ჩემმა ქალიშვილმა დამირეკა და ისევ იმ თემაზე წამოიწყო საუბარი, მაგრამ მე უკვე მიღებული მაქვს გადაწყვეტილება, რომელიც მას, სავარაუდოდ, არ მოეწონება 

863

სამწუხაროა იმის გაცნობიერება, რომ ოჯახში არასასურველი ბავშვი დაიბადა. ზოგჯერ ხდება ხოლმე, რომ მშობლები უარს ამბობენ საკუთარ შვილზე, რადგან მათ სრულიად სხვანაირი ცხოვრება უნდათ. ასე მოიქცა მარინა, ქალი, რომელიც შემთხვევით დაორსულდა. თუ რა ბედი ეწია მის პატარა გოგონას, ამის შესახებ პაპარაცის დღევანდელ სტატიაში წაიკითხეთ.

არასასურველი ბავშვი 

ჩემი ქალიშვილი მარტომ გავზარდე. ჩემი ყოფილი ცოლისთვის ეს ტვირთი ძალიან მძიმე აღმოჩნდა. ჩემი გოგონა მისთვის არასასურველი ბავშვი იყო, რომელზედაც მან უარი მშობიარობისთანავე განაცხადა. მას ორსულობის შეწყვეტაც უნდოდა, მაგრამ მე და დედამისმა როგორმე შევძელით მისი გადარწმუნება. სამწუხაროა, რომ საბოლოო შედეგზე ამან გავლენა არ იქონია.

მე მივიღე ჩემი მეუღლის არჩევანი და ჩვენ ერთმანეთს დავშორდით. მას შემდეგ იმას ვსწავლობდი, როგორ ვყოფილიყავი კარგი მამა. მეჩვენებოდა, რომ ეს არც თუ ისე ცუდად გამომდიოდა. მარინა გაიზარდა და უმაღლესი განათლება მიიღო. ის ძალიან გონიერი გოგონა იყო. შემდეგ მის ცხოვრებაში პირველი ბიჭი გამოჩნდა.

მე და გიორგის ურთიერთობა თავიდანვე არ აგვეწყო. მე წინააღმდეგი არ ვიყავი, რომ ურთიერთობა გაგვეუმჯობესებინა, მაგრამ მას არ უნდოდა. შედეგად, ჩემი შვილი გამიუცხოვდა. თითქმის აღარ ვესაუბრებოდით ერთმანეთს, ადრე კი ის ნებისმიერ წვრილმანს მიზიარებდა.

ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როდესაც მარინა ჩემთან ორსულობის ტესტით მოვიდა. ის მაშინ 22 წლის იყო და შვილის გაჩენა არ უნდოდა. მე კი მესმოდა, რა რისკები ელოდა, თუ აბორტს გაიკეთებდა. მასზე ზეწოლა არ მინდოდა, უბრალოდ მას ყველაფერი ავუხსენი და ვუთხარი, რომ მის ნებისმიერ არჩევანს მივიღებდი.

მარინამ ბავშვის გაჩენის გადაწყვეტილება მიიღო. გიორგიმ, რა თქმა უნდა, ის მაშინვე მიატოვა. ეს მოსალოდნელიც იყო. ახლა ჩვენს ოჯახში კიდევ უფრო მეტი საზრუნავი გაჩნდა. პირველ ხანებში ჩემს ქალიშვილს მე ვეხმარებოდი, მაგრამ ის მარტოც ძალიან კარგად ართმევდა თავს დედობას. მე მივხვდი, რომ მას უფრო მეტად ვუშლიდი, ვიდრე ვეხმარებოდი.

მარინამ დისტანციური სამსახური იპოვა და ბავშვს ზრდიდა. 4 წლის შემდეგ წასვლა გადავწყვიტე. ქალაქის ბინა მარინას დავუტოვე, თავად კი სოფელში გადმოვედი. აქ პატარა სახლი და ნაკვეთი მაქვს. ადრე აქ დასასვენებლად ჩამოვდიოდი, ახლა კი ვცხოვრობ. უბრალოდ, მე მესმოდა, რომ ხელს ვუშლიდი მარინას, რომ თავისთვის ვინმე ეპოვნა. მინდოდა, რომ ჩემს შვილს პირადი ცხოვრება აეწყო. მე მისთვის ბედნიერება მსურდა. ვინ იფიქრებდა, რომ ყველაფერი ასე მოხდებოდა!

ღალატი

საქმე ისაა, რომ მარინამ ვიღაც მამაკაცი გაიცნო. მე მასზე ბევრი არაფერი ვიცი. მხოლოდ ის ვიცი, რომ ის ჩემს ქალიშვილზე 10 წლით უფროსია. ის ბინით და მანქანით უზრუნველყოფილია, სერიოზული ადამიანია, შეძლებული. მე მეჩვენებოდა, რომ ის იდეალური იყო მარინასთვის, იმის გათვალისწინებით, რომ მას შვილი ჰყავს. მარინა კი ასე არ თვლის. უფრო სწორედ, ყველაფერი ასეა, მაგრამ არის ერთი ნიუანსი.

ბოლო დროს შევნიშნე, რომ მარინას ჩემი შვილიშვილი ჩემთან ძალიან ხშირად მოჰყავს. ის უკვე 7 წლის არის, სკოლაში დადის. ახლა მას სწავლა ძირითადად დისტანციურ რეჟიმში აქვს და ამიტომ, მარინამ ჩემთან ინტერნეტი შემოაყვანინა, ანა კი აქ სწავლობს და ისვენებს. ამაში ცუდს არაფერს ვხედავდი, რადგან ჩემს შვილიშვილთან დროის გატარება ძალიან მიყვარს.

ცოტა ხნის წინ ჩემმა შვილმა დამირეკა და მითხრა, რომ ანა მთელი ზაფხულის მანძილზე ჩემთან დარჩება. ეს არ მომეწონა. რაც იმ მამაკაცმა და მარინამ ერთად დაიწყეს ცხოვრება, მას შემდეგ ბავშვი ძალიან ხშირად ჩამოჰყავდათ ჩემთან და მისი დატოვების პერიოდი ყოველ ჯერზე სულ უფრო იზრდებოდა.

გადავწყვიტე, რომ მარინას დავლაპარაკებოდი და ყველაფერი გამერკვია. აღმოჩნდა, რომ ანას სრულიად არ შეეძლო საერთო ენის გამონახვა პოტენციურ მამინაცვალთან. ჩემი ქალიშვილი ამ ყველაფერს აღელვებული აღწერდა, შემდეგ კი მითხრა: “მამა, მოდი ანა შენთან დარჩეს საცხოვრებლად. მე და ნიკას ჩვენი შვილების გაჩენა გვინდა”.

კიდევ ერთი არასასურველი ბავშვი

რანაირად აღვზარდე! დედამისი ნორმალურად არც კი უნახავს, მაგრამ მაინც მას დაემსგავსა. იმ მომენტში მეტყველების უნარი წამერთვა. გადაწყვეტილების მიღება რთული იყო, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. როდესაც მარინამ შემდეგ ჯერზე დამირეკა, მე უკვე ვიცოდი, რის თქმა უნდოდა და ამ საუბრისთვის წინასწარ მოვემზადე.

მე ვუთხარი, რომ ანას დავიტოვებდი, მაგრამ ჩვენ ქალაქის ბინაში ვიცხოვრებდით. ბავშვი არ უნდა დაზარალდეს დედის ახირების გამო. მან ამის გამო სკოლა არ უნდა გამოიცვალოს და მეგობრებს არ უნდა დაემშვიდობოს. მარინამ და თავისმა შეყვარებულმა კი, რაც უნდათ, ის გააკეთონ.

მარინას ძალიან ეწყინა. ამ საქციელის შემდეგ მამას აღარ მეძახის. ამავდროულად, ის საკუთარ დანაშაულს არ გრძნობს. ის თვლის, რომ ანას დაბადება ჩემი ბრალია, რადგან მე დავარწმუნე, რომ ბავშვი გაეჩინა. არ ვიცი, როგორი ურთიერთობა უნდა გვქონდეს, ამ ყველაფრის შემდეგ. ამ ქვეყნად ყველაზე მეტად ჩემი შვილიშვილი მეცოდება, ის ხომ სრულიად უდანაშაულოა!

ცხოვრებისეული სიბრძნე: რას გვასწავლის ეს ისტორია? 

ზოგჯერ ცხოვრებისეულ გაკვეთილებს ადამიანები პირველივე ჯერზე ვერ ითვისებენ. ამ ისტორიის მთავარი გმირი ორჯერ აღმოჩნდა ერთსა და იმავე სიტუაციაში. რთული წარმოსადგენია, თუ რას განიცდის ის ამის გამო, რადგან ახლა მას მოუწევს, რომ შვილიშვილიც მარტომ გაზარდოს. ძალა და მოთმინება მას!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს