ნათლიამ გვაჩვენა გერანის დაფესვიანების მეთოდი, ფესვები ფუნჯივით იზრდება. სამწუხაროა, რომ ამის შესახებ აქამდე არ ვიცოდი

415

რამდენიმე წლის წინ, მარიმ, ჩემი ქალიშვილის ნათლიამ, მაჩვენა, თუ როგორ უნდა დავაფესვიანოთ გერანი (ბალბა). მას შემდეგ ამ სწრაფ და ეფექტურ მეთოდს გამოვიყენებ. ფესვები სქელ ფუნჯებად იზრდება მისი კალმის გარშემო.

როგორ დავაფესვიანოთ გერანი

იმისთვის, რომ წყალში დაფესვიანება წარმატებით წარიმართოს, დაიცავით რამდენიმე მარტივი წესი. ზოგჯერ ხდება, რომ იწყება ლპობა, ფესვები სუსტია და იშვიათი, ამიტომ უმჯობესია, რომ თავიდან აიცილოთ ეს უსიამოვნო მოვლენები. ეს მაშინ გამოვა, როდესაც მარის მეთოდის შესახებ გეცოდინებათ. სხვათა შორის, მან თავადაც ინტერნეტში იპოვნა ეს მეთოდი.

პირველ რიგში, აუცილებელია გქონდეთ მინერალი ცეოლითი და ფესვის სტიმულატორები: აუქსინი ან ფიტოკლონი. აუცილებელია ასევე სოკოს საწინააღმდეგო და ბაქტერიოციდული საშუალებების გამოყენებაც. შეგიძლიათ გამოიყენოთ ფიტოსპორინი ან მისი ანალოგები.

ფიტოსპორინის სამუშაო ხსნარი პასტის ერთი ნაწილისა და წყლის ორი ნაწილისგან მზადდება. მაგალითად, 1 გრამი პასტა 2 გრამ/მლ წყალზე. გამოგადგებათ ელექტრონული სასწორი და ორ გრამიანი შპრიცი. ჩაის კოვზში არის 3-3,5 გრამ ფხვნილი, მაგრამ პასტის რაოდენობა უცნობია. ასე რომ, საჭიროა სასწორი! მით უმეტეს, რომ სასწორი სამზარეულოშიც აუცილებელია.

როგორ დავაფესვიანოთ გერანი: ვაგრძელებთ მზადებას:

ფიტოსპორინის ხსნარი უნდა მომზადდეს დამუშავებამდე 1-2 საათით ადრე, რათა გააქტიურდეს ბაქტერიები, რომლებიც სოკოებსა და პათოგენურ ბაქტერიებს ანადგურებს. წყალი უნდა იყოს წყაროს წყალი, გაფილტრული ან ჩამოსხმული სასმელი წყალი, მაგრამ არა ქლორირებული.

წყალი უნდა აადუღეთ და გააგრილოთ. რატომ? იმისათვის, რომ ის უფრო რბილი გახდეს და მავნე ბაქტერიები მოშორდეს. ამ შემთხვევაში დალპობის რისკი ნულს გაუტოლდება.

გავიდა საჭირო დრო? სეკატორის პირებს ფიტოსპორინით ამუშავებთ ფუნჯის მეშვეობით, ელოდებით 20 წუთს და ამზადებთ კალმებს, ტოვებთ ღეროებს სამიდან ათ სანტიმეტრამდე. სეკატორის მსგავსად, ფიტოსპორინით ღეროების მონაკვეთებსაც ამუშავებთ. კალმებს ზედმეტი ფოთლებისა და კვირტებისგან ათავისუფლებთ.

ვამზადებთ ჭიქებს: თითოეულის ძირში 3-4 ცალ ცეოლითის ქვას ვყრით და გაცივებულ ადუღებულ წყალს ვასხამთ. ცეოლითი ბერძნულად ნიშნავს “მდუღარე ქვას”, ამიტომ ის წყალში ბუშტებს გამოყოფს. თუ ასე არ მოხდება, მაშინ ის ყალბია.

