ჭარბი წონის დაკლება ყოველთვის მარტივი არაა, მაგრამ მეცნიერება შემდეგს ირწმუნება: ჯანსაღი კვება და რეგულარული ფიზიკური ვარჯიში ხშირ შემთხვევაში გახდომაში დაგეხმარებათ.
თანამედროვე დიეტოლოგები პრაქტიკულად ყველას ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში ეხმარებიან, სპეციალურად მათთვის კვების პროგრამას და ინდივიდუალურ სავარჯიშო რეჟიმს ადგენენ.
თუმცა ყოველთვის ასე არ იყო. ცოტა ხნის წინ გასახდომად ისეთ მეთოდებს იყენებდნენ, რომლებიც წამების მოყვარულ მანიაკებსაც კი გააოცებს. ზოგიერთი მათგანი ადამიანებს რამდენიმე კილოს დაკლებაში ნამდვილად ეხმარებოდა, მაგრამ ისეთი გვერდითი ეფექტი ჰქონდა, რომ ადამიანი შეიძლება კუბოში აღმოჩენილიყო. ეს ამად ღირდა?
„რამდენიმე ლენტისებრი ჭია გადაყლაპეთ და თქვენი კილოგრამები გაქრება“ – სწორედ ასე ამბობდა ვიქტორიანული ეპოქის დიეტოლოგი. თეორიაში პარაზიტი ორგანიზმში იზრდებოდა და ადამიანის მიერ ნაჭამ საკვებს ჭამდა. ასე ადამიანი უჭმელობით წონაში იკლებდა. შემდეგ პაციენტს აბებს აძლევდნენ და ჭიებს კლავდნენ.
ოდესმე ექიმი ჰარვი კელოგის შესახებ გსმენიათ? ის მარცვლეულის გაშენებით იყო დაკავებული და რამდენიმე მარცვლეულის კულტურა დაარსა კიდეც. ასევე წონაში დასაკლებად ახალ მეთოდებზეც მუშაობდა.
ექიმი სანატორიაში მუშაობდა, სადაც ადამიანებს ჭარბ ცხიმს ჰიდრო- და ელექტროშოკური თერაპიის დახმარებით აშორებდა. ასევე თავისი იოგურტის ოყნით ცნობილი გახდა. რძის მჟავა პროდუქტით ნაწლავებს ავსებდნენ, რომ „ნაწლავების ჯანსაღი მიკროფლორა შეექმნათ“.
როგორ ფიქრობთ, რა დაემართება ადამიანს, რომელიც დარიშხანს მიირთმევს? როგორც მინიმუმ, მას თავის ტკივილი, დიარეა და კუნთების სპაზმი შეაწუხებს. უარეს შემთხვევაში წინაპრების ნაადრევად ნახვა მოუწევს. ვიქტორიანულ ეპოქაში დიეტოლოგები წონაში გახდომის მსურველებს ჯადოსნურ კაფსულებს სთავაზობდნენ, რომელიც დარიშხანით იყო სავსე. დოზა სასიკვდილო არ იყო, მაგრამ სულელი ხალხი ზოგჯერ რამდენიმე კაფსულას ერთად სვამდა. შედეგი ცხადია.
ჰორაცი ფლეტჩერს თავისი დიეტური მეთოდის გამო მეტსახელი „დიდი მღეჭავი“ შეარქვეს. ის ადამიანს გემოს გასვლამდე ნებისმიერი საკვების კარგად დაღეჭვას (32-ჯერ) და შემდეგ გადმოფურთხებას ურჩევდა. დიეტოლოგი ხალხს სთავაზობდა, რომ საჭმლის გემოთი სიამოვნება მიეღოთ, მაგრამ ეჭამათ ის, რაც წონაში დაკლებას ხელს უწყობდა.
მე-20 საუკუნის 20-იან წლებში სიგარეტები ძალიან პოპულარული იყო. თამბაქოს კომპანიის უფროსები ჯიბეებს ივსებდნენ, მაგრამ იმდენად ხარბები იყვნენ, რომ კიდევ უფრო მეტად გასამდიდრებლად მარკეტინგული ხრიკი მოიფიქრეს.
მარკეტოლოგები ირწმუნებოდნენ, რომ მწეველებს შიმშილის გრძნობას ნაკლებად აწუხებდათ. ასე, ფუნთუშის ჭამის ნაცვლად სიგარეტის მოწევას გირჩევდნენ.
იმ დროში გაჩნდა გიჟური მითი, რომ აუდიოჩანაწერის მოსმენით ადამიანები წონაში იკლებდნენ. უოლეს როჯერსონი ფირფიტებს მელოდიებით ყიდდა, რომლის მოსმენითაც ადამიანი ჭარბ წონას იშორებდა. სასაცილოა, არა? არადა წარწერა ასეთი ჰქონდა: „უბრალოდ გვენდეთ“.
ეშმაკი დიეტოლოგები ხალხს ზედმეტი კილოგრამების მოშორებას რეზინის კორსეტის დახმარებით სთავაზობდნენ. „დაე, მათ საქმე თქვენს ნაცვლად გააკეთონ“ – ამბობს ამ ნაწარმის რეკლამა. რეზინა ადამიანს სხეულს კრავდა და ვიზუალურად უფრო გამხდარს აჩენდა.
კანი ვერ სუნთქავდა, რის გამოც მისი მატარებელი ძლიერ ოფლიანდებოდა. ღირს კი იმის თქმა, რომ რამდენიმე კილოგრამის დაკლება ჯანმრთელობის ფასად არ ღირს?
საპნის La-Mar Reducing Soap-ის რეკლამაში ღიმილით ამბობდნენ: „ჩამოიბანეთ ცხიმები და წლები. ეს ჯადოქრობაა, რომელიც ორმაგ ნიკაპს, მუცლის და გვერდების ცხიმს მოგაშორებთ“. ნამდვილად?
ადამიანები დაუფიქრებლად მაღაზიებში გარბოდნენ და სასოწარკვეთით იბანდნენ და იმედი ჰქონდათ, რომ რამდენიმე კილოგრამის ჩამორეცხვას შეძლებდნენ.
გასახდომი სალონები რაღაც ცხოველების კამერებს ჰგავდა. ასეთ შენობებში მოწყობილობები იყო, სადაც მსხვერპლს სვამდნენ. შლანგები წნევის ძალით სხეულის მასაჟს აკეთებდნენ და ასე თითქოს ცხიმის წვას ხელს უწყობდნენ. ეფექტი პრაქტიკულად ნულოვანი იყო, ამიტომ მოწყობილობები მოდიდან მალე გადავიდა.
70-იან წლებში სამყაროში მოდური მუსიკა და ტანსაცმელი და კიდეც ასეთი წარმოუდგენელი შორტი-საუნა იყიდებოდა. სერიოზულად, ეს პორტატული საუნაა, რომლითაც ზოგიერთი უცნაური ადამიანი ქუჩაში დადიოდა. უფრო მეტიც, აპარატი ძალიან მოუხერხებელი იყო და საშინლად გამოიყურებოდა და ამასთან არაფერს აკეთებდა.
ასევე აღსანიშნავია სრულად უსარგებლო აპარატები ვიბრაციული ქამრებით. ადამიანებს ქამრებს იმ ადგილას უკეთებდნენ, სადაც მათ ცხიმის დაწვა სურდათ და სასწაულს ელოდნენ. სჯობდა ეს დრო სირბილზე დაეხარჯათ.
ამ გიჟურ აღლუმს მზის აბაზანების და სუნთქვის ვარჯიშების მეთოდები ასრულებს. ინდოელი ჰიტო მარან რადეკი გახდომის მსურველებს მზის სხივებით კვებას და სუნთქვის ტანვარჯიშით დაკავებას სთავაზობდა.
ფიქრობთ, რომ ამ გენიალური თეორიის მიღმა ფიტოსინთეზი იმალება? ბანალური უარი საკვების მიღებაზე. ამ ადამიანს პათოლოგიური განვითარება ჰქონდა, რომელიც საშუალებას აძლევდა დიდხანს არ ეკვება. ვფიქრობ, რომ ჩვეულებრივი ადამიანებისთვის ამ მეთოდის ცდა არ ღირს.
ჯერ კიდევ გჯერათ მარკეტოლოგების და დიეტოლოგების, რომლებიც მინიმალური ძალისხმევით სასწაულებრივად გახდომას გთავაზობენ? გაოცებული ვარ, ადამიანები სხვადასხვა თაღლითებს და მათ უცნაურ მეთოდებს როგორ ენდობოდნენ.