მაღაზიებში სიარული თავისთავად დამღლელია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რამდენიმე კვირის სამყოფ პროდუქტებს ყიდულობ. ხანდახან ხდება, რომ სახლში ყველაფერი ერთად ვერ შეგაქვს და თუ რაიმე დიდი ზომის საგანი გაქვს ნაყიდი, მაშინ ყველაფრის ერთდროულად შეტანა შეუძლებელი ხდება. სახლში ყველაფრის ერთდროულად შეტანა უბრალოდ არარეალურია, ყოველ ჯერზე შესასვლელი კარის ჩაკეტვა და გაღება კი ძალიან გამაღიზიანებელი. ამიტომ, სამომავლოდ, თქვენი საყიდლების სიას რეზინიც დაამატეთ.
პაპარაცის დღევანდელ სტატიაში შემოსასვლელი კარის დაფიქსირების უნიკალურ იდეას გაგიზიარებთ! პროდუქტების შემოტანისას, ყოველ ჯერზე გასვლისას კარს ფართოდ გამოღებულს ხომ არ დატოვებთ? უბრალოდ მიხურული კარი კი შეიძლება ნებისმიერ მომენტში ავტომატურად ჩაიკეტოს. ამიტომ, მოხერხებულმა დიასახლისებმა თავიანთი მეთოდი გაგვიზიარეს. თქვენ დაგჭირდებათ ჩვეულებრივი თხელი რეზინი ან საკანცელარიო რეზინი.
თხელი რეზინი
დამეთანხმებით, რომ ასეთ რეზინები ყველას უხვად გვაქვს კომოდის უჯრებში და, როგორც წესი, უსაქმოდ დევს. დროთა განმავლობაში ისინი ფუჭდება და გადასაყრელი ხდება. დროა ისინი სხვა მიზნებისთვის გამოვიყენოთ. ახლა აღარ დაგჭირდებათ კარის გაღება ყოველ ჯერზე, თუ სახლიდან ერთი წუთით გასვლა მოგიწევთ მორიგი ჩანთის შემოსატანად. გარდა ამისა, არ მოგიწევთ იმაზე ნერვიულობა, რომ ვიღაც ღია კარს დაინახავს და ბინაში შემოიპარება.
ეს მეთოდი უნივერსალურია და შესაფერისია ნებისმიერი კარისთვის და ნებისმიერი საკეტისთვის. უნდა აიღოთ რეზინი და მისი ერთი ბოლო უნდა ჩამოაცვათ კარის სახელურს შიგნიდან, შემდეგ ჯვარედინად უნდა გადაატრიალოთ. მიღებული რგოლი, კარის გარეთა სახელურს უნდა ჩამოაცვათ. გადაჯვარედინებული ნაწილი ზუსტად იმ ადგილას უნდა მოხვდეს, სადაც საკეტის ენა მდებარეობს. ამრიგად, ის დაფიქსირდება და რეზინი არ მისცემს მას მოძრაობის შესაძლებლობას.
ამ მეთოდის გამოყენება დაგეხმარებათ, რომ შეუფერხებლად დახუროთ კარი გასაღების გამოყენების გარეშე და არ შეგეშინდეთ, რომ კარი ჩაიკეტება. შეგიძლიათ მშვიდად გახვიდეთ დარჩენილი ჩანთების შემოსატანად და არ ინერვიულოთ იმაზე, რომ კარი ღიაა. მაშინაც კი, თუ ორპირი ქარის გამო კარი დაიხურება და თქვენ ამ დროს გასაღები თან არ გექნებათ, აღარ დაგჭირდებათ ოსტატის გამოძახება და საკეტის გამოცვლა.
ზოგადად, თმის ან საკანცელარიო რეზინებს შეიძლება საკმაოდ ფართო გამოყენება ჰქონდეს საყოფაცხოვრებო პირობებში. მათი დახმარებით შეგიძლიათ გახსნათ ქილები, რომელთაც სრიალა თავსახურები აქვთ. უბრალოდ ჩამოაცვით რეზინი ქილის თავსახურს და ნაზად გადაატრიალეთ იგი. თქვენ აღარ გჭირდებათ დიდი ძალისხმევის დახარჯვა ქილის გასახსნელად და არც რაიმე რთული მეთოდის მოფიქრება. ასევე, თუ მინის ქილას რეზინს ჩამოაცვამთ, აღარ გექნებათ იმის შიში, რომ ის ხელიდან გამოცურდება და გატყდება. სამზარეულოში დიასახლისები ძალიან ხშირად გამოიყენებენ რეზინს და საკმაოდ უჩვეულო მეთოდებით.
საკანცელარიო რეზინები შეგიძლიათ გამოიყენოთ სტუმრების ჭიქებისთვის. შეგიძლიათ თითოეულ ჭიქას სხვადასხვა ფერის რეზინა გაუკეთოთ და ყველა სტუმარს ზუსტად ეცოდინება მისი ჭიქა რომელია. აღარ შეიქნება ის უსიამოვნო სიტუაციები, როდესაც ვიღაც შეცდომით სხვის სასმელს სვამს. სტუმრები კი უფრო მოდუნებულები იქნებიან და აღარ მოუწევთ იმაზე ფიქრი, თუ სად დადეს თავიანთი ჭიქა.
ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი რჩევები გამოგადგებათ და ცოტათი მაინც გაგიადვილებთ ცხოვრებას.