დედამთილმა გადაწყვიტა, რომ წინა საუკუნის ბინა გვაჩუქოს, ჩემს ქმარს განქორწინებით ვემუქრები და საკუთარი აზრის შეცვლას არ ვაპირებ

1773

როგორ უნდა მოიქცე, როდესაც დედამთილი ხშირად გსტუმრობს? ეს ყველაფერი პირად ურთიერთობებზე და ბანალურ აღზრდაზეა დამოკიდებული. თუ დედამთილთან ნორმალური ურთიერთობა გაქვთ, შეგიძლიათ უბრალოდ დაელაპარაკოთ მას და გაიგოთ ასეთი ხშირი ვიზიტების მიზეზი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველთვის შეგიძლიათ გამორთოთ ტელეფონი და კარი არ გაუღოთ. ზარი არ გამიგია, ხდება ხოლმე.

პრობლემა უფრო მწვავე იქნება იმ შემთხვევაში, თუ დედამთილს ყოველთვის ზუსტად ეცოდინება, როდის ხართ სახლში. სწორედ მაშინ გაჭირდება მისი ვიზიტებისაგან თავის დაღწევა. ან ბინის შეცვლა მოგიწევთ, ან ურთიერთობების გარკვევა. ეს კი ყოველთვის სულ უფრო და უფრო მეტ კონფლიქტს იწვევს. ამ მდგომარეობიდან გამოსვლა მარტივი არ იქნება.

აქვე მინდა ვთხოვო ყველა მკითხველს, რომ სწორად გამიგოს და არ გააკეთოს ხმამაღალი განცხადებები. ვთვლი, რომ ცხოვრება მხოლოდ ერთხელ გვეძლევა და ის კომფორტულად უნდა გავატაროთ, თუ ეს ხელს არავის შეუშლის. ანუ ჩემო ძვირფასებო, რა თქმა უნდა, ისე უნდა იცხოვრო, რომ გადახრები არც ერთი მიმართულებით არ იყოს. ბალანსის დაცვა სამუშაოსა და დასვენებას შორის. და თან ისე, რომ ღამით სინდისი არ გტანჯავდეს.

ახლა კი, საქმეზე გადავალ. მე 21 წლის ვარ, ჩემი ქმარი 23-ის. ჩვენ დაახლოებით ერთი წლის წინ დავქორწინდით და ახლა უკვე ზრდასრული ცხოვრებით ვცხოვრობთ, როგორზეც ყოველთვის ვოცნებობდით. ჩემი ქმარი ერთ-ერთ ფირმაში მუშაობს. მე კურსებზე დავდივარ და სახლში ვმუშაობ. ფული, რა თქმა უნდა, არ გვყოფნის. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ დიდი წილი კომუნალურ გადასახადებში და ბინის ქირაში მიდის.

ცოტას ჩემს შესახებ მოგიყვებით. მთელი ცხოვრება მშობლებთან და უმცროს ძმასთან ერთად ვცხოვრობდი ოროთახიან ბინაში, რომელიც ჩემმა ოჯახმა ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში შეიძინა. ჩვენ არასდროს გვქონდა საკმარისი სივრცე. როგორც მოგეხსენებათ, ეგრეთ წოდებული “ხრუშოვკის” გარემონტება მასში დიდად არაფერს ცვლის. ზოგადად, ბავშვობიდან ლამაზ ბინაზე ვოცნებობდი.

რეალურად, ამიტომაც ვიხდით ამდენ ფულს საცხოვრებელში. ახალი სახლი, მაღალი ჭერი, აგურის კედლები. იატაკი, რომელის გაწმენდაც კი მსიამოვნებს. და დიდი, ნათელი ფანჯრები. ადგილი, რომელსაც სიამოვნება მოაქვს, მაგრამ უკანასკნელ გროშებს გართმევს. სხვა რა გზაა?

ურთიერთობა ოჯახში

ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემი დედამთილი საზღვარგარეთ ცხოვრობდა და მუშაობდა. არ ვიცი, რამდენს უხდიან მას, მაგრამ 17 წელიწადში, ფულის მოგროვება ნამდვილად შეიძლებოდა. ჩემი ქმარი კი მისი ერთადერთი შვილია. ამიტომ ქორწილში ველოდი, რომ მისგან საჩუქრად ერთოთახიან ბინას მაინც მივიღებდით. სასურველი იყო მეზობელ, აქტიურად განვითარებად რაიონში. იქ ცხოვრებაზე უამრავი ჩემი ნაცნობიც ოცნებობს.

თუმცა, ეს ასე არ მოხდა. ჩემმა მშობლებმა ფული გვაჩუქეს და ჩემმა დედამთილმაც გადაწყვიტა, რომ ჩვენთვის თხელი კონვერტი ეჩუქებინა. თანხა არც ისე დიდი გამოვიდა. მე და ირაკლიმ არც კი ვიცოდით რაში დაგვეხარჯა, ამიტომ გადავწყვიტეთ უბრალოდ ბანკში შეგეტანა, რათა მოგვიანებით მაინც გამოგვეყენებინა. სულ ეს იყო.

დრო გავიდა, შევნიშნე, რომ ჩვენ, როგორც ოჯახმა, წინსვლა შევწყვიტეთ. ქმრის ხელფასი მხოლოდ იმისთვის გვყოფნის, რომ ბინის ქირა გადავიხადოთ და ერთი თვის საკვები ვიყიდო. რა თქმა უნდა, ბენზინზეც ეხარჯება გარკვეული თანხა. დანარჩენს ყველაფერს მე ვიხდი და ამ ხარჯებზე ჩემი შემოსავლის თითქმის ნახევარი მიდის. ჩემი აზრით, ეს მიუღებელია.

ახლა კი, ყველაზე მნიშვნელოვანზე. უკვე მეორე თვეა რაც ორსულად ვარ. ნერვები დამიმშვიდდა, უცნობის შიშმაც გადამიარა. ცოტა დავმშვიდდი და მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, რომ ეს ამბავი ახლობლებისთვის გვეთქვა. რაზეც ჩემმა დედამთილმა განაცხადა, რომ ასეთი საქმის გამო მზად იყო ჩვენთვის კარგი ბინა ეჩუქებინა. მალე ამხელა თანხების გადახდა აღარ მოგვიწევს. ეს ხომ შესანიშნავია!

სამსახურიდან დავეთხოვე. ჩემს საუკეთესო მეგობარს, დაკავებულ, მცოდნე ადამიანს ვთხოვე, რომ ჩემთან ერთად წამოსულიყო ბინების სანახავად, სხვათა შორის, სწორედ იმ ახალ უბანში. იმდენ სართულზე ვირბინეთ, ვერ დავითვლი. ვარიანტები – ზღვა. ორი თუ სამი ბინიდან საერთოდ არ მინდოდა გამოსვლა, იმდენად კარგი ბინები იყო.

ირაკლისთან საუბრის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ დედამისზე დიდი ზეწოლა არ მოგვეხდინა. ზედმეტად მდიდრული ვარიანტები მაშინვე ამოიღეთ სიიდან, რადგან ჯერ კიდევ ახალგაზრდები ვართ და ფულს თავადაც ვიშოვით, უფრო დიდი სახლის საყიდლად. თუმცა, არც ძალიან პატარა ქოხი არ გვაწყობს. ამიტომ, ლამაზი ოროთახიანი ბინა დახურული პარკინგის ადგილით, სრულიად გვაწყობს. საყოფაცხოვრებო ტექნიკას კი თავად შევიძენთ ეტაპობრივად. ვფიქრობ, რომ ასე სამართლიანი იქნება.

და აი, ტორტი ვიყიდეთ და დედამთილს ვესტუმრეთ. ის სიხარულით დაგვხვდა. ხილი, ტკბილეული გამოიტანა და გვითხრა, რომ უკვე ყველაფერი მოგვარებულია და თავად სურდა ჩვენთან დარეკვა. ჩვენს გაუგებარ მზერას რომ წააწყდა, განმარტა: ბინა უკვე შერჩეულია, გამყიდველი – მისი კარგი მეგობარია და ყოფილი მეზობელი, რომელიც საცხოვრებლად ისრაელში გადადის.

არ ახდენილი ოცნება

მოკლედ, ეს ბინა მეცხრე სართულზეა, გვერდზე სადარბაზოში. ოროთახიანი, რემონტის გარეშე, პანელის კედლები, ბოლო სართული. ლიფტიც არის და მოხუცი მეზობლებიც არიან. გზა ახლოს არის და ტრამვაის გაჩერებაც. ცენტრამდე მანქანით 20 წუთი გჭირდება.

ვერც კი მივხვდი, როგორ წამომივიდა თვალებიდან ცრემლები. ჩემმა ქმარმა გადამარჩინა: თქვა, რომ ჰორმონების გამო ბოლო დროს ეს ხშირად მემართება. შემდეგ კი ჰორმონებმა მართლაც იმოქმედეს და კანკალი დავიწყე. მხოლოდ ათი წუთის შემდეგ დავმშვიდდი, როცა ქმართან ერთად აივანზე გავედი. ის ჩამეხუტა და თმაზე მეფერებოდა, თან ცდილობდა დავემშვიდებინე. მე მხოლოდ მრავალწლიან ორმოებს ვხედავდი ასფალტზე და ვფიქრობდი, რომ ახლა ეს პეიზაჟი ჩემი ფანჯრის მიღმაც იქნებოდა.

უკვე სახლში, ოღონდ ნაქირავებ ბინაში, დავმშვიდდი. შხაპი მივიღე, დამამშვიდებელი მუსიკა ჩავრთე, სანთლები დავანთე. სტრესი თითქოს გაქრა. თუმცა, სადღაც შიგნით თავს საშინლად ვგრძნობდი. საჭირო იყო, რომ ამ ყველაფერზე ირაკლის დავლაპარაკებოდი.

მივხვდი, რომ დედასთან კამათს არ აპირებდა. მათი მხრიდან ადეკვატური გადაწყვეტილების მოლოდინს აზრი არ ჰქონდა. ამიტომ მთელი ჩემი გამბედაობა და, თუ გნებავთ, თავხედობა მუშტში მოვიკრიბე და ჩემს ქმარს ულტიმატუმი წავუყენე. ან გადავდივართ სხვა ნორმალურ ბინაში ნორმალურ უბანში, სადაც შეიძლება და გვინდა ცხოვრება. ან განქორწინება.

მინდა, რომ ყველამ სწორად გამიგოს. ასეთ პირობებში ვერ ვიცხოვრებ. შესაბამისად, ბავშვიც ცუდად იგრძნობს თავს. მაშ, რატომ შევქმენით ოჯახი საერთოდ? ჩემს დედამთილს საკუთარ შვილზე მოუნდა ფულის დაზოგვა? ეს მისი გადაწყვეტილებაა. ჩემი გადაწყვეტილების შესახებ კი მე ჩემს ქმარს ვუთხარი.

ჩემმა ქმარმა მითხრა, რომ ყველაფერს მოაგვარებს. უკვე რამდენიმე დღე გავიდა. მესმის, რომ მას არ სურს დედის განაწყენება. თუმცა, საკუთარ თავს არც მე ვაწყენინებ, თანაც ამ მდგომარეობაში. მომავალში ჩემი ქმარი თავად მეტყვის მადლობას. ვფიქრობ, რომ ახლა არ უნდა დავთმოთ, რათა ჩვენსას მივაღწიოთ. მომავალში კი ერთმანეთთან სტუმრად ვივლით გახარებულები და ღიმილიანი სახეებით.

წინააღმდეგი არ ვიქნები თუ იმ ორმოებს ისევ ვნახავ ასფალტზე, ოღონდ იმ პირობით, რომ ამის შემდეგ გარემონტებულ კარგ ბინაში დავბრუნდები, სადაც კონდიციონერიც იქნება და ყველა სხვა საჭირო ნივთიც. მხოლოდ ასე და არა სხვაგვარად. წერტილი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს