პაპარაცის დღევანდელ სტატიაში მანანას ისტორიას გიამბობთ.
მანანა არასოდეს მალავდა, რომ ბავშვები არ უყვარდა. ამას გარდა, მას არასოდეს სდომებია საკუთარი შვილების ყოლა, მაგრამ 30 წლის ასაკში მაინც გააჩინა. გააჩინა იმიტომ, რომ ასე იყო საჭირო.
20 წლის ასაკში ქალი თავის კლასელს გაჰყვა ცოლად. 10 წლის მანძილზე ნათესავები და მეგობრები მანანას ბავშვის გაჩენას აძალებდნენ, მაგრამ მას არ უნდოდა. ბოლოს კი ის დანებდა. ის დაორსულდა და ვაჟი გააჩინა, მაგრამ არა იმიტომ, რომ ეს მას თავად უნდოდა, არამედ იმიტომ, რომ გარშემომყოფები გამუდმებით ამაზე ელაპარაკებოდნენ.
მან გააჩინა, მაგრამ ის უსაზღვრო დედობრივი სიყვარული, რომელზეც ყველა ესაუბრებოდა, მან მაინც ვერ იგრძნო. ის საკუთარი შვილის მიმართ ცივი და უგრძნობი იყო. მას თავისი შვილი არ ყვარებია არც მაშინ, როდესაც სასაცილო ფუმფულა ახალშობილი იყო და არც მაშინ, როდესაც ის პირველკლასელი გახდა. გრძნობებმა არც მაშინ გაიღვიძა, როდესაც ბიჭი გაიზარდა და წარმატებული და გავლენიანი ადამიანი გახდა.
მანანა მთელი ცხოვრების მანძილზე საკუთარ თავში გარკვევას ცდილობდა, ცდილობდა საჭირო კითხვებზე პასუხების მოძებნას და საკუთარ თავში დედობრივი ინსტიქტის გაღვიძებას, მაგრამ სასწაული არ მომხდარა.
ის მუდმივად მუშაობდა, მუდმივად მიზეზს ეძებდა, რომ დრო საკუთარ შვილთან ერთად არ გაეტარებინა. მას არასოდეს ესმოდა თავისი მეგობრების, რომლებიც მოწყენილები იყვნენ, როდესაც თავიანთ შვილებს უქმეებზე ბებიებთან ტოვებდნენ. “როგორ შეიძლება მოწყენა, როდესაც საკუთარი თავისთვის დრო გიჩნდება და შეგიძლია იგი სასარგებლოდ გამოიყენო?” – უკვირდა ქალს.
ამ ყველაფრის მიუხედავად მანანა პასუხისმგებელი დედა იყო. ეს მისი ბრალი იყო, რომ ქმრისა და ოჯახის წევრების გავლენის ქვეშ მოექცა და შვილი გააჩინა. მაგრამ, რადგან გააჩინა, უნდა აღზარდოს კიდეც. და ქალი ამას აკეთებდა. ის ბავშვს ძილის წინ ზღაპრებს უკითხავდა, პარკში საქანელებზე გასართობად დაჰყავდა, ზღვაზე დასასვენებლად მიჰყავდა. სწორედ დედა დაეხმარა თავის შვილს მეგობრების მოძებნაში და გარდატეხის ასაკისა და პირველი უიღბლო სიყვარულის გადატანაში. ის ყველაფერს აკეთებდა, რათა მის შვილს ნორმალური ცხოვრება ჰქონოდა.
ბიჭი 13 წლის იყო, როდესაც მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ და ბავშვის აღზრდა მთლიანად მანანას დაეკისრა. ქალს ძალიან გაუმართლა, რადგან მისი შვილი ძალიან კარგი, ზრდილობიანი და წესიერი ბიჭი იყო. ის დედას მხარს უჭერდა და ყველაფერში ეხმარებოდა.
ქალმა შვილს კარგი განათლება მისცა და პირველი სამსახურის მოძებნაში დაეხმარა. მან ფული ისესხა ბინის იპოთეკისთვის. თუმცა თავისი შვილის მიმართ სიყვარული მაინც ვერ იგრძნო.
ახლა ის უკვე 30 წლის არის. მას საკუთარი ოჯახი და ორი შვილი ჰყავს. თუმცა მანანა თავისი შვილიშვილების მიმართაც გულგრილია. მათთან სტუმრად იშვიათად მიდის და კიდევ უფრო იშვიათად ურეკავს მათ და ინტერესდება მათი ცხოვრებით. თავდაპირველად, რძალს არ სჯეროდა, რომ დედამთილი თავისი შვილიშვილების მიმართ ასეთი გულგრილი იყო და მანიპულირებას ცდილობდა. ის ამბობდა: “შვილიშვილების ნახვის უფლებას არ მოგცემთ, ამას თუ არ გააკეთებთ”. მაგრამ ბებიისთვის ნამდვილად სულერთი იყო, მასზე არანაირი შანტაჟი არ მოქმედებდა.
დღეს დედაც და შვილიც საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობენ. მანანამ აგარაკი იყიდა და თავის ძაღლთან ერთად იქ გადავიდა საცხოვრებლად. მისი შვილი ძალიან დაკავებულია. ის ძალიან ბევრს მუშაობს და დედას ძალიან იშვიათად ურეკავს. “რადგან არ რეკავს, ესე იგი, ყველაფერი კარგად არის”, – თავს იმშვიდებს ქალი. და ძნელი სათქმელია, კარგი დედაა თუ ცუდი, რადგან დედების უმეტესობას უსაზღვროდ უყვართ თავიანთი შვილები, მაგრამ მათთვის სიყვარულის გარდა არაფრის მიცემა არ შეუძლიათ. მანანას შემთხვევაში კი პირიქითაა, მას თავისი შვილი არასოდეს ყვარებია, მაგრამ ყველაფერი მისცა მას, რაც კი გააჩნდა.