ციხე სიმამაცისთვის. ყაჩაღებისგან თავის დაცვა თუ სიცოცხლესთან ჩუმად დამშვიდობება

0
58

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – მამაკაცი საუბრობს შემთხვევაზე, რომელიც 2015 წლის ნოემბერში მოხდა.

თუ ჩემს სახლში ქურდებს აღმოვაჩენ, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, პოლიციას გამოვიძახებ. მაგრამ იმ მომენტამდე, სანამ პოლიცია მოვა, მე შევიარაღდები რაიმე მძიმე ან ბასრი საგნით, ჩაქუჩით, დანით – ყველაფრით, რაც კი ხელთ მომხვდება და ჩემი ოჯახის დასაცავად დავდგები.

ჩემი არყოფნის შემთხვევაში ჩემი მეუღლეც ასე მოიქცევა.

მძარცველის გარდაცვალების შემთხვევაში, ერთ-ერთ ჩვენგანს ციხეში ჩასვამენ. როგორც ჩანს, კანონმორჩილი მოქალაქე გულხელდაკრეფილი უნდა დაელოდოს პოლიციას და იმედი იქონიოს, რომ ქურდები თავაზიანი მისალმების შემდეგ წაიღებენ იმას, რისთვისაც მოვიდნენ, შემდეგ კი ისევ ზრდილობიანად დაგვემშვიდობებიან და ჩუმად წავლენ.

რამდენიმე წლის წინ ყველა გაზეთში წერდნენ მამაკაცზე, რომელსაც საკუთარი ოჯახის ყაჩაღებისგან დაცვა მოუწია, რა დროსაც თავდამსხმელი გარდაიცვალა, მამაკაცი კი დიდი ხნით დააპატიმრეს.

”2015 წლის ნოემბერი სიცოცხლის ბოლო თვე აღმოჩნდა უცნობისთვის, რომელიც ცდილობდა ნოვოსიბირსკელი ვიქტორ გონჩარის სახლში შესვლას. ვიქტორი სასამართლომ არ გაამართლა და მამაკაცი დამნაშავედ ცნო.

უცნობს რამდენიმე დარტყმა ჰქონდა მიყენებული, რომელთაგან ერთ-ერთი სასიკვდილო აღმოჩნდა. გონჩაროვს ბრალად ედებოდა ადამიანისთვის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენება, რამაც მსხვერპლის სიკვდილი გამოიწვია. გაკვეთის შედეგად დადგინდა, რომ მას ღვიძლი ჰქონდა გახეთქილი.

გარდაცვლილის ვინაობა დადგინდა. როგორც გაირკვა, გარდაცვლილი არტიომ გალკინი ადრე უკვე ნასამართლევი იყო ქურდობის, ყაჩაღობისა და ასევე ნარკოტიკებით ვაჭრობისათვის. თუმცა ამ ფაქტს არანაირი დადებითი გავლენა არ მოუხდენია ვიქტორ გონჩარის შემდგომ ბედზე. საგამოძიებო მოქმედებები წელიწადზე მეტ ხანს გაგრძელდა. ვიქტორ გონჩარი გაასამართლეს და 7 წლით მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოათავსეს“.

სად არის სამართალი? 7 წელი იმისთვის, რათა არ მომკვდარიყო, ან იქნებ იმისთვის, რომ ოჯახი გადაარჩინა და სახლი ქურდისგან დაიცვა?

ბინის მძარცველები მეპატრონეებს თვეების განმავლობაში აკვირდებიან, ითვლიან იმ დროს, როდესაც სახლში 100%-ით არავინ იქნება. ასევე, ქურდები გულდასმით ირჩევენ ბინას, რომელშიც ნამდვილად არის რაიმე ღირებული.

არავის გამართლება არ მინდა, ბინის ქურდები იგივე დამნაშავეები არიან, მაგრამ …

ნარკომანს, რომელმაც არ იცის სად შევიდეს, რა თქმა უნდა, არ სჭირდება ლექციები კანონისა და წესრიგის თემაზე. ამ დროს არჩევანიც არ არსებობს – თავი უნდა დაიცვა და პირველმა უნდა შეუტიო, თუ საკუთარი სიცოცხლისა და ქონების დაცვა გინდა. მაგრამ თავდამსხმელის სიკვდილის შემთხვევაში, რატომ არის დამნაშავე სახლის მფლობელი?! ადამიანები, რომლებმაც მკვლელობა ყაჩაღებისგან საკუთარი სახლების დაცვისას ჩაიდინეს, არ უნდა დაისაჯონ. იმიტომ რომ ისინი დამნაშავენი არ არიან! თუმცა, უდავოა, რომ გამოძიება ნამდვილად უნდა ჩატარდეს.

თუ მეპატრონეებმა ადგილობრივი ლოთებისა და ნარკომანებისთვის ნამდვილი თავშესაფარი მოაწყვეს, შემდეგ კი ერთ მშვენიერ დღეს პატრონმა მორიგი დალევის შემდეგ მოკლა თავისი „სტუმარი”, მაშინ ეს სულ სხვა საქმეა. ამ შემთხვევაში მეპატრონე უკვე დამნაშავეა და უნდა დაისაჯოს.

მაგრამ, როდესაც დამნაშავეები ნორმალური ადამიანების სახლში იჭრებიან, კარს აღებენ დარწმუნებულები იმაში, რომ სახლში არავინ არ არის და ამ დროს სახლის პატრონი ნაჯახით ხვდებათ, ის ციხეში კი არ უნდა ჩასვან, არამედ გამბედაობისთვის უნდა დააჯილდოონ!