ჩემი მამამთილი მრავალი წელია საზღვარგარეთ ცხოვრობს. ველოდი, რომ ქორწილში ბინას გვაჩუქებდა, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა

4637

ხალში ამბობენ: თუ გინდა გაიგო, როგორი იქნება შენი საცოლე მომავალში, დედამისს შეხედე. ჩვენ ამის სიმართლეში დარწმუნებული არ ვართ, მაგრამ მაინც გვაინტერესებს, ასეა თუ არა ეს – მამაკაცების შემთხვევაშიც. მართალია თუ არა, რომ საქმროს მამა – ეს არის თავად საქმრო, მრავალი წლის შემდეგ? საინტერესოა…

ჩვენს მკითხველსაც ძალიან აინტერსებს, რას წარმოადგენს მისი მამამთილი, რადგან ისინი ერთმანეთს ჯერ კიდევ არ იცნობენ. ქორწილი მის გარეშე შედგა, თუმცა მთელ საჭირო ინფორმაციას პირადად მისი სიტყვებიდან გაიგებთ.

საქმროს მამა

სამ წლიანი ურთიერთობის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, გავთხოვდი. ორივე 30 წლამდე ვართ და მე ვთვლი, რომ ქორწინება ერთი უნდა იყოს და სამუდამო. ზოგიერთი მეგობარი მირჩევს, რომ მოვდუნდე და სიტუაციას უფრო მარტივად მივუდგე, მაგრამ მე მათ არ ვეთანხმები. მე და მამუკას ერთმანეთი გვიყვარს და ძლიერი ოჯახის შექმნას ვგეგმავთ. ეს კი ნიშნავს, რომ დროა ბავშვური ჩვევები დავივიწყოთ და ზრდასრულ ადამიანებად ვიქცეთ.

ბოლო ერთი წლის მანძილზე უამრავ ადამიანთან შევწყვიტე ურთიერთობა. დავიწყებას მიეცა მეგობრობა ვიღაც არასერიოზულ ნაცნობებთან და ადამიანებთან, ვისთვისაც ცხოვრებაში ყოველთვის დღესასწაულია. ეს კარგია, როდესაც ინსტიტუტში სწავლობ, მაგრამ არა, როდსაც უკვე ოცდაათს გადაცილებული ხარ. ამის შემდეგ დავიწყებას მიეცა ყველა ჩემი ყოფილი თაყვანისმცემლის ტელეფონის ნომერი და სოციალური ქსელების ანგარიშები. სათადარიგო ვარიანტები არ მჭირდება, ძირს წარსული.

მამუკაც ჩემს მაგალითს მიჰყვა. თუმცა, ზოგიერთ ნაცნობთან, უფრო სწორედ მეგობართან დაშორება არ მოინდომა. გასაგებია მამაკაცური საუბრები, მაგრამ არ მესმის რაზე შეიძლება ილაპარაკო საათობით ერთ ჭიქა ლუდზე და თან ყოველ პარასკევს, მე ამას ვერ ავიტან. გაუშვი, ორ კვირაში ერთხელ შეხვდნენ, ან თვეში ერთხელ.

ქორწილთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმები მქონდა. ერთადერთი, რაც ჩვენს წყვილს აკლდა, ცალკე საცხოვრებელი იყო. ბინა, სადაც მთელი ამ წლების მანძილზე ვცხოვრობდით, ნაქირავები იყო და საკმაოდ სოლიდურ თანხას ვიხდიდით. რის გამო? ჯობდა, იპოთეკა გაგვეფორმებინა, ასე რაიმე სარგებელი მაინც გვექნებოდა.

ჩემი მშობლები სხვა ქალაქში ცხოვრობენ და ზედმეტი ფული არ აქვთ. ამის გამო ქორწილშიც ვერ ჩამოვიდნენ. სამწუხაროდ, გზის ფული ძალიან ძვირი დაუჯდებოდათ, არც დასარჩენი ადგილი ჰქონდათ და ამიტომ გადავწყვიტეთ ასე მოვქცეულიყავით. არავითარი წყენა და ბრაზი, ჩვენთვის მათი გადაწყვეტილება სრულიად მისაღები იყო.

ქმრის მშობლები

ჩემი დედამთილი ქმარს გაშორებულია, მაგრამ თავს ძალიან კარგად გრძნობს. თავისზე 20 წლით უმცროსი თაყვანისმცემელი ჰყავს.

არ ვიცი, ჩემი ქმრის მშობლები რატომ დაშორდნენ, მაგრამ მამუკა ამბობს, რომ ამას არც ერთი მათგანი არ განიცდის. პირადად მე, ოჯახების დანგრევის წინააღმდეგი ვარ. თუმცა, ამ საკითხში ჩემი აზრი არავის აინტერსებს, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ამაზე არ მესაუბრა. მით უმეტეს, რომ ჩემი დედამთილი ყველას იმას აჩვენებს, თუ როგორ კარგად ცხოვრობს, მამამთილი კი – ჯერ არ მინახავს.

ის საზღვარგარეთ იმყოფება. განქორწინების შემდეგ მაშინვე წავიდა და თავისი ბიზნესიც იქ გადაიტანა. ამბობენ, რომ იქ უფრო მეტად გამდიდრდა. მასთან რამდენიმე წუთიანი სატელეფონო საუბარი მქონდა და ძალიან კარგ და ზრდილობიან ადამიანად მომეჩვენა. მარტო იმას მეკითხებოდა, ხომ არ მაბრაზებს მისი ყოფილი ცოლი და მიჯერებს თუ არა მისი ვაჟი. და კიდევ ბევრს ხუმრობდა.

რა თქმა უნდა, ჩვენს ქორწილში ორივე დავპატიჟეთ. მე ნათესავებისაგან ნებისმიერი საჩუქარი გამიხარდებოდა, მაგრამ ჩვენი ოჯახის მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, რაიმე უძრავ ქონებას ველოდი. ეს ხომ ყველაზე მთავრი და ყველაზე საჭიროა ახალგაზრდა ოჯახისათვის. თუმცა, ყველაფერი სხვაგვარად მოხდა.

ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე მამამთილმა დარეკა და გვითხრა, რომ ქორწილისთვის ჩამოსვლას ვერ მოახერხებდა. მას ბოლო წუთას შეეცვალა გეგმები და საქმეების გამო ასეთი სერიოზული მიზეზის გამოც კი ვერ ახერხებს ჩამოსვლას. მან მოიბოდიშა და დაგვპირდა, რომ მაშინვე ჩამოვიდოდა, როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცემოდა. რას იზამს, ბიზნესია.

იმ დღეს ხელი მოვაწერეთ და რამდენიმე მოწმე მოვიწვიეთ. ჩემი დედამთილიც მოვიდა. ეს ქალი დილიდანვე ფეხზე ძლივს იდგა. ის ძალიან მხიარული, გახსნილი და აქტიური იყო.  მუდმივად ჩვენთან ერთად ფოტოს გადაღებას ითხოვდა და ტელეფონით ეჩხუბებოდა თავის ახალ თაყვანისმცემელს.

დედამთილის საქციელი

საღამოს, როდესაც უკვე ყველამ თავისი ადგილი დაიკავა ერთ მყუდრო რესტორანში და მხიარულება დაიწყო, მე ჩემს მშობლებს ვიდეო ზარით დავუკავშირდი. ვაჩვენე, რომ ყველაფერი კარგად იყო, მათი დალოცვა მივიღე და ცოტა ვიტირე კიდეც მათთან ერთად. ათიოდე წუთის შემდეგ ჩემს დედამთილს უცებ გაახსენდა, რომ ჩვენთვის თავისი საჩუქარი ჯერ არ გადმოეცა. ამიტომ ჭიქების ხმაურის ფონზე ერთი ძველი კონვერტი მოგვიტანა, რომელშიც ყველასთვის ნაცნობი საზღვარგარეთული ვალუტის ერთადერთი ბანკნოტი იდო. ასი დოლარი. არც მეტი, არც ნაკლები.

მაშინ ისეთი გაოგნებული ვიყავი, რომ ხუმრობა მეგონა. ზოგმა მეგობარმა უფრო მეტი გვაჩუქა. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ჩემი დედამთილი არ ხუმრობდა და ერთადერთი შვილი დამოუკიდებელ ცხოვრებაში მხოლოდ მისი “ბრძნული” დარიგებებითა და იმ თანხით გაუშვა, რომელიც იმისთვის იქნებოდა საკმარისი, რომ რესტორანში ერთი საშუალო ანგარიში გადაეხადა. რა სირცხვილია.

საქმროს მამა

როგორც უკვე ვთქვი, მამამთილს ჯერ არ ვიცნობ, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ის ნორმალური მამაკაცია და თავის შვილს ნაქირავებ “ხრუშოვკაში” არ დატოვებს. ახლა მესმის, რატომ გაექცა თავის ცოლს სხვა კონტინენტზე. ალბათ მეც ასე მოვიქცეოდი.

საინტერესოა, როდის ჩამოვა? რატომღაც მგონია, რომ ის კარგ ბინას გვიყიდის. ადრე ვიტყოდი, რომ ჩემთვის სულ ერთია, თუნდაც ეს კიდევ ერთი ასი დოლარი ყოფილიყო და თუნდაც კონვერტის გარეშე. მაგრამ ახლა, როდესაც უკვე ზრდასრული ვარ, გავთხოვდი და ჩემი ოჯახის ზრდასა და განვითარებაზე ვფიქრობ, ჩემი შეხედულებებიც შეიცვალა. და ზოგადად, ჩვენ მთელი ცხოვრება წინ გვაქვს, ვინ უნდა იფიქროს ცალკე საცხოვრებელზე, თუ არა თავად ჩვენ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს