ყავა არა მხოლოდ გემრიელი სასმელია, არამედ ჯანსაღიც. ეს განსაკუთრებით ყავის ნალექს ეხება. მასზე შეგიძლიათ იმკითხაოთ და ასევე გამოიყენოთ იგი ყოფაცხოვრებაში. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ ყავის ნალექი ბაღში და ბოსტანში. მავნებლების საწინააღმდეგო ხალხური საშუალებები დაგეხმარებათ მწერების სწრაფად და ეფექტურად მოშორებაში, რათა მათ მცენარეები არ დააზიანონ.
მავნებლების საწინააღმდეგო ხალხური საშუალებები
ყველაზე გავრცელებული მავნებელი არის ბუგრი. ის უპრეტენზიოა და ძალიან სწრაფად ვრცელდება მთელ მცენარეზე. ყველაზე მარტივად ის აზიანებს ვარდს, მწვანილს და პომიდორს.
ბუგრი ყველაფერს ანადგურებს: მცენარის ღეროსაც და ფოთლებსაც. როდესაც ბუგრი მცენარეზე ხვდება, ის გამოყოფს შხამიან ფერმენტს, რომელიც უარყოფითად მოქმედებს მის ფოთლებზე, ისინი ხმება და იხვევა. ეს არის პირველი ნიშანი იმისა, რომ მცენარეზე ბუგრები დასახლდნენ.
როგორ გვეხმარება ყავის ნალექი ასეთ საშიშ მავნებელთან ბრძოლაში? უპირველეს ყოვლისა, ამ საშუალების ეფექტურობა კოფეინის არსებობით არის განპირობებული. ის მწერებში მოქმედებს როგორც ნეიროტოქსინი, უტევს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, რაც იწვევს სწრაფ სიკვდილს.
საკმარისია მწერი ყავის ნალექს შეეხოს ან მისგან გამოყოფილი ორთქლი შეისუნთქოს და ის მოკვდება. ამასთან, ყავის ნალექი არანაირ საფრთხეს არ უქმნის თავად მცენარეს. პირიქით, ის შეიცავს უამრავ საკვებ ნივთიერებას, რომლებიც ასე ძალიან უყვართ მცენარეებს. ისინი ხელს უწყობენ ფესვთა სისტემის გაძლიერებას და მცენარის ზრდას.
რომელი ყავის ნალექი გამოდგება ბუგებთან საბრძოლველად და მცენარეების გამოსაკვებად
საცდელი კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ესპრესოს მომზადების შემდეგ ყავის ნალექი ცოტაოდენ ბიოაქტიურ ინგრედიენტებს შეიცავს, ამიტომ მწერებზე ნაკლებად მოქმედებს. მაგრამ შეიძლება გამოსადეგი იყოს, როგორც სასუქი ახალგაზრდა მცენარეებისთვის, რომლებსაც დამატებითი საკვები ნივთიერებების მიწოდება ძალიან დოზირებული ფორმით ესაჭიროებათ.
უკოფეინო ყავის ნალექი კი – სრულიად უსარგებლოა მავნე მწერებთან ბრძოლაში. ასეთი ნალექი არ შეიცავს აუცილებელ ფერმენტს ბუგრებთან საბრძოლველად. თუ ყავას არ სვამთ, მაგრამ მცენარეებს მაინც სჭირდებათ დახმარება, მაშინ იგი შეგიძლიათ შავი ჩაით ჩაანაცვლოთ.
ჩაი ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით კოფეინს. დაყენებული ჩაის ფოთლები შეგიძლიათ პირდაპირ მცენარის ქვეშ მოათავსოთ. ეს შეაშინებს არასასურველ მწერებს და გამოკვებავს მცენარეს საჭირო საკვები ნივთიერებებით. ასეთი სასუქი ძალიან სასარგებლოა თავად ნიადაგისთვისაც. ის მას გამოფიტვისაგან დაიცავს.
გამოცდილი მებაღეები და მებოსტნეები გირჩევენ პრევენციული ზომების მიღებას ბუგრების გაჩენამდე. ყავის ნალექი შეგიძლიათ გაფანტოთ მცენარის ირგვლივ, მაშინაც კი, თუ ის ჯერ კიდევ არ არის დაინფიცირებული. დარწმუნდით, რომ ნიადაგი საკმარისად მშრალია, წინააღმდეგ შემთხვევაში ის შეიძლება დაობდეს და მცენარეს ახალი საშიში დაავადებები განუვითარდეს.
ბუგრების შესაშინებლად ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ ყავის სპრეი. უბრალოდ მოხარშეთ ძლიერი ყავა ან გახსენით უკვე გამოყენებული ყავის ნალექი 250 მლ წყალში. გააჩერეთ ნახევარი საათის განმავლობაში. შემდეგ მიღებული ნახარში ფრთხილად გადაწურეთ და გააცივეთ.
შემდეგ ნარევი შესასხურებლიან ბოთლში გადაასხით და მცენარეს შეასხურეთ. მიზანშეწონილია ამის გაკეთება ყოველ 2 საათში ერთხელ. განსაკუთრებით კარგად უნდა შეასხუროთ ფოთოლს შიგნითა მხარეს, სწორედ აქ მოსწონთ ბუგრებს დაბუდება.