ეს სანელებელი ყოველთვის მაქვს სამზარეულოში, რადგან ბუგრებს მისი ცეცხლივით ეშინიათ

329

აგარაკზე ყველაფერი კარგადაა, მაგრამ არა იმ მომენტში, როდესაც მცენარეებს რაიმე დაავადება უტევს. ამ დროს მოაგარაკეებს მთელი ყურადღება გადააქვთ ამ მზაკვრული დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაზე, რომელიც არა მხოლოდ ნაკვეთის ესთეტიკურ იერს აფუჭებს, არამედ მცენარეებისთვისაც ზიანი მოაქვს. განსაკუთრებით საშიშია ბუგრი. ის ძალიან სწრაფად მრავლდება და მთელ ნაკვეთს ედება. ბუგრი მცენარის წვენით იკვებება და ანადგურებს მას.

რა მეთოდებს აღარ მიმართავენ მებაღე-მებოსტნეები ამ მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლაში. ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა – ჩვეულებრივი პაპრიკა.

პაპრიკა

ძირითადად, მოაგარაკეები ბუგრების წინააღმდეგ ქიმიურ საშუალებებს იყენებენ. ისინი, როგორც მოგეხსენებათ, ზიანს აყენებენ არა მხოლოდ მავნებლებს, არამედ თავად მცენარესაც. ამიტომ, მათი გამოყენება არასასურველია და მით უფრო, ხშირი გამოყენება.

ბუგრი – მცენარეების დიდი ხნის მტერია და მასთან ბრძოლაც ძალიან დიდი ხანია მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, არსებობს ხალხური საშუალებები, რომლებიც თავიანთი ეფექტურობით არანაირად არ ჩამოუვარდებიან ქიმიურ პრეპარატებს. მათი სარგებელი გაცილებით დიდია, რადგან ისინი არ აზიანებენ მცენარეს ტოქსიკური ნივთიერებებით.

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში საუბარია ბუგრებთან ბრძოლის ეფექტურ, ბიუჯეტურ და ეკოლოგიურად სუფთა მეთოდებზე. ბუგრი მზაკვრული მავნებელია, რომელსაც მრავალი კულტურის განადგურება შეუძლია.

ამიტომ მის წინააღმდეგ ბრძოლა წლიდან წლამდე გრძელდება ახალ-ახალი მეთოდების დახმარებით. თუმცა არსებობს ხრიკები, რომელთა ეფექტურობა ყველაზე ძვირადღირებულ ქიმიურ პესტიციდებზეც კი მაღალია. ერთ-ერთი ასეთი საშუალებაა – პაპრიკა. როგორ გამოვიყენოთ ეს პროდუქტი, ამის შესახებ დღევანდელ სტატიაში გიამბობთ.

როგორ გამოვიყენოთ პაპრიკა ბუგრების საწინააღმდეგოდ

აიღეთ წითელი ცხარე წიწაკის ფხვნილი და გახსენით ნახევარ ლიტრ წყალში. კარგად აურიეთ და გააჩერეთ 36 საათის განმავლობაში. ამის შემდეგ ნარევი გაწურეთ, მაგრამ ფრთხილად, რომ თვალში არ მოგხვდეთ.

მცენარეებზე გამოსაყენებლად მიღებული სითხე უნდა განზავდეს პროპორციით: 20 მლ ნაყენი – 1 ლიტრ წყალზე. სწორედ ეს კონსისტენცია იქნება მცენარისთვის უსაფრთხო და ბუგრებისთვის სასიკვდილო. ხსნარის მცენარეებზე უკეთესი გაჩერების მიზნით, შეგიძლიათ ცოტაოდენი თხევადი საპონი ან ჭურჭლის სარეცხი სითხე დაამატოთ.

უმჯობესია ხსნარი მცენარეებს საღამოს, მშრალ მშვიდ ამინდში შეასხუროთ. შედეგის გასამყარებლად, პროცედურა ერთი კვირის შემდეგაც გაიმეორეთ. მაგრამ ამ ხსნარის შესხურება შეგიძლიათ, სანამ მცენარეს ყვავილი ან ნაყოფი გამოუვა.

პაპრიკა შეიცავს კაპსაიცინს. ეს არის ბუნებრივი ქიმიური ნაერთი, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს წვის რეაქცია არა მხოლოდ ადამიანებში, არამედ მღრღნელებში, ლოკოკინებსა და სხვადასხვა მწერებში. ასე რომ, პაპრიკა უმკლავდება არა მხოლოდ ბუგრებს, არამედ ჭიაყელებს და სხვა მავნებლებს.

მეორე საშუალება, რომელიც ბუგრების წინააღმდეგ ბრძოლაში დაგვეხმარება, ეს არის საკვები სოდის ხსნარი. 1,5 ლიტრ წყალს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი სოდა და 1,5 ჩაის კოვზი თხევადი საპონი. კარგად აურიეთ და მიღებული საშუალება შეგიძლიათ შეასხუროთ მცენარეს ბუგრებით დაზარალებულ ადგილებში.

სასურველია პროცედურის გამეორება ყოველ 5-7 დღეში ერთხელ. მაგრამ ფრთხილად უნდა იყოთ, ასეთ ხსნარს მცენარის დაზიანებაც შეუძლია, ამიტომ ერთ ჯერზე ბევრს ნუ გამოიყენებთ.

ვიმედოვნებთ, რომ ეს ხრიკები დაგეხმარებათ ბუგრთან ბრძოლაში, რომელიც მცენარის გარეგნულ იერსაც აფუჭებს და მის სხვა დაავადებებსაც იწვევს. ბუგრი მცენარეს სიცოცხლისუნარიანობას ართმევს და არის პარაზიტი, რომელსაც მუდმივად უნდა ვებრძოლოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს