გაზაფხული მოვიდა და უამრავი ადამიანი საცხოვრებლად აგარაკზე გადადის. სუფთა ჰაერი, ფიზიკური დატვირთვა, საკუთარი მოსავალი – ეს ყველაფერი ძალიან შთაგაგონებს და გახარებს. ზამთრის პერიოდში უამრავი აგარაკი დაკეტილია და სითბოს ელოდება. სწორედ ამ პერიოდში იქცევა ისინი პატარა მღრღნელების თავშესაფრად, რომლებიც სითბოსა და საკვების ძებნაში სახლის ბზარებში შედიან. რა თქმა უნდა, არავის უხარია გაზაფხულზე სახლში ახალი მაცხოვრებლის აღმოჩენა, განსაკუთრებით თუ ეს თაგვია.
თაგვები აგარაკზე შეიძლება იყვნენ წლის ნებისმიერ პერიოდში. მათ ძალიან კარგად აქვთ განვითარებული ყნოსვა და ამიტომ ისინი შესანიშნავად გრძნობენ, რომელ სალში არის გემრიელი საკვები. ისინი პრაქტიკულად ყველაფერს ჭამენ, რის დაღრღნაც შეიძლება. როგორ უნდა ვებრძოლოთ მათ? ამის შესახებ პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გიამბობთ!
თაგვები აგარაკზე
იმის დადგენა, რომ სახლში თაგვი გაჩნდა, ძალიან მარტივია. ის დღისით სახლში შეიძლება არც გამოჩნდეს. ყველაზე მარტივად ამის დადგენა მისი ექსკრემენტების მიხედვით შეიძლება. ის მათ მთელ თავის მარშრუტზე ტოვებს. გარეგნულად ის ბრინჯის მარცვლებს წააგავს, მაგრამ შავი ან ყავისფერია. თუ სახლის რომელიმე ნაწილში უფრო მეტია, ვიდრე სხვაგან, ეს იგი, იქვე ახლოს თაგვის სოროა.
კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ სახლში თაგვია, ეს არის პატარა ნაკბეჩის ნიშნები ყველაფერზე, რაზეც კვალი რჩება. ეს შეიძლება იყოს გაზეთები, მუყაოს ყუთები, ხე, სანთელი, საპონი. შესაძლოა დაღრღნილი დაგხვდეთ ფაფების ან მარცვლეულის ყუთები. ერთი სიტყვით, ყველაფერზე, რის დაღრღნაც შეიძლება, დამახასიათებელი კვალი იქნება.
და, რა თქმა უნდა, ღამის ხმაური. თაგვები ღამის ცხოველები არიან და ამიტომ საკვების ძებნას მზის ჩასვლის შემდეგ იწყებენ. ასე რომ, თუ ფხიზელი ძილი გაქვთ, აუცილებლად გაიგონებთ კუთხეში მათ ხმაურს.
როგორ ვებრძოლოთ თაგვებს
როგორ ვებრძოლოთ ამ დაუპატიჟებელ სტუმრებს? პაპარაცის რედაქცია უსაფრთხო მეთოდს გთავაზობთ, მათთან საბრძოლველად. ის სრულიად უსაფრთხოა ადამიანისთვის და შინაური ცხოველებისთვის, თაგვები კი თქვენი სახლიდან ძალიან შორს გაიქცევიან.
ეს მეთოდი ნაკლებად არის ცნობილი, მაგრამ თავისი ეფექტურობის წყალობით ის სულ უფრო პოპულარული ხდება. საჭიროა, რომ სახლში სურნელოვანი მცენარეები დაალაგოთ. ასეთ მცენარეებს მიეკუთვნება: პიტნა, აბზინდა, გვირილა, ქინძი. ასევე გამოდგება მცენარე ძაღლის ენა და ველური როზმარინი.
მცენარეები შეიძლება იყოს, როგორც მშრალი, ასევე ახალი. მათი არომატი ერთნაირ გავლენას ახდენს თაგვებზე და ისინი ტოვებენ სახლს. თუ რაღაც პერიოდის შემდეგ თაგვები ისევ დაბრუნდებიან, მაშინ შეგიძლიათ ეს მცენარეები სახლის ირგვლივ გააშენოთ. ამგვარად, ერთგვარი ბარიერი შეიქმნება, რომლის გადმოლახვასაც თაგვები ვერ შეძლებენ.
თაგვი სახლში – ყოველთვის არასასიამოვნო მოვლენაა, მაგრამ არც ცოცხალი არსების განადგურებაა კარგი. ამიტომ ეს ჰუმანური მეთოდი ცხოველთა დამცველებს და ველური ბუნების მოყვარულებსაც ძალიან მოეწონათ.
ჩვენი გუნდიც ასევე მომხრეა გონივრული დამოკიდებულებისა ველური ბუნების მიმართ. ვიმედოვნებთ, რომ აგარაკზე თაგვებთან ბრძოლის ეს მეთოდი თქვენც მოგეწონებათ.