კრიმინალი ვულკანის ამოფრქვევისას კარცერში იჯდა. იგი კუნძულზე 2 გადარჩენილიდან ერთ-ერთია…

259

ოდესღაც, კუნძულ მარტინიკაზე განლაგებული ქალაქი სენ-პიერი ანტილიის კუნძულების ეკონომიკურ ცენტრად იქცა. მოგზაურები მას პატარა პარიზს უწოდებდნენ. სენ-პიერში 30 000 ადამიანი ცხოვრობდა, მოქმედებდა რომის მწარმოებელი ქარხანა, ხოლო ქალაქის ჰავანა მრავალი ქვეყნის გემებს აძლევდა თავშესაფარს.

1902 წელს ეს ყველაფერი დასრულდა. რამდენიმე წუთში, ქალაქი სრულად განადგურდა, ხოლო 30 000 ადამიანიდან სულ რამდენიმე ერთეული გადარჩა. დროთა განმავლობაში, სენ-პიერი ხელახლა ააშენეს, თუმცა, ნაპოლეონის ცოლის სამშობლოსთვის ადრინდელი დიდების დაბრუნება ვერ შეძლეს.

პტარა პარიზი ვულკან მონ-პელეს ამოფრქვევას ემსხვერპლა. ბოლოს ცეცხლისმფრქვეველი მთა 1851 წელს გაცოცხლდა და კუნძულის ჩრდილოეთი ნაწილი ფერფლით დაფარა. თუმცა, მას შემდეგ ვულკანმა, თითქოს-და, ისევ დაიძინა. სენ-პიერის მოსახლეობა ვერც კი წარმოიდგენდა, თუ როგორ დასრულდებოდა მონ-პელეს კიდევ ერთი ამოფრქვევა.

კატასტროფა 1902 წლის 8 მაისს მოხდა. ადრეული დილის უეცარმა აფეთქებამ ვულკანის ზედა ნაწილი მთლიანად მოანგრია და გზა გაუხსნა გავარვარებულ გაზებს, ფერფლსა და ქვებს. საშინელმა ლავამ რამდენიმე წუთში გადალახა მანძილი მონ-პელეს ძირიდან სულ რაღაც 8 კმ-ით დაშორებულ სენ-პიერამდე.

ვულკანოლოგებმა მსგავსი ტიპის ამოფრქვევას “პელეური” უწწოდეს. მისთვის დამახასიათებელია პიროკლასტიკური დინების, ქვების, გაზებისა და ფერფლის შემზარავი დინების წარმოქმნა.

ქალაქზე დაცემისას, ვულკანის ამოფრქვევის პროდუქტმა 1.5 წუთში დაფერფლა ყველაფერი ცოცხალი. გავარვარებული ჰაერის ნაკადი თითქმის დაუყოვნებლივ კლავდა სულიერთ.

როცა სენ-პიერის ნანგრევებთან ორი დღის შემდეგ სხვა ადამიანები მივიდნენ, მათ შემზარავი სურათი იხილეს. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მოსახლეობის ნაწილი, რომელიც ამოფრქვევის დროს ქუჩაში იმყოფებოდა, ისე დაიღუპა, რომ მომხდარი ვერც კი გაიაზრა.

მათ კი, ვინც სახლში იყო, ნაკლებად გაუმართლათ, თუმცა ისინიც სწრაფად დაიღუპნენ. ქალაქის მაცხოვრებლებისგან 100 ადამიანზე ნაკლები გადარჩა.

გადარჩენილთა უმეტესობა მალევე დაიღუპა საშინელი დამწვრობებით. ცოცხლად დარჩენილთა შორის ყველაზე ცნობილი გახდნენ ხარაზი ლეონ კომპერ-ლეანდრი და, ყველასათვის მოულოდნელად, ლოთი ოგუსტ სიპარისი.

პირველს იმით გაუმართლა, რომ მისი სახლი შემაღლებულ ადგილას იდგა და ლავის ნაკადი შენობას მხოლოდ კუთხეზე შეეხო. ხოლო ჩხუბისთავი, კატასტროფის მომენტში, კარცერში – სქელკედლიან ბეტონის ტომარაში იჯდა.

ციხის სარდაფი გავარვარებული ქვებით გაივსო, თუმცა ოგუსტის თავშესაფარმა მას გადარჩენის შანსი მისცა. დამნაშავემ, მიღებული დამწვრობებით, თავის კამერაში, ნანგრევების ქვეშ, სამი დღე გაატარა, სანამ კუნძულზე მოსული მაშველები არ ამოიყვანდნენ.

თავისი უკანასკნელი დღეები სიპარისმა ცნობილ ცირკ ბარნუმში მუშაობით გაატარა. იქ საზოგადოებას თავის შრამებს უჩვენებდა და თავს გადამხდარ ამბებს ყვებოდა. ბარნუმში ოგუსტს “განკითხვის დღეგადატანილ” ადამიანს უწოდებდნენ.

მარტინიკაზე მომხდარმა კატასტროფამ მეცნიერებს ვულკანებისა და მათი ამოფრქვევის პრინციპის შესახებ ბევრი ახალი ნიუანსის გაგების საშუალება მისცა. დღეს ხელახლა აშენებულ სენ-პიერში ვულკანოლოგიის მუზეუმი მოქმედებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს