დედა ზეცაში გაფრინდა და თავისი სახლი მემკვიდრეობით მე და ჩემს დას დაგვიტოვა. შევხედე მას და გადაწყვეტილება მივიღე

44

მემკვიდრეობით მიღებული სოფლის სახლი – ქალაქის აურზაურისაგან მოშორების და ბუნებით ტკბობის შესაძლებლობაა. თანამედროვე მასალები და ტექნოლოგიები შესაძლებლობას იძლევა, რომ შედარებით მცირე თანხებში, თუნდაც ძალიან პრობლემური შენობა საკმაოდ კომფორტულ საცხოვრებლად გადააქციო, რომელიც ყველა თანამედროვე სტანდარტს დააკმაყოფილებს.

ეკონომიკური თვალსაზრისით, ასეთ საჩუქარზე უარის თქმა არც თუ ისე ჭკვიანური საქციელი იქნება, მაგრამ ჩვენ ყოველთვის არ გვმართავს ფული და სარგებელი. ჯერ კიდევ არსებობს მორალი, სიკეთე და სამართლიანობის გრძნობა. სამწუხაროდ, ადამიანებმა უფრო და უფრო ხშირად დაიწყეს ამის დავიწყება. ვიმედოვნებთ, რომ პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებული დღევანდელი ისტორია ყველას შეახსენებს იმას, რომ ერთმანეთს უფრო თანაგრძნობით და რბილად უნდა მოვექცეთ.

მიუხედავად იმისა, რომ მე და ჩემი და ყოველთვის განსხვავებულები ვიყავით, დედაჩემს მაინც ერთნაირად ვუყვარდით. ამიტომ, გარდაცვალებამდე, ორივე თავის მემკვიდრედ ჩაგვწერა. მან მთელი თავისი ქონება ჩემსა და ეკას შორის გაყო. და ეს იმისდა მიუხედავად, რომ მე თავს საუკეთესო ქალიშვილად არ ვთვლი და ამისათვის საკმარისი მიზეზები არსებობს.

ჯერ კიდევ ბავშვობაში ვცდილობდი როგორმე სხვებისთვის საკუთარი განსაკუთრებულობა მეჩვენებინა. სკოლაში ცუდად ვსწავლობდი, ხშირად ვაცდენდი. არ მინდოდა ისე მცმეოდა, როგორც ყველას, თუმცა ისეთი დრო იყო, რომ სხვანაირად არც შეიძლებოდა. მაგრამ მე ვახერხებდი კაბების სხვანაირად გადაკეთებას, დამატებითი აქცენტების შეტანას, მაგალითად, კაშკაშა შარფებით. ალბათ, არც თუ ისე კარგად გამოდიოდა, მაგრამ მე მომწონდა.

ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს იყო 40-45 წლის წინ არა ღარიბ, მაგრამ მაინც სოფელში. ხალხი მაშინ ასეთი რბილი არ იყო, როგორც ახლა. იმ დროს სკოლის მოსწავლეებს ასეთ რამეებს არ პატიობდნენ. ამიტომ ჩემს მშობლებს ხშირად უწევდათ ჩემს გამო გაწითლება. მაგრამ, მეორე მხრივ, ეკას, ჩემს და, ჩვენს შორის გარკვეული ბალანსი შემოჰქონდა. შესანიშნავი სტუდენტი, აქტივისტი და უბრალოდ ჭკვიანი გოგონა. ბევრი სთხოვდა მას ჩემი ენერგიის სწორი მიმართულებით წარმართვას, თუმცა არაფერი გამოდიოდა.

ჩვენ მაინცდამაინც არ ვმეგობრობდით. მე სახლიდან გაქცევა მიყვარდა, ბიჭებთან მეგობრობა, მდინარეზე წასვლა. ის ყოველთვის სახელმძღვანელოებთან იჯდა და რაღაც კლასგარეშე აქტივობებით იყო დაკავებული. ზოგადად, ის ზედმეტად იდეალური პატარა გოგონა იყო, როგორც რომელიღაცა საბჭოთა პოსტერიდან.

სკოლის შემდეგ პირველ რიგში ქალაქში წასვლა გადავწყვიტე. მინდოდა გამეგო, როგორ ცხოვრობენ იქ. დედას დავემშვიდობე, ლექცია მოვისმინე იმასთან დაკავშირებით, რომ არასწორად ვიქცეოდი. დედამ იტირა კიდეც. ჩემმა დამ კი წარმატებები მისურვა. შემდეგ ჯერზე ერთმანეთს მხოლოდ სამი წლის შემდეგ შევხვდით. მე ჩემს საქმროსთან ერთად ჩამოვედი, რომ ყველას გაეცნო.

შემდეგ ნამდვილი ზრდასრული ცხოვრება დაიწყო. ქმარს დავშორდი, დიდხანს ვეძებდი საკუთარ თავს. მეორედ გავთხოვდი. ამჯერად უკვე წარმატებულად. შვილები გავაჩინე. ვისწავლე, რომ დედასთან და დასთან არ უნდა მეჩხუბა და მათთან ექვს თვეში ან წელიწადში ერთხელ მაინც ჩავდიოდი. ეკა სოფელში დარჩა საცხოვრებლად. მას ერთადერთი ქმარი და სამი შვილი ჰყავდა. ის ბედნიერი იყო.

თუმცა, ბედნიერი მხოლოდ ის არ იყო. ევროპაში რამდენიმე გამოფენა მქონდა: მე მხატვრის გზა ავირჩიე. მივხვდი, რომ ყოველი ნიჭიერი ზარმაცის უკან საიმედო ზურგი უნდა იყოს. ასე რომ, ჩემს ბიზნესმენ მეუღლეში არ შევმცდარვარ. ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ ორმოცდაათს ცოტათი რომ გადავაბიჯე, შევძელი, რომ ცხოვრების წესებში გავრკვეულიყავი.

შემდეგ კი ცუდი ამბავი შემატყობინეს დედაჩემთან დაკავშირებით. მე და ჩემი ქმარი მაშივე ჩავედით, როგორც კი გავიგეთ. დაკრძალვის ყველა ხარჯებში დავეხმარე, ვცადე, რომ ეკასთვის ნამდვილი და ვყოფილიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ორივე უკვე ზრდასრულები ვართ და არ ვართ ერთმანეთთან ძალიან ახლოს, ცრემლები მდინარეებად გვდიოდა. ეს გასაგებიცაა.

როდესაც გაირკვა, რომ დედამ ყველაფერი ჩვენ ორს დაგვიტოვა და თან თანაბრად, თავი უხერხულად ვიგრძენი. მე უკვე დავივიწყე კიდეც ის სახლი, სადაც გავიზარდე. ეკა კი სოფელში დარჩა ბოლომდე. ქმართან, შვილებთან და დედასთან ერთად. ამიტომ, თავიდან ნოტარიუსის სიტყვების არც კი მჯეროდა.

ჩემმა ქმარმა მითხრა, რომ ეს ძალიან კარგი ამბავია. ქალაქი გაფართოვდება და მიწისა და უძრავი ქონების ფასი გაიზრდება. მით უმეტეს, რომ ადგილი კარგია. მაგრამ მე არც კი გამიფიქრებია, რომ საკუთარ დას ასე მოვექცეოდი. ის მდიდარი არ არის, მაგრამ ვერც ღარიბს ვერ ვუწოდებ, თუმცა სახლი მთლიანად მას დარჩა.

ჯერ ერთი, დასთან მოგების გამო ჩხუბი – სულმდაბლობაა. უფრო მეტიც, მან ამ სახლში ჩემზე მეტ ხანს იცხოვრა. მეორეც, მშობლების სახლი რომ გაგვეყო, რა თქმა უნდა, უნდა გაგვეყიდა. ეს კი ნიშნავს, რომ იქ უცხო ადამიანები დასახლდებოდნენ. სხვა რა არის ეს თუ არა ღალატი?

ასე რომ, რაიმეზე ფიქრს აზრი არ ჰქონდა. ეკა, თავის მხრივ, გულწრფელად მადლიერი იყო ჩემი, გადაჭარბების გარეშე. ასე რომ, ზუსტად ვიცი, რომ სწორად მოვიქეცი. ვისურვებდი, რომ ყველა ოჯახმა, სადაც კონფლიქტებია, ასევე მარტივად შეძლოს მათი მოგვარება. დამიჯერეთ, ნამდვილად ღირს. რას ნიშნავს მცირე მატერიალური მოგება, თუ ნათესავები ერთმანეთზე განაწყენებულები არიან?!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს