პაპარაცის დღევანდელ სტატიაში საკუთარ ისტორიას ნინა გვიამბობს.
ჩემი ქმარი დედამისის უფროსი შვილია. მან ის სტუდენტობის წლებში გააჩინა, მაგრამ ის ქორწინება არ შედგა და ქმარს მალევე დაშორდა. ამის შემდეგ დედამთილმა მოახერხა, რომ ახალშობილთან ერთად, მდიდარი და უზრუნველყოფილი მამაკაცი ეპოვა. მას ბევრი არ უფიქრია, მეორედ გათხოვდა და ორი შვილი გააჩინა: უფროსი – ნიკოლოზი და უმცროსი ქალიშვილი – მარიამი.
ჩემი დედამთილის მეორე ქმარი ძალიან ჭკვიანი და ტოლერანტული ადამიანი იყო. ის არასოდეს არ ყოფდა ბავშვებს თავის და სხვის შვილებად. მას სამივე ერთნაირად უყვარდა. ყველასთვის ერთნაირად ყიდულობდა ტანსაცმელსაც და სათამაშოებსაც. თითოეულ მათგანს ასწავლა და ფეხზე დააყენა.
თავად დედამთილი და და-ძმა კი ალექსანდრეს მუდმივად ამცირებდნენ: “შენ ჩვენი ნამდვილი ძმა არ ხარ”, “მამაჩვენს აზიხარ კისერზე”, “ის გაჭმევს”…
ქორწილის შემდეგ მე და ჩემმა ქმარმა ბინა ვიქირავეთ და ის იმ სახლიდან წამოვიდა. ალექსანდრე მუდმივად მიმეორებდა, რომ თავს იმ ოჯახის ნაწილად არასოდეს თვლიდა. და რა უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, მას ერთადერთ ახლობელ ადამიანად თავისი მამინაცვალი მიაჩნდა.
ჩემს დედამთილს ჩემთან ურთიერთობა თითქმის არ ჰქონდა. ის ძალიან ცივად შემხვდა. ქორწილში საერთოდ არ უნდოდა მოსვლა, მეუღლემ დააძალა.
ქორწილიდან რამდენიმე თვის შემდეგ ჩემი მამამთილი მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი გარდაცვალება ჩვენთვის ყველასთვის ნამდვილი შოკი იყო, თუმცა თავად მან თითქოს რაღაც იცოდა და სიკვდილის წინ ყველა საბუთი მოაწესრიგა, ანდერძი დაწერა და ჩუქების საბუთები გააფორმა. ქალაქგარეთ არსებული დიდი სახლი ჩემს დედამთილს დაუტოვა, შვილებს კი თითო ბინა აჩუქა. ერთი ბინა ალექსანდრესაც შეხვდა. ანდერძი ძალაში მამინაცვლის გარდაცვალებიდან ექვი თვის შემდეგ შევიდოდა, იქამდე კი მისი გახსნა არ შეიძლებოდა. ეს მამინაცვლის სურვილი იყო.
ალექსანდრეს და-ძმა მამის ამ გადაწყვეტილების გამო შეშფოთებული იყო: “ბინა რატომ დაუტოვა? ის ხომ მისი ნამდვილი შვილი არ იყო? მას არ დაუმსახურებია!” ქმრის ეს საქციელი არც ჩემს დედამთილს არ დაუფასებია.
ყველა ბრალდებისა და საყვედურის მიუხედავად, ჩვენ უარი არ გვითქვამს საკუთარ ბინაზე და სიხარულით გადავედით ახალ ბინაში. ძალიან კარგად ვცხოვრობდით. ჩემი დედამთილი ჩვენთან სტუმრად არასოდეს მოსულა. ერთხელ კი კარზე მოგვიკაკუნეს. ჩემი დედამთილი იყო.
-ალექსანდრე! მოხუცს შენთან წამოიყვან! – გამოგვიცხადა მან. ბინა ხომ მიიღე, ახლა გამოიმუშავე!
თავდაპირველად, ვერაფერი გავიგეთ, შემდეგ კი გაირკვა, რომ ალექსანდრეს მამინაცვლის დედას ინსულტის შემდგომ მოვლა სჭირდებოდა. ჩემმა დედამთილმა თქვა, რომ მას საფენებს არ გამოუცვლიდა. მოხუცის მოვლაზე უმცროსმა შვილიშვილებმაც უარი თქვეს. ჩვენ კი ასე მოქცევა ვერ შევძელით და ამიტომ, მეორე დღეს ირინა ბებო ჩვენთან წამოვიყვანეთ. 94 წლის მოხუცი, საკმაოდ მეგობრული და მხიარული ქალი აღმოჩნდა, რომელიც საღად აზროვნებდა.
ირინა ბებოს გამოჩენის შემდეგ ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა. მისი მოვლა რთული არ იყო. ის ინვალიდის ეტლში იჯდა, მაგრამ ჩვენთვის სადილის მომზადებასაც კი ახერხებდა. ყოველ საღამოს, სამსახურის შემეგ სახლში ცხელი და გემრიელი საკვები გველოდა. რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი? ბებო ჩემს ქმარს ყოველთვის ეუბნებოდა:
-ალექსანდრე, დედაშენმა თავისი უმცროსი შვილები ძალიან გაანებივრა, შენ კი ნამდვილი მამაკაცი დადექი. ჩემს გარდაცვლილ შვილს ყოველთვის განსაკუთრებულად უყვარდი და ყოველთვის გაქებდა.
უმცროსი შვილიშვილები ბებიის სანახავად არ მოდიოდნენ. მის მოსანახულებლად არ ჩემი დედამთილი მოსულა.
ექვსი თვის შემდეგ ნოტარიუსმა ანდერძი წაგვიკითხა და ის ძალაში შევიდა. საბუთის თანახმად, მთელი თავისი აქციები და ბიზნესი გარდაცვლილმა დედამისს დაუტოვა. ამის მოსმენის შემდეგ, ნიკოლოზმა მაშინვე თქვა:
-დღეიდან ბებო ჩემთან იცხოვრებს!
-შენთან რატომ? – წამოხტა მარიამი. – მე წავიყვან.
-ძვირფასებო, საიდან მოიტანეთ, რომ სადმე გადასვლა მინდა? – გაიღიმა ბებომ. მე ალექსანდრესთან თავს კარგად ვგრძნობ, მე მასთან დავრჩები საცხოვრებლად.
ირინა ბებომ მთელი მემკვიდრეობა მაშინვე ალექსანდრეს გადასცა. ჩემმა დედამთილმა და უმცროსმა და-ძმამ სცადეს ანდერძის გასაჩივრება, თუმცა ეს საქმე წააგეს.
მათთვის არც ნაჩუქარ ბინებს მოუტანია წარმატება. ნიკოლოზი რაღაც გაუგებარ ბიზნესში ჩაერთო და იძულებული გახდა ბინა გაეყიდა, რათა ვალები გაესტუმრებინა. მარიამის ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა და განქორწინების შემდეგ ქმარმა ბინის გაყოფა მოსთხოვა. ახლა ყველა ერთად ჩემი დედამთილის ბინაში ცხოვრობენ.
ირინა ბებო ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. დაკრძალვის შემდეგ მე და ჩემმა ქმარმა მის ნივთებში ძველი წერილი ვიპოვეთ. ის ჩემი ქმრის მამინაცვლის დაწერილი იყო: “დედა! თუ რამე დამემართება, საცხოვრებლად ალექსანდრესთან გადადი. მართალია, ის ჩემი ნამდვილი შვილი არ არის, მაგრამ მე ვგრძნობ, რომ შენ მასთან უკეთესად იქნები. მაპატიე, რომ ნიკოლოზი და მარიამიც ასეთ გულისხმიერ და კეთილ ადამიანებად ვერ აღვზარდე… “