აი, როგორ ცხოვრობენ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ჩაკეტილ ქვეყანაში – თურქმენეთში

648

რთულია წარმოიდგინოთ ქვეყანა, რომელიც ჩრდილოეთ კორეასა და ბელარუსიას შორის რაღაც შუალედს წარმოადგენს? არადა 2007 წლამდე ზუსტად ასე იყო. საქმე თურქმენისტანში პრეზიდენტ საფარმურატ ნიაზოვის პერიოდს ეხება. ეს სოციალიზმის იდეალური ნარევი იყო, ამასთან ნამდვილი, პიროვნების კულტით, რომელიც სტალინსაც კი არ დასიზმრებია.

2007 წელს ნიაზოვი გარდაიცვალა და მისი ადგილი გურბანგულ ბერდიმუჰამედოვმა დაიკავა, რომელიც უკვე ჩვეულებრივი სოციალიზმის მოწყობას ცდილობს. ბოლო წლებში ქვეყანა მნიშვნელოვნად შეიცვალა, მაგრამ მაინც ერთ-ერთ ყველაზე დახურულ ზონად ითვლება.

აქ მოხვედრა საკმაოდ რთულია. ტურისტული ვიზა მხოლოდ სრულად ანაზღაურებადი ტურის შემთხვევაში იძლევა, სადაც თქვენი ყველა ხარჯი და ექსკურსია წინასწარ შეთანხმებული იქნება.

პირველი, რაც უნდა იცოდეთ, საგუშაგოები ოფიციალურად 18:00 საათზე იხურება, მაგრამ სინამდვილეში უკვე 15:00 საათზე შეიძლება გადაკვეთის შესაძლებლობა დაკარგოთ. მაშინაც კი, თუ ამ დღეს შენს ვიზას ვადა გასდის, თქვენ შესვლის უფლებას არ მოგცემენ და უბრალოდ სოლიდური თანხით დაგაჯარიმებენ.

თურქმენისტანში მატარებლით ვერ მოხვდებით, ყველა რეისი მხოლოდ ქვეყნის შიგნით არის მიმართული. აქ მხოლოდ თურქმენისტანის ავიაკომპანიის თვითმფრინავები დაფრინავენ და ისიც მოკრძალებული რეისით.

თავის დროზე პრეზიდენტ ნიაზოვმა ბევრი რამ გააკეთა, რომ ქვეყანა სრულად დახურული სახელმწიფო გამხდარიყო. მისი რეფორმები საკმაოდ სასაცილო და სულელური იყო. მაგალითად, ექთნების დათხოვნა, რადგან ექიმს მთელი პროცესის შესრულება თავად შეუძლია.

ასეთი თურქმენბაშის (ნიშნავს „ყველა თურქმენის მამა“, ნიაზოვი ასე დაძახებას ითხოვდა) პირობებში ქვეყანაში ადრე უფასო წყალი, გაზი, ბენზინი და ელექტროენერგია ჰქონდათ. მოგვიანებით გაუქმდა, რადგან „თურქმენებს საკუთარი თავის უზრუნველყოფა თავად შეუძლიათ“.

აშხაბადი, თურქმენისტანის დედაქალი ადრე ყოფილი პრეზიდენტის ოქროს ძეგლებით ბრწყინავდა, მაგრამ ბერდიმუჰამედოვის მოსვლის შემდეგ უმეტესობა მათგანი მოხსნეს ან ქალაქის შორეულ ნაწილში გადაიტანეს. თავად ქალაქი ძველ და ახალ უბნებად შეიძლება დაიყოს. ძველი უბანი – ჩვენთვის ჩვეული საბჭოთა პერიოდის ქალაქია. ახალი – კი უდაბნოს შუაგულში მარმარილოს ოაზისია.

ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ღირშესანიშნაობაა – დერვაზის გაზის კრატერი, რომელიც უკვე 50 წელზე მეტია იწვის. ოდესღაც მთავრობა მინერალების ძებნით იყო დაკავებული და მეთანის წყაროს წააწყდა. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, მეთანს ცეცხლი წაუკიდეს, რომ მოსახლეობა დაეცვათ.

დერვაზი დასახლებულ პუნქტთან მდებარე უახლოესი კრატერის სახელწოდებაა, რომელიც ითარგმნება, როგორც „კარიბჭე“. სწორედ ამიტომ, ადგილობრივები მას არა ოფიცილაურად „ჯოჯოხეთის კარიბჭეს“ უწოდებენ.

თურქმენისტანი ევროპელებისთვისაც საოცარი ადგილი გახდა. დასავლეთშიც კი რთულია იპოვოთ გაჩერებები კონდიციონერებით. ახლა, მთავრობა გზების გათბობით აღჭურვას გეგმავს და ეს მაშინ, როცა მათთან კლიმატი საკმაოდ რბილია.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქვეყანაში ლათინური ენა შემოიღეს, მაგრამ რუსული ენა კვლავ გამოყენებაში დარჩა. უმეტესწილად ამ ენაზე ახალგაზრდები საუბრობენ. როგორც ამბობენ, მათი უმეტესობა რუსეთის უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებას აპირებენ.

სხვათა შორის, სკოლებსა და უნივერსიტეტებში სპეციალური ფორმები შენარჩუნებული აქვთ. კლასიკური სასკოლო ფორმის ნაცვლად აქ ნაციონალური სტილის ფორმები აცვია და ამასთან თითოეულ საგანმანათლებლო დაწესებულებას ტანსაცმელში თავისი განსაკუთრებული შტრიხი აქვს შეტანილი.

აშხაბადი რეკორდების ქალაქიცაა. მას მსოფლიოს 5 რეკორდი ეკუთვნის: ყველაზე დიდი ხალიჩა, ყველაზე მაღალი დროშა, ვარსკვლავის ყველაზე დიდი არქიტექტურული გამოსახულება, გელების ყველაზე დიდი გამოსახულება და ბუნებრივი ქვების ყველაზე მეტი გამოყენება. დედაქალაქის შენობების მოსაპირკეთებლად 4,5 მლნ კვ. მ ქვა გამოიყენეს.

მთელი სახელმწიფოს მოკლე სტატიაში აღწერა რთულია. თურქმენისტანი არის ადგილი, რომლის მონახულებაც ღირს. მთავრობა სხვა სახელმწიფოებს ნაკლებად ჰგავს, მაგრამ მოგზაურების გაოცებას ნამდვილად შეძლებს, თუმცა იქ მოხვედრა მარტივი არაა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს