მას მოუწია, რომ საპირფარეშოში გასულიყო და სასწრაფოთ დაერეკა მეგობართან. პაემანზე გაუთვალისწინებელი სიტუაცია შეიქმნა

796

დიდი ხანია ცნობილია, რომ ევროპაში რესტორანში ანგარიშს შუაზე იყოფენ. ამაში გასაკვირი არაფერია, თუმცა ევროპელებს იმის საშუალება ნამდვილად აქვთ, რომ თითოეული ცენტი არ დაითვალონ. გარდა ამისა, სტატისტიკის მიხედვით, ევროპელ ქალებს უკვე დიდი ხანია ისეთივე შემოსავალი აქვთ, როგორიც მამაკაცებს. ზოგიერთ შემთხვევაში, ისინი მეტსაც ღებულობენ.

დასავლეთიდან მოდასთან ერთად ჩვენთან სოციალური ტენდენციებიც შემოდის. უფროსი თაობა ახალგაზრდობას კიცხავს იმის გამო, რომ ისინი ძველ წეს-ჩვეულებებს არ იცავენ. ახალგაზრდები კი ცდილობენ აითვისონ ყველა უცხოური ჩვევა, რის გამოც სხვადასხვა კაზუსები და გაუგებრობები ხდება.

რესტორნის ანგარიში

დატვირთული პედაგოგი

ია, დაწყებითი კლასების მასწავლებელი, თავის პირად ცხოვრებას ვერაფრით ვერ აწყობდა. მისი თაყვანისმცემლები, რომლებიც ყვავილებს ჩუქნიდნენ, ძალიან არასერიოზული და არასანდო პრეტენდენტები იყვნენ. ის მამაკაცები კი, რომლებიც იას აინტერესებდა, ცოლ-შვილიანები იყვნენ. გარდა ამისა, ცხოვრების მეგზურის საპოვნელად, მას ცოტაოდენი დრო მაინც უნდა დაეხარჯა. ამის საშუალება კი – გოგონას არ ჰქონდა.

ერთხელ, მისმა ერთმა გაუთხოვარმა მეგობარმა შესთავაზა, რომ მის ყოფილ თანაკლასელთან ერთად წასულიყო პაემანზე. მაქსიმე უცოლოა, ფული აქვს, სახლიც და მანქანაც. პერსპექტიულ სფეროში მუშაობს, კარგი გარეგნობა აქვს, ნაკითხია, ასე რომ, მგონი მასთან საინტერესო იქნება. შესანიშნავი ვარიანტია, სახლში რატომ უნდა იჯდე? კლასის საკონტროლო დავალებების შესწორებას დიდი დრო არ დასჭირდება. მალ-მალე შეამოწმებ და მთელი საღამო თავისუფალი გექნება!

დასაწყისში ია სკეპტიკურად იყო განწყობილი. უცნობი ბიჭი, ის მარტო, მეგობრის გარეშე. რაზე უნდა ისაუბრონ ან სად უნდა წავიდნენ? მაგრამ მან სოციალურ ქსელში მისი სურათები დაათვალიერა და დათანხმდა. ეს ადამიანი ბევრ ადგილას ყოფილა ნამყოფი, ბევრი რამ უნახავს, ალბათ ღირს დათანხმება. თანაც სალაპარაკო თემაც იქნება. მას აუცილებლად ექნება მოსაყოლი რამდენიმე ისტორია უჩვეულო ცხოვრების შესახებ სხვა ქვეყნებსა და კონტინენტებზე.

პაემანზე წასვლისას გოგონამ ჩანთაში მხოლოდ სტანდარტული ნივთები ჩაილაგა და ცოტაოდენი ფული, რათა ტაქსის ფული გადაეხადა. “ყოველი შემთხვევისთვის” – გაიფიქრა იამ. მოსაღამოვდა. პირველ პაემანზე დაგვიანება ლამაზი არ იქნებოდა, ამიტომ იმედებით აღსავსე მასწავლებელი სახლიდან გამოვიდა და დანიშნული ადგილისკენ გაემართა.

პაემანი და რესტორნის ანგარიში 

შემდეგმა რამდენიმე საათმა ახალგაზრდებისთვის ერთი წამივით გაიფრინა. მაქსიმე ბევრს საუბრობდა თავის ცხოვრებაზე, სამსახურზე, ოცნებებზე. იაც უზიარებდა თავის ფიქრებს და გულწრფელად ეცინებოდა თავისი ახალი ნაცნობის ხუმრობაზე. შემდეგ ისინი რესტორანში წავიდნენ სავახშმოდ. ია იმ რესტორანში ნამყოფი არ იყო, მაგრამ მაქსიმემ დაარწმუნა, რომ იქ ფასები არ “იკბინებოდა” და წესით არანაირი პრობლემა არ უნდა ყოფილიყო.

ახალგაზრდებმა ერთად სასიამოვნო დრო გაატარეს. იას თავისმა მეგობარმა დაურეკა და ჰკითხა, თავს როგორ გრძნობდა. პასუხად სამადლობელო სიტყვები მოისმინა და შეთავაზება, რომ როგორმე ერთად შეკრებილიყვნენ. ია თავს ნამდვილად ძალიან კარგად გრძნობდა, ალბათ, პირველად ბოლო დროის მანძილზე. კარგი საღამო, სასიამოვნო კომპანია. არავითარი მოსწავლეების შემოწმება და გაკვეთილისთვის მზადება.

სწორედ ამიტომ განსხვავდებოდა საღამოს დასაწყისი მისი ფინალისაგან, რომელიც აკანკალებული ხელებით და სრული იმედგაცრუებით დასრულდა. საქმე ის იყო, რომ პაემნის დასასრულს მაქსიმემ იას ანგარიშის თანაბრად გაყოფა შესთავაზა. ანუ მათ ყველაფერი თანაბრად შეჭამეს და ევროპაში, სადაც ის არაერთხელ ყოფილა, დიდი ხანია ასეა მიღებული.

რა უნდა ექნა გაოცებულ მასწავლებელს, რომელიც რესტორანში საკუთარი ავტომობილითაც კი არ მოსულა? რა თქმა უნდა, დათანხმდა. ის საპირფარეშოში გავიდა და სასწრაფოდ, ზედმეტი ხმაურის გარეშე, თავის მეგობარს დაურეკა. მან სთხოვა, რომ მისთვის საჭირო თანხა გადმოერიცხა. კიდევ კარგი, რომ ის მაშინვე დათანხმდა.

განწყობის ცვლილება

ამის შემდეგ მაქსიმემ მის მიმართ საგრძნობლად გაცივებული მეგზური სახლში მიაცილა და ამით მათი ურთიერთობა დასრულდა. იას ამ ბიჭის ნახვა აღარ სურდა, მას კი ნამდვილად არ ესმოდა ამის მიზეზი. მაგრამ ყველაზე საინტერესო სხვა რამ იყო.

იას მეგობრები და ნაცნობები თავიანთი არგუმენტებითა და შენიშვნებით ორ საპირისპირო ბანაკად დაიყვნენ. ერთნი “დაზარალებულ” მასწავლებელს უჭერდნენ მხარს და ვერ ხვდებოდნენ, თუ როგორ შეიძლებოდა, რომ პირველ შეხვედრაზე მამაკაცს გოგონასგან რაიმე თანხა ეთხოვა? სხვები კი, პირიქით, ახალგაზრდა მამაკაცის ქმედებაში არავითარ “მინუსს” არ ხედავდნენ. რატომ უნდა გადაეხადა, მას ხომ არ მიუწვევია პაემანზე? და იყო კი ეს პაემანი?

ხალხში უკვე დიდი ხანია დაობენ ამ საკითხზე. ერთნი ამტკიცებენ, რომ ნამდვილმა მამაკაცმა აუცილებლად თავად უნდა გადაიხადოს მთლიანი თანხა, რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს. სხვები კი პასუხობენ, რომ ზოგიერთ თანამედროვე გოგონას ძალიან უყვარს სხვის ანგარიშზე ჭამა. მამაკაცები კი ყოველთვის მილიონებს არ გამოიმუშავებენ, რომ ყველას აჭამონ.

ვიღაც ერთ მოსაზრებას უჭერს მხარს, სხვანი – მეორეს. ყველა მხრიდან ლოგიკური და არც თუ ისე ლოგიკური არგუმენტები ისმის. ზოგადად, ადამიანებს კამათი უყვართ, რადგან სწორედ ამ დროს იბადება ჭეშმარიტება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს