სიღარიბესთან ბრძოლა იწყება მაშინ, როცა ადამიანი ფსიქოლოგიურ დონეზე აღწევს თავს მის ბორკილებს. სიღარიბისგან თავის დასაღწევად, საკმარისი არ არის, რომ კარგი ფულის გამომუშავება დაიწყოთ. სიმდიდრის არსი მხოლოდ გამოტენილი საფულე არ არის.
არსებობს ჩვევები და დამოკიდებულებები, რომლებიც, როგორც ჩანს, სიღარიბის ხაფანგში გამყოფებთ. მისგან თავის დასაღწევად, ჯერ უნდა გაიგოთ, რას აკეთებთ არასწორად. ეს არის ის, რაზეც პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ.
სიღარიბესთან ბრძოლა
როცა ფული გიჭირს, დაზოგვა გიწევს. ეს ჩვევა არც ისე ცუდია, რადგან ის დამოუკიდებლობას და დისციპლინას გასწავლის. თქვენ გონივრულად ხარჯავთ თქვენი შრომით გამომუშავებულ ფულს. თუმცა, ხანდახან ეს ფანატიზმში გადადის.
მაგალითად, არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან გარკვეული ფასდაკლების გამო მთელი ქალაქი მოიარონ. იქ უფრო იაფია! ამასთან, ყველას არ ესმის, რომ ამით ფუჭად კარგავს თავის ფასდაუდებელ რესურსს – დროს. გარდა ამისა, ასეთ შემთხვევებში მგზავრობაშიც ხარჯავთ ფულს. ნუთუ ღირს?
ადრე, მეც ასე ვიქცეოდი. მაგრამ ახლა მესმის, რომ მირჩევნია მეტი გადავიხადო, ვიდრე ზედმეტი წუთები დავხარჯო გზაში და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ფულის დაზოგვის მიზნით, ზოგი ადამიანი დაბალი ხარისხის ნივთებს ყიდულობს. მაგალითად, ფეხსაცმელს, რომელიც მომავალი სეზონისთვის უკვე გამოუდეგარია.
აზრი აქვს ძვირადღირებული, მაგრამ მაღალი ხარისხის ფეხსაცმლის ყიდვას. ამ შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ ის რამდენიმე წლის განმავლობაში ჩაიცვათ. ასეთი შენაძენი სავსებით გამართლებულია.
მართალს ამბობენ, რომ ძუნწი ორჯერ იხდის. საკუთარ საჭიროებებზე დაზოგვა სისულელეა. უბრალოდ, უნდა ისწავლოთ როგორ დააკმაყოფილოთ ისინი სწორად. არ შეიძლება ორგანიზმის ძირითადი საჭიროებების უგულებელყოფა და დაბალი ხარისხის საკვების შეძენა. ასევე, ნუ უგულებელყოფთ ექიმთან ვიზიტებს, მათი ბოლო მომენტამდე გადადებით. შედეგად, მაინც უფრო მეტს გადაიხდით.
სიღარიბის სხვა ჩვევები
სიღარიბის ხაჯანგში ხშირად ფულით შეპყრობილი ადამიანები ხვდებიან. პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ რაც უფრო მეტად გიყვართ ფული, მით უფრო რთულია მისი გამომუშავება. ეს არის ზუსტად ის შემთხვევა, როდესაც ადამიანი ცხოვრობს მხოლოდ მატერიალურ სამყაროში და არ აზროვნებს სხვა კატეგორიებში.
ალბათ გყავთ ნაცნობები, რომლებსაც აბსოლუტურად ყველაფერი ფულად ეკვივალენტში გადაჰყავთ. ისინი ითვლიან რამდენი დახარჯეს მეგობრებმა საჩუქრებზე, რათა გაიგონ, რა თანხა უნდა დახარჯონ მათთვის საჩუქრების ყიდვაზე. წვეულებაზე ასეთ ადამიანებს შეუძლიათ დათვალონ, რამდენი დახარჯა დიასახლისმა სადღესასწაულო კერძების მოსამზადებლად.
ფულით ასეთ მანიაკალურ გატაცებას, კარგი არაფერი მოაქვს. და რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, როგორც წესი, სწორედ ასეთ ადამიანებს აქვთ ყველაზე ხშირად ცარიელი საფულე.
სიღარიბის ბევრი ჩვევა ჩვენი მშობლების წარსულიდან მოდის. სსრკ-ში მცხოვრები ყველა ადამიანი ვერ ახერხებდა საკუთარი თავისთვის ყველაფრის უფლების მიცემას. ალბათ გსმენიათ ფრაზა: “ჩვენ არ ვცხოვრობდით კარგად და ვერც ახლა დავიწყებთ“.
თუ თქვენც ასე იაზროვნებთ, მაშინ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ოდესმე შეძლებთ გამდიდრებას. მთავარი პრობლემა ხომ შინაგან ფსიქოლოგიურ შეზღუდვებშია. თითქოს ადამიანი საკუთარ თავს უკრძალავს კარგად ცხოვრებას და სხვებზე მეტის გამომუშავებას.
ასეთი ცხოვრების შესახებ ჩივილების მოსმენა ბევრს არ მოსწონს. ამიტომ თავინთ მდგომარეობაში მყოფი მეგობრების ძებნას იწყებენ. და თუ ადამიანმა მოახერხა ასეთი თანამოაზრეების პოვნა, ამ ორმოდან ამოსვლა გაცილებით რთული იქნება. ერთად ისინი ყველა გარშემომყოფს დაადანაშაულებენ თავიანთ პრობლემებში, მაგრამ არა საკუთარ თავს. ეს კი ხელს შეუშლით საკუთარი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში.
სიღარიბესთან ბრძოლა: როგორ შევცვალოთ საკუთარი ცხოვრება
მაშ, რა შეიძლება გაკეთდეს სიღარიბისადმი დამოკიდებულებისგან თავის დასაღწევად? პირველ რიგში, უნდა დაიწყოთ არა მხოლოდ ფულის, არამედ თქვენი დროის დათვლა. როცა მიხვდებით, რომ დაზოგვისთვის დროის გაწირვა უაზრობაა, ეს ცვლილებებისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება.
მეორე, შეადგინეთ იმ ნივთების სია, რომლებიც აქამდე არასოდეს გიყიდიათ “რადგან ძვირია“. ეს შეიძლება იყოს ჩვეულებრივი ფინჯანი ყავა – კაფეში. რეგულარულად გაახარეთ საკუთარი თავი – კვირაში ერთხელ მაინც. ასე ნამდვილად არ გაღარიბდებით, მაგრამ მიხვდებით, რომ სამყარო არ დაინგრა და თქვენ იმსახურებთ საკუთარ თავზე ზრუნვას.
და კიდევ, შეეცადეთ თქვენს ცხოვრებას ნათელი ფერები შესძინოთ. შეიძინეთ რაიმე უჩვეულო აქსესუარი განწყობის ასამაღლებლად. თქვენ ასევე შეგიძლიათ ექსპერიმენტი ჩაატაროთ საჭმელზე, თუ გიყვართ საჭმლის მომზადება. უბრალოდ გააკეთეთ ის, რისიც ადრე გეშინოდათ.
არასოდეს არ არის გვიან საკუთარი წარმოდგენების შეცვლა. მთავარია, გქონდეს მიზანი და ცხოვრების შეცვლის სურვილი.