ხშირად დედამთილებს უჭირთ ხოლმე რძლებთან საერთო ენის გამონახვა. ამის შედეგია ხშირი ჩხუბი, მუდმივი საყვედურები და ცხვირის აბზუება. ამას კიდევ არა უშავს, მაგრამ როდესაც რძალი დედამთილს სახლიდან აგდებს, ეს უკვე მეტისმეტია.
ასეთი უსიამოვნება 60 წლის ელენეს შეემთხვა. ქალი საკმაოდ აქტიური ცხოვრებით ცხოვრობდა, იშვიათად იჯდა სახლში და კონსიერჟადაც მუშაობდა, ნახევარ განაკვეთზე. ელენეს სახლში ყოველთვის სისუფთავე, წესრიგი და სიმყუდროვე იყო. სახლში ყოველთვის იდგა სახლში გამომცხვარი ნამცხვრების სურნელი, რაც ყველაზე მეტად, მის შვილს – ირაკლის უყვარდა.
ბიჭს დედა მარტო ზრდიდა. მისი მეუღლე საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა. ამან ელენე ძლიერ ქალად აქცია, რადგან მის შვილზე, მის გარდა, არავინ იზრუნებდა. ირაკლიმ ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრა და სწავლის დამთავრების შემდეგ სამუშაოდ პატარა, მაგრამ ძალიან პერსპექტიულ კომპანიაში მოეწყო. თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ირაკლი უკვე 30 წლის იყო, მაგრამ ცხოვრების მეგზური ჯერ არ ეპოვნა. ირაკლი სიმპათიური ბიჭი იყო: მაღალი, წარმოსადეგი, ლამაზი თმით და ცისფერი თვალებით. ის სპორტითაც იყო დაკავებული… თითქოს ყველა ქალის ოცნებას წარმოადგენდა, მაგრამ რაღაც მაინც ვერ ეწყობოდა…
ვერ ვიტყვით, რომ არავის არ ხვდებოდა – მას რამდენიმე რომანი ჰქონდა, მაგრამ ხანმოკლე და ეს ურთიერთობები სერიოზულ ურთიერთობებში არ გადაზრდილა.
გარკვეული პერიოდის შემდეგ ელენემ შენიშნა, რომ მისი შვილის ცხოვრების რითმში რაღაც შეიცვალა: ის სამსახურიდან აგვიანებდა, უქმეებზე სადღაც მიდიოდა და გვიან ბრუნდებოდა. ალბათ შეყვარებული გაიჩინა, უხაროდა ელენეს, ის ხომ უკვე 35 წლის იყო. ელენე მოუთმენლად ელოდა, თუ როდის გააცნობდა ირაკლი თავის მომავალ ცოლს. ეს დღეც დადგა.
ირაკლის რჩეულს ანა ერქვა. ის ძალიან თავდაჯერებული ქალი იყო, რომელიც ირაკლიზე 10 წლით უფროსი იყო. ამის მიუხედავად, ის ძალიან მოვლილი იყო და ახლგაზრდა გოგოს ჰგავდა. ვერ იტყოდით, რომ 45 წლის იყო. ისევე როგორც ყველა დედამთილს, არც ელენეს მოსწონდა ის, რომ ანა მის სახლში უფროსობდა. ქალი ცდილობდა, რომ თავი შეეკავებინა, თუმცა ამაოდ.
ცოტა ხნის შემდეგ ისინი დაქორწინდნენ და ანამ, პირველ რიგში, სხვის სახლში საკუთარი წესების დაწესება დაიწყო. მან თავისი ოთახის კარზე კლიტე დააყენა და საერთო მენიუდან გამორიცხა მავნე საკვები, ანუ ელენეს ნამცხვრები და ბლინები, რაც ასე ძალიან უყვარდა ირაკლის. მან ეს იმით ახსნა, რომ თავად მავნე საკვებს არ მიირთმევდა და არც სხვას უნდა ეჭამა.
ანა დაფეხმძიმდა. ამ სიახლეს ყველა უნდა შეერიგებინა და სიტუაცია გამოესწორებინა, და ელენესაც, რა თქმა უნდა, გაუხარდა, რომ მალე შვილიშვილები ეყოლებოდა. ბავშვის დაბადების შემდეგ ბებიას ბავშვთან თამაშის უფლებას იშვიათად აძლევდნენ. ანას აზრით, მან უკეთ იცოდა, როგორ უნდა აღეზარდა იგი. ელენე ცდილობდა თავადაც მიეღო მონაწილეობა ბავშვის მოვლაში, მაგრამ რძალი ამბობდა, რომ ის მას მხოლოდ გაანებივრებდა. ამ სიტუაციაშიო ყველაზე საწყენი ის იყო, რომ ელენეს ბიჭი მთლიანად თავის ცოლს ემხრობოდა.
ცოტა ხნის შემდეგ ანა მეორედ დაფეხმძიმდა და დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ ელენეს ცოტა ხნით ნაქირავებ ბინაში უნდა ეცხოვრა, რადგან ერთ ბინაში ვიწროდ იქნებოდნენ. ქალმა ამ საკითხზე ბევრი იფიქრა, რადგან არც თუ ისე სახარბიელო წინადადება იყო, მაგრამ შვილის სიყვარულისა და პატივისცემის გამო, მაინც დათანხმდა. მან გადაწყვიტა, რომ მათთვის ხელი არ შეეშალა.
ნაქირავებ სახლში დროებით ცხოვრება უკვე 2 წლის მანძილზე გრძელდება და ვინ იცის, კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება. კიდევ კარგი, რომ ირაკლის სიდისი ჰყოფნის და ქირის ფულს იხდის, თუმცა ეს მისმა ცოლმა არ იცის.
თავის შვილიშვილებს ელენე ძველებურად იშვიათად ხედავს და მათთან ურთიერთობა აკლია. და საერთოდაც, ის მიაგდეს, როგორც უსარგებლო ნივთი…
ელენე მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როდესაც რაღაც სჭირდებათ. მაგალითად, როდესაც ანას სადმე წასვლა სჭირდება, ელენს სთხოვენ, რომ ბავშვები დაიტოვოს. ასე მას შვილიშვილებთან დროის გატარების საშუალება მაინც ეძლევა.
წარმოიდგინეთ, რამდენად კეთილი ქალია, რომ ასეთ საქციელს ითმენს. ირაკლის ოჯახის ამბები მას ძალიან აღელვებს, მაგრამ მას ჩარევა არ სურს, სხვაგვარად კი, მან არ იცის, როგორ მოაგვაროს ეს არაორდინალური და ჩახლართული სიტუაცია.