გადარგვის შემდეგ პომიდორი ამ ნარევით მორწყეთ და შედეგს მაშინვე დაინახავთ: ძლიერი ფესვები და უხვი მოსავალი 

1086

პომიდვრის კარგი მოსავლის მიღება სულ უფრო რთულდება, რადგან ყოველწლიურად მცენარე უფრო მგრძნობიარე ხდება დაავადებების მიმართ, უდრო პრეტენზიული ხდება და წყვეტს ზრდას. ამიტომ მებოსტნეები ხშირად ფიქრობენ იმაზე, რით მორწყონ პომიდორი ზრდისა და აქტიური ნაყოფიერებისათვის. თუ ნერგს უბრალოდ მიწაში ჩაარჭობთ, არავითარ სასუქს არ მისცემთ და არ დაამუშავებთ, მაშინ მოსავალს ვერ მიიღებთ. აყვავებული ბუჩქებიც კი ერთ წამში შეიძლება გაფუჭდეს და სასადილო მაგიდაზე უხვი პომიდვრის ნაცვლად, შეიძლება, იმედგაცრუება მიიღოთ.

რით მოვრწყოთ პომიდორი უხვი მოსავლის მისაღებად

პირველ რიგში მცენარის სასუქი და განვითარების სტიმულირების საშუალება უნდა აირჩიოთ. მებაღეთა და მებოსტნეთა უმეტესობა თანდათან უარს ამბობს ქიმიური პრეპარატების გამოყენებაზე საკუთარ ნაკვეთებში. ისინი ნატურალურ სასუქს ამჯობინებენ, მაგალითად, როგორიცაა ნაცარი, ქათმის ნაკელი ან საფუარი.

რა შუაშია საფუარი? ის მცენარის ზრდას ასტიმულირებს. საფუვრის დუღილის დროს წარმოქმნილი სასარგებლო ნივთიერებები შესანიშნავად ასტიმულირებს ნერგების ზრდას ბაღსა თუ სათბურში. შემდგომი მორწყვის შედეგად კი ბუჩქი რჩეული ნაყოფით იფარება.

რატომ არის სასარგებლო საფუარი პომიდვრის მოსარწყავად? საფუვრის ხსნარით ნერგების მორწყვა ასტიმულირებს მცენარის ზრდას, ააქტიურებს ფესვთა სისტემის განვითარებას და ზრდის მათ მდგრადობას დაავადებების მიმართ. საფუარი არის ვიტამინებისა და მინერალების შემცველი საკვები ნივთიერება, რომელიც საჭიროა ბოსტნეულის განვითარებისა და ნაყოფიერებისთვის.

საფუვრის ხსნარში შემავალი ფერმენტები ააქტიურებს ნიადაგში სასარგებლო ბაქტერიების გამრავლებას. საფუვრის ხსნარით პერიოდული მორწყვა პომიდვრის უხვ ყვავილობას იწვევს და შემდგომ უხვ ნაყოფიერებას. საფუვრის ხსნარი ხელს უშლის ნაკვეთზე სარეველას ზრდას. საფუვრის სპეციფიკური არომატი აფრთხობს ლოკოკინებს და ზოგიერთ მავნებლებს.

საფუვრის ხსნარის მომზადების ეტაპები 

1. ჩაასხით ქვაბში 1 ლიტრი წყალი და 30 გრადუსამდე გაათბეთ. წყალში ჩაყარეთ 4 სუფრის კოვზი შაქარი და მოურიეთ. შემდეგ 50 გრამი დაპრესილი საფუარი ტკბილ წყალში გახსენით და თბილ ადგილას მოათავსეთ, რათა საფუარს დუღილის საშუალება მიეცეს.

2. დაპრესილი ცოცხალი საფუვრის ნაცვლად შეგიძლიათ აიღოთ 1 შეფუთვა გრანულირებული საფუარი. დუღილის პროცესი 2 საათს უნდა გაგრძელდეს.

3. ადუღებული სითხე 50 ლიტრ ნადგამ წყალში უნდა გაიხსნას, რომელიც უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის. მიღებული ნარევით მორწყეთ პომიდორი.

ეს საშუალება შეგიძლიათ სხვა ბოსტნეულისა და კენკრისთვისაც გამოიყენოთ. გარდა ამისა, ის შეგიძლიათ გამოიყენოთ ოთახის მცენარეებისთვისაც მათი ზრდისა და უხვი ყვავილობისათვის. მიღებულ სითხეს მაშინვე სრულად გამოიყენებენ, რადგან მისი შენახვა არ შეიძლება. შემდგომი მორწყვისთვის აუცილებელია ახალი ხსნარის მომზადება.

შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც მშრალი, ასევე ცოცხალი საფუარი. ყურადღება უნდა გაამახვილოთ ვარგისიანობის ვადაზე, რადგან ვადაგასული პროდუქტი არ მოგცემთ საჭირო ეფექტს. ასეთი ხსნარით პომიდორი სეზონზე მხოლოდ სამჯერ უნდა მოირწყოს. პირველად ეს ხსნარი ნერგების დარგვიდან ერთი კვირის შემდეგ უნდა გამოიყენოთ, როგორც კი ნერგები ოდნავ გაიხარებს. პატარა მცენარისათვის საკმარისი იქნება ნახევარი ლიტრი სითხე, რომელიც ფესვების სიახლოვეს უნდა დაასხათ. დიდ ბუჩქს კი ამ საშუალების 2 ლიტრი დასჭირდება.

საკუთარ ბოსტანში მხოლოდ ნატურალური სასუქი გამოიყენეთ და მაშინ აღარ დაეჭვდებით ბოსტნეულის ხარისხსა და სარგებლიანობაში, ამასთან ერთად, მოსავალსაც უხვს მიიღებთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს