მოზარდობის ასაკში სხვადასხვა პრობლემები არსებობს. ინიციატივის ხელში აღებიდან და საკუთარი მნიშვნელობის სხვისთვის დამტკიცებიდან, ყველაზე მიშვებულ შემთხვევებამდე. ცნობილია, რომ ამ ასაკში პრობლემათა უმეტესობას ჰორმონები იწვევს. ახალგაზრდების არ შეუძლიათ საკუთარი ქცევისა და ემოციების მართვა.
მშობლები ცდილობენ ასეთ ქცევასთან გამკლავებას და სხვადასხვა მიდგომებს იყენებენ. ვიღაც, მამის ქამრის ძველ “კეთილ” მეთოდს მიმართავს, ზოგი კი ნებდება და თავის შვილს ემორჩილება. ყველაზე ხშირად ეს მაშინ ხდება, როდესაც შვილი ოჯახში ერთადერთი ბავშვია. ზოგიერთს კი მრავალი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ უბრალოდ აპათია იპყრობს და საკუთარ შვილს აიგნორებს. მათ ურჩევნიათ მის სრულწლოვანებას დაელოდონ და შემდეგ კარისკენ მიუთითონ.
მოზარდობის პრობლემები
ალბათ ცუდ ადამიანად ჩამთვლით, მაგრამ მე პირადად ვნანობ, რომ შვილი გავაჩინე. დიახ, ასეც ხდება. მე არ ვაპირებ არავის წინაშე თავის მართლებას, რადგან შესანიშნავად ვიცი ჩემი ქალიშვილის ხასიათი. დამიჯერეთ, ჩემს ადგილზე რომ ყოფილიყავით, თქვენც იგივე დასკვნებს გამოიტანდით.
ადრეულ ასაკში არ დავორსულებულვარ, როგორც ზოგიერთმა შეიძლება იფიქროს. 30 წლის ვიყავი. თავიდანვე ვიცოდი, რომ მარტოხელა დედა ვიქნებოდი. პოტენციური მამა გაიქცა. პასუხისმგებლობის ტვირთს ვერ გაუძლო და რადარებიდან უბრალოდ გაქრა. ექიმებმა მითხრეს, რომ ჩემს ასაკში ჯანმრთელობის რისკი არსებობდა, ფეხმძიმობის შეწყვეტას თუ გადავწყვეტდი. ამიტომაც გადავწყვიტე ბავშვის გაჩენა.
როგორც ცნობილია, ფული ციდან არ ცვივა. დეკრეტულ შვებულებაზე საუბარიც კი ვერ იქნებოდა. ჩემს შვილს დედას ვუტოვებდი, მე კი სამსახურში მივდიოდი. სამუშაო დღე დილის 7-დან საღამოს 9-მდე გრძელდებოდა და ძალიან ვიღლებოდი. თუმცა ვერც სახლში ვერ ვისვენებდი, ბავშვზე უნდა მეზრუნა, რომელმაც თითქმის მაშინვე გამოავლინა საკუთარი ხასიათი.
დაუმორჩილებელი ბავშვი
დრო ადგილზე არ დგას და მე და დედაჩემმა ეს პერიოდი როგორღაც გადავიტანეთ. ამის შემდეგ იყო მისი ბავშვობა და სკოლა. ალბათ ეს ნორმალურია, რომ პირველკლასელი შეიძლება გაბრაზდეს და თქვას, რომ სახლიდან მიდის. ასეთი რამ ნორმალურ ოჯახებშიც ხდება – ბავშვებს უყვართ ნებისმიერი გამოგონილი მიზეზით გაბრაზება. მაგრამ ჩემი ქალიშვილი სახლიდან ორჯერ გაიქცა და მას რამდენიმე დღის მანძილზე ვერ ვპოულობდით. მაშინ ის ჯერ 9 წლისაც კი არ იყო.
რა აღარ ვცადეთ. ვცადეთ დალაპარაკებაც, მაგრამ არავითარი დიალოგი არ შემდგარა. მე ცუდი ვარ, იმიტომ რომ – ცუდი ვარ. ბებო ხომ, საერთოდ, მოხუცი და საზიზღარია. მას მეგობრები სჭირდება და სხვა არავინ. ფსიქოლოგები ათას სისულელეს გვირჩევდნენ: საერთო ჰობის პოვნა, მეტი ურთიერთობა, მისი მეგობრების გაცნობა. ერთ-ერთ მათგანს სახეში შეაფურთხა. გაბრაზებული არ იყო, უბრალოდ მოწყენილობისაგან.
არც ფიზიკური დასჯა ჭრიდა. ძალიან ძლიერი არ ვიყავი, მაგრამ საჯდომზე წამოსარტყმელად ძალა მყოფნიდა. ამ დროს ის მთელ ხმაზე გაჰკიოდა. მეზობლები კედლებზე გვიკაკუნებდნენ, ყვიროდნენ, რომ პოლიციას გამოიძახებდნენ. ჩემი ქალიშვილი უფრო ხმამაღლა ყვიროდა, იგინებოდა და იწყევლებოდა, ცუდად ვხდებოდი. ხან შეეძლო, რომ შურისძიების მიზნით რაღაც გაეტეხა. მაგალითად, ტელეფონი, სკამი, ტელევიზორი… რაც ხელში მოხვდებოდა.
მისი მეგობრები ჩვენთან სახლში არ მინახავს. ერთხელ ერთ ბიჭთან ერთად დავინახე, რომელიც მასზე რამდენიმე წლით უფროსი იქნებოდა. მაშინ ისინი უბრალოდ გამექცნენ, სახლში კი ჩემმა შვილმა ამაზე საუბარი არ მოისურვა. პრინციპში, ამის იმედი არც მქონდა.
გვქონდა ნორმალურო პერიოდებიც. ნუ როგორ ნორმალური… უბრალოდ ჩემი შვილი ჩუმად იყო და უფროსებს არ დასცინოდა. მე და დედაჩემს მოგვეთხოვებოდა ჩუმად საჭმლის მომზადება, საწოლების დალაგება და სარეცხის გარეცხვა. ყველაფერი ჩვეულებრივად უნდა გვეკეთებინა და ზედმეტად არ უნდა დავლაპარაკებოდით “ბავშვს”. და კიდევ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გვეთქვა, რომ საბანაოდ შესულიყო. ეს განსაკუთრებული პუნქტი იყო.
ახლა ის 18 წლისაა. თუ ადრე მის ისტერიკებს პრობლემად მივიჩნევდი, ახლა ვოცნებობ, რომ ის დრო დაბრუნდეს. კოლეჯში მოვაწყეთ, მაგრამ ის იქ არ დადის. მას არც მუშაობა არ უნდა. თუმცა ვცდილობ, რომ ფული არ მივცე. დღეს ან სახლში ატარებს ან მეგობრებთან ერთად.
რაღაცაზე თუ ვიჩხუბებთ, მემუქრება, რომ სახლიდან სამუდამოდ წავა. ის ფიქრობს, რომ დედის მეთვალყურეობის გარეშე არ დაიკარგება. მე კი ვიცი, რომ მისი გარემოცვა კარგ არაფერს მოუტანს. ადრე ესენი იყვნენ ახალგაზრდა ბიჭები, ახლა კი ზრდასრული მამაკაცები არიან, რომლებსაც გაურკვეველია თავში რა აქვთ.
მომწყინდა სამი ადამიანის ნაცვლად მუშაობა. დედას მცირე პენსია აქვს, ჩემი ქალიშვილი მხოლოდ ხარჯავს, მე კი წლებია ჩვენი ქალაქიდან არ გავსულვარ. ეს ნორმალურია? სახლი ორი დღითაც ვერ დამიტოვებია. მეშინია, იმის წარმოდგენის, თუ რა დამხვდება აქ, როდესაც დავბრუნდები. ეს იმ შემთხვევაში დასასვენებლად წასასვლელი ფული რომ მქონოდა, მაგრამ არ მაქვს.
მწარე სინანული
ვცდილობდი მამაკაცების გაცნობას. მართალი გითხრათ, მარტივი არ იყო. საპირისპირო სქესს ძალიან დავშორდი. ამ პრობლემებთან ერთად დამავიწყდა, რას ნიშნავს მამაკაცის ყურადღება. მათი მხრიდან ყოველგვარი ყურადღების გამოვლენა სტრესში მაგდებდა. ერთხელაც ძალიან საინტერესო პრეტენდენტი გამოჩნდა, მაგრამ ყველაფერი ცუდად დამთავრდა.
ჩემმა ქალიშვილმა ნახა, რომ დამირეკეს. მან ყურმილი აიღო და ჩემზე ათასი საზიზღრობა უთხრა. უთხრა, რომ მე მამაკაცებს ყოველდღე ვიცვლი, მას შიმშილით ვკლავ, მუდმივად ნასვამი ვარ და ასე შემდეგ. შესაძლოა, მას არც დაუჯერეს, მაგრამ დამეთანხმეთ, რომ რთულია ურთიერთობის დაწყება ისეთ ქალთან, ვისაც ასეთი ქალიშვილი ჰყავს.
ზრდასრული ადამიანი ვარ და კარგად მესმის სიკეთისა და ბოროტების ცნება. ასევე გარკვეული პრინციპები გამაჩნია. მაგრამ, სწორად გამიგეთ, ამ კოშმარს დასასრული არ აქვს. ჩემი ქალიშვილის გამო ნორმალურად ცხოვრება არ შემიძლია. დასვენება – არ შემიძლია. მამაკაცის პოვნა – არ შემიძლია. იმის შესაძლებლობაც კი არ მაქვს, რომ ერთი კვირა მაინც გავატარო უბრალოდ სიჩუმესა და სიმშვიდეში.
რაღაც მომენტში საკუთარი თავი იმაში გამოვიჭირე, რომ ვნანობდი იმას, რომ დავთანხმდი ბავშვის გაჩენას. ჩემი უბედურების 90% სწორედ ამ დაუფიქრებელი გადაწყვეტილების ბრალია. და რაც მთავარია, მე ვერავითარ პერსპექტივას ვერ ვხედავ. გათხოვებით, ჩვენ მას ვერ გავათხოვებთ. შეცვლით კი – ის არ შეიცვლება. დამიჯერეთ, ეს მისი ბუნებაა.
გამოუვალი სიტუაციაა, რომლიდან გამოსვლაც შეუძლებელია. ახლა, როდესაც ახალ ამბებს ვკითხულობ ან ტელევიზორს ვუყურებ, ხშირად მხვდება სიუჟეტები ცუდ მშობლებზე. იქნებ საქმე სულაც არ არის მათში და სწორედ მათ შვილებშია? მშობლები კი მუდმივი ფსიქოლოგიური დაძაბულობის გამო გამოდიან მდგომარეობიდან. ვინ იცის, როგორ არის სინამდვილეში. როგორც ამბობენ, სხვისი ოჯახი, ბნელი ტყეაო!