უყურადღებო მებოსტნეები უშვებენ ერთი და იმავე შეცდომებს, რის გამოც პიონი არ ყვავის

0
1312

პიონი არ ყვავის: რა უნდა გავაკეთოთ? ეს კითხვა, როგორც წესი, ახალბედა მოაგარაკეებს აწუხებს, რომლებსაც უბრალოდ არ აქვთ საკმარისი გამოცდილება ყვავილების გასაზრდელად. ამ პრობლემის მოგვარება საკმაოდ მარტივია. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში დეტალურად გიამბობთ, რატომ არ ყვავის პიონი და როგორ შეიძლება ამის გამოსწორება.

პიონი არ ყვავის: რა უნდა გავაკეთოთ?

მიუხედავად იმისა, რომ პიონი მოვლისას უპრეტენზიო მცენარეა, ხდება ისე, რომ მცენარე უარს ამბობს ყვავილობაზე. უპირველეს ყოვლისა, უნდა გამოირიცხოს შესაძლო მიზეზები, რის გამოც ხდება ასე. პირველ რიგში, ყვავილი შეიძლება ყვავილობისთვის არასწორ ადგილას იზრდებოდეს.

იდეალურ შემთხვევაში, საჭიროა ისეთი ადგილის არჩევა, სადაც მცენარე მზის პირდაპირი სხივების ქვეშ იქნება დღეში არა უმეტეს 4 საათისა. და ეს არ უნდა იყოს დღის ყველაზე ცხელი მონაკვეთი. ზედმეტი სიცხე ხელს უშლის მის ყვავილობას. ამიტომ, პიონის დასარგავად აირჩიეთ ზომიერად განათებული ადგილები.

მეორეც, მნიშვნელოვანია ნიადაგის გათვალისწინება, სადაც ყვავილი გაიზრდება. მძიმე და ცუდად გაფხვიერებული ნიადაგი არ გამოდგება. ასევე, არ დარგოთ მცენარე გრუნტის წყლებთან ახლოს. გარდა ამისა, პიონი შეიძლება არ გაიზარდოს, თუ იქვე ახლოს იქნება ბუჩქები ან ხეები, რომლებიც ყვავილს მთელ საკვებ ნივთიერებებს წაართმევენ. მაგალითად, ერთ-ერთი ყელაზე ცუდ მეზობლად ვაშლის ხე ითვლება.

მცენარე შეიძლება არ ყვაოდეს დაავადებებისა და მავნებლების გამო. ისინი პიონებს ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო რესურსებს ართმევენ. ასე რომ, რაიმე ყვავილობაზე საუბარიც კი ზედმეტია. ეს მცენარის მიერ თავის გადარჩენის ბანალური მცდელობაა.

ამ პრობლემის დროულად იდენტიფიცირების და მოგვარების შემთხვევაში, შესაძლოა, პიონი წელსვე აყვავდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სურნელოვანი ყვავილების ლოდინი მომავალის წლისთვის მოგიწევთ, რადგან მცენარეს დრო სჭირდება გამოჯანმრთელებისთვის.

თუ ნერგები ახლახან იყიდეთ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახლავე აყვავდეს. მცენარეს სჭირდება დაფესვიანება და ახალ ადგილას გახარება. ის ჯერ კიდევ ზედმეტად სუსტია ყვავილობისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ყვავილი არ გადატვირთოთ სხვადასხვა ზრდის სტიმულატორებით. ამან შეიძლება მომავალში საპირისპირო ეფექტი გამოიწვიოს.

როგორ მოვუაროთ პიონს

არის უარესი სიტუაციებიც. მაგალითად, თქვენ იყიდეთ დაავადებული მცენარის ნერგები. ამ შემთხვევაში არ უნდა ელოდოთ უხვ ყვავილობას. დიდი ალბათობით, პიონებს არასწორად უვლიდნენ, რის გამოც ნივთიერებათა ცვლა დაირღვა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია პიონის და სხვა ყვავილების შეძენა სანდო ადამიანებისგან ან სპეციალიზებულ მაღაზიებში.

თუ გსურთ, რომ პიონი ყოველწლიურად აყვავდეს, საჭიროა მათზე სწორი ზრუნვა. ამის გაკეთება საკმაოდ მარტივია.

1. მორწყვა უნდა იყოს ზომიერი, რათა ნიადაგი არ გამოშრეს, მაგრამ ამავდროულად არ უნდა იყოს მუდმივად სველი. თუ ნიადაგი მორწყვებს შორის ვერ ასწრებს გაშრობას 3 სანტიმეტრის სიღრმეზე, ესე იგი, წყალი ძალიან ბევრია.

პიონებს თითქმის არ აქვთ პატარა ფესვები, რომლებიც შთაანთქამენ ტენიანობას. ბუჩქი ისე უნდა მორწყოთ, რომ წყალი მოხვდეს ფესვთა სისტემაში.

2. თუ კვირტები ძალიან ბევრია, გვერდითი კვირტები უნდა მოიშოროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალ წელს შეიძლება მცენარემ არ იყვავილოს. გარდა ამისა, ნიადაგს, სადაც ყვავილი იზრდება, რეგულარული გაფხვიერება ესაჭიროება. თავად ბუჩქი ყოველ 6-8 წელიწადში ერთხელ უნდა გადაირგოს, რათა განაწილდეს ახალი ყლორტები და ამით მოხდეს მცენარის გამრავლება.

3. ნუ დაივიწყებთ სასუქებსაც. სასუქს ყვავილის დარგვისას გამოიყენებენ. მცენარე ასევე უნდა გამოკვებოთ პირველი თოვლის დნობის შემდეგ. იდეალურია აზოტის სასუქები. ყვავილობის პერიოდში გამოიყენეთ კალიუმ-ფოსფორის სასუქი. შემდეგ, ყვავილობიდან 2-3 კვირის შემდეგ, მცენარეს სასუქი კიდევ ერთხელ მიეცით.

პიონმა შეიძლება შეწყვიტოს ყვავილობა, თუ სასუქი ძალიან ბევრია ან, პირიქით, საკმარისი არ არის. ეს გაითვალისწინეთ!

სულ ეს არის მთელი სიბრძნე! ვიმედოვნებთ, რომ ეს სტატია თქვენთვის სასარგებლო იქნება.