მიყვარს აგარაკზე მუშაობა და სახლისთვის რაღაცის მოყვანა, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, ღირს თუ არა ამით სერიოზულად გატაცება

0
58

ლამაზი ბაღი და ბოსტანი შეიძლება მშვენიერ გატაცებად გადაიქცეს ქალაქის მაცხოვრებლისთვის. სუფთა ჰაერი, დასათესი მცენარეების ფართო არჩევანი, საკუთარი ხელით მოყვანილი ახალი ბოსტნეული და ხილი. გარდა ამისა, ასეთი პროდუქტები ყოველთვის სასარგებლო იქნება, რადგან მათში ჰერბიციდების და სხვა ქიმიკატების დამატება არ დაგჭირდებათ.

სხვა საქმეა, როცა მებოსტნეობა შემოსავლის თითქმის ერთადერთი წყაროა. მაგრამ ახლა ჩვენ არ ვსაუბრობთ უსასრულო ჰექტრობით მინდვრებზე, არამედ ვსაუბრობთ ჩვეულებრივ ბოსტანზე ან პატარა ბაღზე. როდესაც მიწის დამუშავება პატარა, გამხდარ ბებიას უწევს, რომელმაც ისიც უნდა მოახერხოს, რომ ეს პროდუქცია დიდ და უჰაერო ქალაქში გაყიდოს. სამუშაო იგივეა, მაგრამ რამდენად შედარებითია ყველაფერი!

ლამაზი ბაღი და ბოსტანი

არიან ადამიანები, რომლებმაც უკვე დიდი ხანია აირჩიეს საკუთარი ცხოვრების გზა. და ეს არის მხოლოდ წინ წასვლა, უკან მოხედვის გარეშე. ერთგვარი ეგოიზმი, როდესაც სხვისი პრობლემები არ აინტერესებთ და მთავარია თვითონ იგრძნონ თავი კარგად. სხვა ვარიანტები არ არსებობს.

 

ასეთ ადამიანებს შეუძლიათ მეგობრებთან ერთად რესტორანში წავიდნენ და მიმტანს ზედმეტი ფული დაუტოვონ. რატომ? იმიტომ რომ ეს მათ სხვებისგან გამოარჩევს. ანუ, ის მოუტანთ, მართალია არა მატერიალურ, მაგრამ სოციალურ სარგებელს.

საღამოს კი ასეთი მორალური კომპასის მქონე ადამიანი სახლში წავა და გზის პირას შენიშნავს მოხუც ქალს, რომელიც ვაშლს ან რაიმე სხვა ხილს ყიდის. ცხადია, ეს ხილი მან საკუთარი ხელით შეაგროვა და თითოეულ მათგანში დიდი შრომა ჩადო. ამასთანავე, ძალიან დაბალ ფასად ყიდის. როგორ მოიქცევა ასეთი ადამიანი? რა თქმა უნდა, ის თავისთვის კიდევ უფრო დიდ ფასდაკლებას მოითხოვს.

რატომ ხდება ასე? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საკმაოდ ძლიერი მორალური დაცემის გამო. დიახ, ადამიანებმა შეწყვიტეს ერთმანეთის დახმარება. თანაგრძნობა და გულკეთილობა სათნოებიდან სისუსტის ნიშნად იქცა. თითოეული ადამიანი სხვა ადამიანში რაიმე საეჭვოს ხედავს. რომელ ბებიებზეა საუბარი, რომლებიც თავიანთ მოსავალს ყიდიან, იქნებ ჯაშუშები არიან?

აქვს თუ არა აზრი აგარაკზე მუშაობას?

რა თქმა უნდა, აგარაკზე მუშაობა, როდესაც ამას შენთვის სიამოვნება მოაქვს, შეიძლება და აუცილებელიც კი არის. ეს არის შესანიშნავი ჰობი, რომელიც გარკვეულ წარმოდგენას გვიქნის ჩვენს გარშემო არსებულ სამყაროზე. ყვავილები შესანიშნავად დაამშვენებს თქვენს გაზონს. მწვანილი და ბოსტნეული სალათში გადაინაცვლებს, ხილისგან კი მშვენიერი წვენები და კომპოტები მომზადდება. პატარა ოჯახისთვის საკმარისი უნდა იყოს.

მაგრამ კარტოფილის, სიმინდის ან სხვა ბოსტნეულის მოყვანა სახლისთვის და ასევე გასაყიდად – ეს უკვე სხვა საქმეა. ეს აღარ არის დროის საინტერესოდ გატარება, ეს უკვე მძიმე შრომაა, რომლის ანაზღაურებაც არ ხდება. ზოგიერთმა შეიძლება თქვას, რომ სეზონური ხილის და ბოსტნეულის ფასმა ახლა ძალიან მოიმატა და ამაზე არც ვიდავებთ, რადგან ეს ნამდვილად ასეა.

მაგრამ, თვალუწვდენელი ბოსტნების გაშენებით, ჩვენ ვკარგავთ ძალიან ღირებულ რესურსს, კერძოდ დროს. და რაც უფრო ახალგაზრდაა ადამიანი, მით უფრო ღირებულია მისთვის ეს რესურსი. ბებიამ ან დედამ, რომელსაც საკუთარი ახალგაზრდობა ახსოვს, შეიძლება ახალგაზრდებს მინდორში მუშაობა დააძალონ. მაგრამ ამ დროს, ახალგაზრდებს შეუძლიათ, უფრო სასარგებლო რამე გააკეთონ. მაგალითად ისწავლონ, სოციალური კონტაქტები დაამყარონ, რაც მომავალში ძალიან გამოგადგებათ, სპორტით დაკავდნენ, შეიყვარონ – ნებისმიერი ეს საქმიანობა უფრო სასარგებლო იქნება, ვიდრე ძირხვენების ამოთხრა.

ხშირად ხდება, რომ ჰობი, რომლითაც ოჯახის უფროსია გატაცებული, მომავალში ყველა დანარჩენის მოვალეობად იქცევა. ეს არასწორია. სხვა საქმეა, თუ ხანდაზმული ბებო შვილებს და შვილიშვილებს ბოსტანში დასახმარებლად მოუხმობს. ბრძენი ხალხი ამ შემთხვევაში ცოტა ეშმაკურად იქცევა. ისინი შეთავაზებაზე უარს არ ამბობენ, მაგრამ არც მაშინვე გარბიან დასახმარებლად.

ჭკვიანი ადამიანები ადგილობრივებს უთანხმდებიან, რათა მცირე საფასურის სანაცვლოდ სამუშაოს შესრულებაში დაეხმარონ. გუნდურად საქმე უფრო სწრაფად კეთდება. დაზოგილ დროს კი ბებოსთან ერთად ატარებენ, ის ხომ მარტო ცხოვრობს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მთელი მოსავლის მეათედი ნაწილი მაინც გამოიყენოს. ბაღში ან ბოსტანში მუშაობა შეიძლება იყოს შესანიშნავი შესაძლებლობა ნათესავების შეკრებისთვის და დროის ერთად გასატარებლად.

გასართობი ქალაქელებისთვის

დიდი ქალაქების მაცხოვრებლები, რომლებსაც მცენარეების მოვლა აინტერესებდათ, უმეტეს შემთხვევაში, ოთახის მცენარეებს ყიდულობდნენ. ისინი უვლიდნენ მათ, მათზე სპეციალიზებულ მაღაზიებში ნადირობდნენ, ცდილობდნენ იშვიათი სახეობების ხელში ჩაგდებას. ან მცენარეებს თავიანი ფანჯრების ქვეშ არსებულ პაწაწინა მიწის ნაკვეთზე რგავდნენ. ამ დროს მათ მეზობლების მიერ დატოვებული ნაგვის და ძაღლების “საჩუქრების” გადაყრა უწევდათ.

ახლა მოდაში მიკრომწვანილი შემოვიდა. ხალხის დიდი ნაწილი უბრალოდ გაგიჟდა, როდესაც გაირკვა, რომ სხვადასხვა მარცვლეულის დათესვა პირდაპირ სპეციალურ ხალიჩებზე შეიძლება, რომლებიც ძალიან იაფი ღირს. სულ ეს არის, უნდა მორწყოთ, ნათურის ქვეშ დადგათ და რამდენიმე დღე დაელოდოთ. ამოსული მწვანილი შეგიძლიათ ჭამოთ, გაყიდოთ ან ახლობლებს დაურიგოთ.

პრინციპში, ეს ასევე კარგი საშუალებაა დროის გასატარებლად. ფიზიკურ შრომას არ მოითხოვს, უბრალოდ დღეში რამდენიმე წუთი უნდა დაუთმოთ მათ მორწყვას. ერთადერთი უარყოფითი მხარე არის ზოგიერთი მიკრო ფერმერის სურვილი – ნახოს მეტი მოგება. ეს მაშინ, როცა საკუთარ ბინაში მიკრომწვანილის თაროებს აწყობენ და ქიმიურ საშუალებებს ასხურებენ, დაჩქარებული ზრდისთვის. ეს ჯანმრთელობისთვის ძალიან ცუდია, არავითარ შემთხვევაში ასე არ მოიქცეთ.

დასასრულისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი მიწათმოქმედება, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სამუშაო, სასარგებლოა მხოლოდ ზომიერად. მას ნამდვილად შეუძლია ნაყოფის გამოყოფა, მაგრამ არ დაივიწყოთ უარყოფითი მხარეები – დროის, ენერგიის და ჯანმრთელობის შესაძლო დაკარგვის სახით. ამ ტიპის აქტივობა ყველასთვის ხელმისაწვდომია, მაგრამ ყველაზე ხშირად მასში ჩართვა მაშინ უწევთ, როდესაც სხვა ალტერნატივა აღარ არსებობს.

ასე რომ, თუ გყავთ ოჯახის ასაკოვანი წევრი, რომელსაც აგარაკზე დახმარება სჭირდება, არ დაიზაროთ, მაგრამ ეს გონივრულად გააკეთეთ. ამაოდ ნუ დაკარგავთ დროს და ენერგიას. ის, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, თქვენი გადასაწყვეტია!