუპის. შემდეგ კი ბავშვებთან ერთად სასეირნოდ მიდის.

დიახ, მე ცუდი დედა ვარ, რადგან ჩემს შვილს უღრუბლო ბავშვობა არ ჰქონია! მიუხედავად ამისა, მე მას უამრავი ღირებული უნარი შევძინე, ბევრი რამ ვასწავლე, რაც მომავალში გამოადგება. მალე სამშობიაროდ მივდივარ და ვიცი, რომ ჩემს დაბრუნებამდე ის მამამისს კარგად დაეხმარება.

იქნებ, რაღაცაში ვცდები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი შვილი დამოუკიდებელ მამაკაცად გაიზრდება, მისი მომავალი მეუღლე კი ჩემი “ცუდი დედობის” მადლიერი იქნება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს