ბავშვის დაკარგვა ნებისმიერ მშობელს გადაიყვანს ჭკუიდან, მაშინაც კი, თუ შვილი დიდად არ უყვარდა. თუ ძებნა უშედეგოა, ხოლო პოლიციელები იმედგაცრუებით შლიან ხელებს და ამბობენ, რომ ბავშვის პოვნის შანსი უკიდურესად მცირეა, მხოლოდ ლოცვაღა დაგვრჩენია…
1994 წელს, ვერაგი ტეხასის ადგილობრივი უიღბლო ბიჭი სახლიდან გავიდა და დღემდე არ დაბრუნებულა. ოჯახს თავიდან ამისთვის ყურადღება არც მიუქცევია, თუმცა, როცა გონს მოეგნენ, უკვე გვიანი იყო. თუმცა, ეს ისტორიის დასასრული კი არა, როგორც თქვენ იფიქრეთ, დასაწყისი იყო.
სანანტონიოელი ნიკოლას ბერკლი მორჩილი ბავშვი ნამდვილად არ ყოფილა. ახლობლების თქმით, იგი მუდმივად ეხვეოდა სხვადასხვაგვარ შარში, ხელს უშლიდა მასწავლებლებს და ჩხუბობდა თანატოლებთან.
თავისი ანტისოციალური ქცევითვე, ბიჭმა უბედურება მიიზიდა, მოხვდა პოლიციის ხელში, თუმცა, გაათავისუფლეს იმ პირობით, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ დღეს გამოცხადდებოდა. როგორც აღმოჩნდა, სასამართლოზე მოხვედრა მას არ ეწერა…
გვიან საღამოს, სასამართლოს მოსმენის წინა დღით, ნიკოლასი სახლიდან კალათბურთის სათამაშოდ გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. მშობლებმა თავიდან იფიქრეს, რომ იგი სასამართლოსთვის თავის არიდების მიზნით გაიქცა სახლიდან.
როცა ნიკოლასი სახლში რამდენიმე დღის განმავლობაში არ მივიდა, დედამ განგაში ატეხა. ქალმა პოლიციას მიმართა და გამოფინა განცხადებები იმ იმედით, რომ ვიღაც დაინახავდა მის ვაჟს.
ძებნა უშედეგო იყო და ბიჭი უგზოუკვლოდ დაკარგულად გამოცხადდა. ოჯახს უკვე აღარ ჰქონდა ნიკოლასის ნახვის იმედი, თუმცა, 3 წლის შემდეგ, 1997 წელს, პოლიციამ ბერკლის ოჯახში დარეკა და დაუჯერებელი ცნობა მიაწოდა: ბიჭი იპოვეს.
ხელისუფლების თქმით, პოლიციამ ესპანეთის პატარა ქალაქში იპოვა ბიჭი, რომელიც ამტკიცებდა, რომ იგი ნიკოლას ბერკლი იყო. იგი მაშინვე ჩასვეს თვითმფრინავში და ოჯახთან ჩაიყვანეს.
ოჯახსა და ადგილობრივ პოლიციას სურდა იმის გაგება, თუ რა მოუვიდა დაკარგულს. ჩამოსვლისას მან თქვა, რომ ვიღაც მამაკაცებმა გაიტაცეს და ევროპაში გააგზავნეს, სადაც იგი ინტიმური მიზნებისთვის მონად გაყიდეს.
ფსიქოლოგიურ ტრავმას შეეძლო ბიჭის ძლიერ შეცვლა, რითაც მისი მეხსიერების გამოტოვებები აიხსნება, თუმცა, არავის ესმოდა, თუ რატომ შეეცვალა მას თმისა და თვალის ფერები. ნიკოლასმა თქვა, რომ მას ქირურგიული ჩარევით შეუცვალეს თვალის ფერი, ხოლო თმა შეღებეს, პიროვნების დამალვის მიზნით.
მამამ ეს ისტორია არ დაიჯერა და დაიქირავა კერძო დეტექტივი, რათა სიტუაციაში გარკვეულიყო. ჩარლი პარკერი გამოძიებით დაკავდა და მალევე იპოვა საიმედო ხელჩასაჭიდები.
ჩარლიმ ყურადღებით შეისწავლა ნიკოლასის ფოტოები დაკარგვამდე და მას შემდეგ. დეტექტივმა იცოდა, რომ თვალის ფერის შეცვლის ოპერაცია – უბრალოდ გამოგონილი სისულელე იყო, ასევე, ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდას ყურის ნიჟარაზეც. ისინი განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. მაშინ პარკერმა ბიჭი მიიყვანა პოლიციის განყოფილებაში, სადაც მას თითის ანაბეჭდები აუღეს და მისი პიროვნება დაადგინეს.
რეალურად, ეს იყო ინტერპოლის მიერ ძებნილი 23 წლის ფრანგი ფრედერიკ ბურდენი, ცნობილი, როგორც ქამელეონი. ეს მისი პირველი პიროვნება არ ყოფილა, რომლის ქვეშაც მართლმსაჯულებას ემალებოდა.
როცა ბურდენი ხელთ ესპანეთის პოლიციას ჩაუვარდა, გადაწყვიტა, თავი დაკარგულ ამერიკელ ბიჭად გაესაღებინა და გამოუვიდა კიდევაც. ნიკოლასის ოჯახი ამბის ასეთი შემობრუნებით შოკირებული იყო.
სხვათა შორის, ფრანგმა თავისი თამაში გააგრძელა და გადაწყვიტა, რომ, თუ თვითონ ჩაიძირებოდა, თან მაქსიმალურად ბევრი ადამიანი გაეყოლებინა. ფრედერიკმა განაცხადა, რომ ახალმა ოჯახმა იცოდა, ვინც იყო. ბერკლები კი ამას არ აღიარებდნენ, რამდენადაც თავად მოკლეს ნიკოლასი და დანაშაულის კვალი დაფარეს.
პოლიციას ასეთი ხმამაღალი ბრალდების ნამდვილად არ სჯეროდა, თუმცა, დეტექტივმა ჩარლიმ, თავის დაზღვევის მიზნით, მაინც გააგრძელა ძიება და ბერკლების ოჯახის უკანა ეზო გათხარა კიდევაც. გასაკვირი არაა, რომ იქ ვერაფერი იპოვა.
პარკერი ნამდვილი პარანოიკი აღმოჩნდა – მან ოჯახი ნამდვილად დამნაშავედ მიიჩნია ნიკოლასის გაქრობაში, თუმცა, დამტკიცება ვერ შეძლო. შესაძლოა, დეტექტივებს სწორედ უნდობლობა და სცენარის ნებისმიერი კუთხით შემობრუნების შემოწმების სურვილი აღებინებს საუკეთესო შედეგებს.
ფრანგმა დამნაშავემ კი გააგრძელა მსგავსი საქმიანობა ევროპაში. ყოველ ჯერზე, პოლიცია მას იჭერდა და ვერ ხვდებოდა, თუ რატომ გასცემდა ზრდასრული მამაკაცი თავს დაკარგულ ახალგაზრდებად. ფრედერიკის შესახებ 2010 წელს მხატვრული ფილმიც კი გადაიღეს, სახელად “ქამელეონი”, რომელშიც თავად იყო კონსულტანტი. 2012 წელს, ბურდენმა საკუთარი როლი ითამაშა ფილმში “თვითმარქვია”.
თქვენ როგორ ფიქრობთ, რეალურად რა მოუვიდა უიღბლო ბიჭს? ნუთუ ნიკოლასის მშობლებს მართლაც ურევიათ ხელი მის გაქრობაში?