“ეს არ გააკეთო, ეს მოაშორე, ძალიან ცელქი ხარ”. ნებისმიერ მშობელს უნდა, რომ მისი შვილი ყველაზე საუკეთესო, ყველაზე ლამაზი და ყველაზე ბეჯითი იყოს. ამისთვის მშობელი ზოგჯერ უკიდურეს ზომებს მიმართავს ხოლმე, ხშირად უყვირის, ბავშვს უმნიშვნელო დანაშაულის გამოც კი სჯის, აძალებს იმის გაკეთებას, რის გაკეთებაც თავად ბავშვს არ სურს. და ხშირად ისე ხდება ხოლმე, რომ მკაცრი განაჩენი და ყვირილი – ერთადერთია, რაც ბავშვის მეხსიერებაში რჩება.
ამ თემას ეხება ლენა ლიგოვსკაიას მოთხრობა „ბორშჩის წვეთი“. ლიგოვსკაია ძალიან საინტერესო ქალბატონია, მას ყოველთვის ეგზოტიკური შეხედულება აქვს ჩვეულებრივ რამეებზე. ის ბავშვებს ასწავლის ხატვას, ასევე ეწევა ლიტერატურულ საქმიანობასაც. ნაწარმოებების მთავარი თემა ახალგაზრდა დედის ყოველდღიურობაა. გამონაკლისი არც ქვემოთ მოყვანილი მოთხრობაა.
ბორშის წვეთი
ერთხელ ძალიან გემრიელ ბორშს მივირთმევდი. უცებ ჩემს თოვლივით ქათქათა მაისურს მაცოცხლებელი წვნიანის წვეთი დაეცა. “ახლა რა უნდა ვქნა…” გავიფიქრე მე. თუმცა საკუთარი თავი არ დამისჯია, ყველაფერი ხდება.
ერთხელ პატარა ალიოშა ბორშს მიირთმევდა და ახალი პერანგი დაისვარა.
-უფრო ფრთხილად უნდა ჭამო, – ვუთხარი მე ავტომატურად.
და უცებ დავფიქრდი. რა მოხდება, თუ დღის განმავლობაში საკუთარ შეცდომებს მივაქცევ ყურადღებას და შენიშვნას მივცემ საკუთარ თავს? ისეთებს, რომლებზედაც მშობლებს ავტომატური რეაქცია აქვს.
დილით სამზარეულოში შევედი და გაურეცხავი ფინჯანი დავინახე.
-ნუთუ რთულია ფინჯნის გარეცხვა? – გაისმა ხმა ჩემს თავში. დისციპლინას ყურადღება უნდა მიექცეს, თორემ საერთოდ წავა ხელიდან.
-უფ… – გავიქნიე ხელი. ყველაფერი ნორმალურადაა. ჩემგან ნორმალური არაფერი გამოვიდა. ნორმალურია, როდესაც ერთ ადგილზე მუშაობ და ვითარდები. მე კი – ხან სად ვარ, ხან – სად.
ვიცვამ და სადღაც ვაპირებ წასვლას.
-უფრო აკურატულად! ფეხსაცმელი არ გააფუჭო, მაშველს რატომ არ ხმარობ? ვერ ხედავ? როგორ ვერ ხედავ? ყველაფერი აქეთ-იქით გიყრია. დიახ, დიახ, ახლა ქუსლქვეშ თითები შეიყავი. ამიტომაც ფრჩხილები მუდმივად გაფუჭებული გაქვს.
ხასიათი ძალიან მალე გამიფუჭდა. ეს კომენტარები საწამლავივით ტოქსიკურია.
გზაზე მივდივარ. ჩიტები ჭიკჭიკებენ, ღრუბლები დაცურავს. ვაშლს ფეხი გავკარი.
-წინდა ფუჭდება. რას აკეთებ?
სახლში დავბრუნდი. საჭმლის მომზადება დავიწყე. კარადა გამოვაღე ჭიქის ასაღებად და უცებ, თავით კარის კუთხეს დავეჯახე. ძალიან, ძალიან მეტკინა. თავში ზარის ხმა გაისმა.
-რამდენჯერ უნდა გითხრა, კარადის კარს როგორც კი გამოაღებ, მაშინვე დაკეტე.
მერე დასვენება მინდოდა, მაგრამ შინაგანი ხმა მეუბნებოდა: “საქმე არ გაქვს? წადი, რაიმე სასარგებლო გააკეთე”.
ძალიან ცუდად გავხდი. უბრალოდ ავტირდი. ეს ხმა უბრალოდ მანადგურებდა, შეუძლებელი იყო მის ყოვლისმხედველ თვალთან ერთად ცხოვრება.
და თუ ეს ხმა – თქვენი საკუთარი დედაა?
ეს გადამწყვეტი მომენტი იყო. ახლა ჩვენ ყოველ ზაფხულს ვითამაშებთ ფეხბურთს ჩამოცვენილი ვაშლით, ზამთარში კი – ყინულით და კონსერვის ქილებით. მთავარია, რომ ბედნიერები ვიყოთ. ფეხსაცმელი? ახალს ვიყიდით.
უკეთესია ჩაეხუტო, ვიდრე უბრალოდ უთხრა. სიტყვა – შეიძლება ვერ იგრძნო, ჩახუტებას კი – იგრძნობ.
დააფასეთ თქვენი შვილები და ნუ ეცდებით, რომ იდეალურები გახადოთ.
ეს კომენტატორი კი თქვენგან შორს გაგზავნეთ. დაე, ბავშვის ტანსაცმელზე იყოს ლაქა, ფეხსაცმელი გაფუჭებული იყოს, თმა კი გაწეწილი ჰქონდეს. ბავშვები უნდა იღიმოდნენ, მათ უნდა იგრძნონ, რომ ისეთებად ღებულობენ, როგორებიც არიან.