სააბაზანო ოთახში თმის გაშრობა არ შეიძლება, ამის საფუძვლიანი მიზეზი არსებობს

0
52

ქალის თმა – მისი სიძლიერე და მიმზიდველობაა. მოვლილი სუფთა თმა, ლამაზი ვარცხნილობა – ქალს თავდაჯერებულობას მატებს, ხოლო გარშემომყოფებში აღფრთოვანებას იწვევს. თანამედროვე სილამაზის სერვისების ბაზარი თმის მოვლისა და მოწესრიგების პროდუქტების ფართო არჩევანს გთავაზობთ. მთავარია აირჩიოთ სწორი პროდუქტები, რომლებიც თქვენს თმის ტიპსა და თქვენს საფულეს შეესაბამება.

თმის ჯანსაღი სტრუქტურის შესანარჩუნებლად, ტრიქოლოგები თმის სწორად გაშრობას გვირჩევენ. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა გაიმშრალოთ თმა ფენით ისე, რომ მან სილამაზე დიდხანს შეინარჩუნოს. ჩვენ გეტყვით, რატომ არ გვირჩევენ ექსპერტები თმის სააბაზანო ოთახში გაშრობას.

როგორ გავიშროთ თმა სწორად

სააბაზანო ოთახი იდეალურია ყველა კოსმეტიკური პროცედურისთვის, თმის ჩათვლით. და თითქოს ლოგიკური იქნებოდა, რომ თმა დაბანის შემდეგ თმის საშრობით აქვე გაგვეშრო. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს რეკომენდებული არ არის.

ამ შემთხვევაში საქმე მხოლოდ ელექტრო უსაფრთხოებას არ ეხება. სააბაზანო ოთახში ტენიანობა მაღალია, განსაკუთრებით აბაზანის ან შხაპის მიღების შემდეგ. ცნობილია, რომ ტენიანობა ხელს უწყობს თმის დახვევას და რაც არ უნდა ეცადოთ თმის გასწორებას, სააბაზანო ოთახში ის მაინც ხვეული იქნება.

ასე რომ, კულულები თუ გჭირდებათ, შეგიძლიათ თმა სააბაზანო ოთახში გაიშროთ. თმის გასწორება თუ გსურთ, მაშინ თმის გასაშრობად უმჯობესია მისაღებში ან სხვა შესაფერის ოთახში გახვიდეთ. თუმცა, ეს არ უნდა იყოს საძინებელი. თმის გაშრობისას თავიდან კანისა და თმის მიკრონაწილაკები ცვივა, რომლებიც საწოლზე და ტანსაცმელზე ჯდება და ამან შეიძლება მტვრის ტკიპის გაჩენის პროვოცირება გამოიწვიოს.

არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც არ არის რეკომენდებული თმის სააბაზანო ოთახში გაშრობა. მაღალი ტენიანობის გამო, იქ თმის გაშრობას ორჯერ უფრო მეტი დრო დასჭირდება და სრული გაშრობის შემდეგაც კი, თმაში გარკვეული ტენიანობა დარჩება. ეს არ არის მაინცდამაინც კარგი თმისთვის და თქვენი ჯანმრთელობისთვის. გარდა ამისა, თმის ვარცხნილობაც დიდხანს არ შენარჩუნდება, რომ აღარაფერი ვთქვათ ელექტროენერგიის გადასახადზე, რომელიც ასე გაშრობის შემდეგ გაორმაგდება.

თმის გაშრობა ფენით

მაშ, როგორ უნდა მოვიქცეთ? თმა ფენით საერთოდ არ გავიშროთ? ესეც ცუდი აზრია, რადგან ბუნებრივი გაშრობით თმა კარგავს ელასტიურობას და იწყებს უფრო აქტიურ ცვენას. არსებობს გარკვეული ტექნოლოგია, რომლის წყალობითაც თქვენს თმას ბევრად უფრო უკეთესი და ჯანსაღი იერი ექნება.

თმა დაბანის შემდეგ უმჯობესია, კარგად გაიმშრალოთ მიკროფიბერის ქსოვილით. ამრიგად, თმას მთელი ტენიანობა მოშორდება და ის უფრო მორჩილი იქნება გაშრობისა და დავარცხნის დროს.

შემდეგ თმას ცოტა ხანს აცადეთ, რომ ჰაერზე გაშრეს. არ შეფუთოთ აბაზანის პირსახოცში, ღია მდგომარეობაში დატოვეთ. ამის შემდეგ უკვე შეგიძლიათ თმაზე დამცავი მკვებავი პროდუქტების და სტაილინგის პროდუქტების წასმა. თმა ფენით მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაიშროთ და მისცეთ სასურველი ფორმა.

თმის საშრობი უმჯობესია მოათავსოთ დერეფანში, მისაღებში ან ნებისმიერ სხვა ოთახში, სადაც საკმარისი სიმშრალე და სისუფთავეა. ეს ტექნიკა საშუალებას მოგცემთ შეამციროთ ჩამოცვენილი თმის რაოდენობა, გააუმჯობესოთ თმის გარეგნული იერი და აღადგინოთ მისი ჯანმრთელობა.