და კიდევ, ნამდვილი ცეოლითი თიხად არ გადაიქცევა. ეს მინერალი აუცილებელია. ამ ეტაპზე ის ფესვთა სისტემის დაავადებებს შეუშლის ხელს. ხოლო როდესაც ამ მინერალს ნიადაგს დაამატებთ იგი მის გაფხვიერებას, ჟანგბადით გაჯერებას, ჭარბი ტენის შთანთქმას და აორთქლების შენელებას შეუწყობს ხელს. ის ერთგვარ ბალანსს ქმნის.

შემდეგ ჭიქებში, სადაც წყალი და ცეოლითია ორ-ორ წვეთ ფიტოკლონს აწვეთებთ. ეს არის ფესვის კარგი სტიმულატორი. ჭიქებს აწერთ სახეობას და თარიღს და თბილ და ნათელ ადგილას ათავსებთ.

სითბო და სინათლე

ამ ფაქტორების ნაკლებობა ან სიჭარბე უარყოფითად მოქმედებს ფესვთა სისტემის განვითარებაზე. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ოპტიმალური ტემპერატურაა 25-28°C-ია. თუ ამინდი ფუჭდება ან ფანჯრებში ნაკლები სინათლე შემოდის, ჭიქები მინიმუმ 18 ვატი სიმძლავრის ფიტონათურების ქვეშ უნდა მოათავსოთ, თუმცა 50-100 ვატის ფოტონათურები ბევრად უკეთესი იქნება.

დაფესვიანების პროცესი მაშინვე დაიწყება. 7–10 დღის შემდეგ გერანის კალმები ჯუჯების სქელ წვერებს დაემსგავსება, რომელთაც თითქოს დალაქი არასდროს უნახავთ… მიწაში გადარგვისას, ქოთნის ძირში მოცულობის დაახლოებით მეოთხედ ნაწილში დრენაჟი ჩაყარეთ (კერამზიტი, თიხის ნატეხები, ნახშირი), შემდეგ კი ტორფის, გრუნტის და ქვიშის ნარევი. ცეოლითის ათიოდე კენჭიც ჩაყარეთ. დარწმუნდით, რომ არ არის ლპობის ნიშნები, ობი ან მწერები. თუ ყველაფერი რიგზეა, კალმები ჩარგეთ მიწაში.

ქოთნები შეიძლება სხვადასხვა მასალისგან იყოს დამზადებული, მათ შორის პლასტმასისგან. პლასტმასის შემთხვევაში აუცილებლად უნდა იყოს თეთრი ფერის, რათა თავიდან იქნას აცილებული მცენარეების გადახურება. თუ ძველ ქოთნებს გამოიყენებთ, მაშინ უნდა გარეცხოთ და დეზინფექცია ჩაუტაროთ გერანის დარგვამდე ერთი დღით ადრე.

კიდევ ერთი საიდუმლო

გერანს არ უყვარს ზედმეტი წყალი., ამიტომ ტენიან ნიადაგში გადარგეთ და არ მორწყოთ ხუთი დღის განმავლობაში. ხუთი დღის შემდეგ, მორწყეთ ადუღებული ნადგამი წყლით, მონოკალიუმის ფოსფატის დამატებით (1 გრამი – 1 ლიტრ წყალზე). მონოკალიუმის ფოსფატით მორწყვა გაიმეორეთ მხოლოდ ერთხელ, 7-10 დღის შემდეგ. შემდეგ, ორი კვირის განმავლობაში, კვებეთ მცენარეები აზოტით ან ბიოჰუმუსით, ფესვის სტიმულატორის მონაცვლეობით.

მალე თქვენი შრომა ჯადოსნურ ჯილდოს დაიმსახურებს – აყვავებულ კაშკაშა ყვავილებს.

ამბობენ, რომ გერანი სახლში ყველა ოთახში კარგია. მისაღებ ოთახში, ის მშვიდ მეგობრულ ატმოსფეროს შექმნის; საძინებელში რომანტიკულ განწყობას შეგიქმნით და ჯანსაღ ძილს შეუწყობს ხელს; საბავშვო ოთახში გამოძინებას შეუწყობს ხელს და შემოქმედებითობას გაზრდის; სამზარეულოში კი – საჭმლის მონელებას გააუმჯობესებს.

და ამ ყველაფერთან ერთად გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ არ გვისაუბრია გერანის სამკურნალო თვისებებზე, რომელთა დათვლაც შეუძლებელია…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს