რას უყურებენ პატარძლის მშობლები პირველ რიგში? იმას, რომ მათ ქალიშვილს ჰყავდეს საქმრო კარგი ოჯახიდან, რადგან ეს არ არის მხოლოდ უზრუნველი ქორწინება, არამედ ეს არის საჭირო ნაცნობობა, პერსპექტივა, კარგი დასაწყისი ოჯახური ცხოვრებისთვის. საქორწილო საჩუქარსაც კი დიდი ყურადღება დაეთმობა: ”მაშ როგორ, ჩვენს საკუთარ ქალიშვილს ვათხოვებთ!”
მთელ ამ ამბავში მხოლოდ ის ირკვევა, რომ ორივე მხარის მშობლები უბრალოდ ვალდებულნი არიან შვილის ქორწილში უკანასკნელი გროშები დახარჯონ. რათა ხალხმა ზურგსუკან არ იჩურჩულოს და მძახლებიც გახარებულები იყვნენ. ტრადიციაა ასეთი. სწორია თუ არა ეს, ფაქტობრივად, ღია კითხვაა. მაგალითად, დასავლეთში ეს საკითხი საერთოდ არ აწუხებთ. მიაღწია ბავშვმა გარკვეულ ასაკს? მშვიდობით, ზრდასრულ ცხოვრებაში! ქორწილში, გესტუმრებით, რა თქმა უნდა, თუ დაგვპატიჟებთ.
საქმრო კარგი ოჯახიდან
ჩემი პირველი ქმარი, რომ იცოდეთ რა უვარგისი იყო. ყოველთვის ცუდ ხასიათზე იყო, ხშირად ყვიროდა, რამდენჯერმე ხელიც კი ასწია ჩემზე. უკეთ რომ წარმოიდგინოთ, მაშინ ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობდით, ამიტომ ჩვენი პატარა ქალიშვილი ყველაფერს ხედავდა. თუმცა მასზე ბავშვის ცრემლებიც კი არ მოქმედებდა. მე კი განქორწინებას ვერაფრით ვბედავდი.
მერე, როდესაც, ბოლოს და ბოლოს, გავეყარე, ძალიან გამიჭირდა. მაშოსთან ერთად ნაქირავებ ბინებში ვცხოვრობდი. პარალელურად, როგორმე თანხის გამომუშავებას ვცდილობდი, რადგან ნორმალური პროფესია არ გამაჩნდა და ასეთ საქმეებში გროშებს მიხდიდნენ. ზოგჯერ მოლარე გოგონებს ვცვლიდი, ზოგჯერ ბავშვებს ვიტოვებდი. სამუშაო გამოცდილების გარეშე და არც თუ ისე ხელსაყრელ პირობებში.
მხოლოდ ამის შემდეგ შევხვდი ნიკას, ჩემ მომავალ მეუღლეს. მან ენერგიის ის მუხტი მაჩუქა, რომელიც დღემდე კვებავს ჩემს სხეულსა და სულს. კეთილი, საყვარელი, ცოტა გულუბრყვილოც კი. ის ჩვენს ოჯახს უპრობლემოდ შეეწყო. ჩემს შვილს საკუთარი მამასავით უყვარს. ის სახლის საქმეებშიც კარგად მეხმარება და ამასთანავე იმასაც არ ივიწყებს, რომ მამაკაცია და მარჩენალიც.
ჩვენ ნულიდან დავიწყეთ, მაგრამ ახლა უკვე კარგი ბიზნესი გვაქვს. ადრე თუ ბინის ქირის გადახდას ვალების გარეშე ვერ ვახერხებდით, ახლა ყველა ერთად კერძო სახლში ვცხოვრობთ, კარგ უბანში. დასასვენებლად წელიწადში ორჯერ დავდივართ, ჩემი ქალიშვილი კი – პრესტიჟულ სკოლაში სწავლობს. მე კარგად მახსოვს რით დავიწყე და ვისი მადლიერი უნდა ვიყო ახლანდელი წარმატების.
ნიკას ვაფასებ და დიდ პატივს ვცემ. სხვებისთვის, ის ბატონი ნიკოლოზია, მაგრამ თავად მას არ მოსწონს ეს ოფიციალურობა და ქედმაღლობა. უბრალოება და გულწრფელობა – აი, მისი წარმატების საიდუმლო, როგორც თავად ამბობს ხოლმე. მე კი მას სრულიად ვეთანხმები.
რამდენიმე წლის წინ კუნძულებზე გავფრინდით დასასვენებლად, სადაც ნიკამ გამოგვიცხადა, რომ სურვილი ჰქონდა ნინი ეშვილა. ჩვენ ორივე სასიამოვნოდ გაოცებულები დავრჩით. ძალიან მიხაროდა, რომ ჩემს ქალიშვილს, ბოლოს და ბოლოს ნამდვილი მამა ეყოლებოდა. ამ მოვლენამ კიდევ უფრო დაგვაახლოვა. და სწორედ მაშინ, როდესაც უკვე დარწმუნებული ვუყავი, რომ ჩემი ქმარი იდეალური მამაკაცი იყო, ერთი უსიამოვნო ამბავი გავიგე. ეს ამბავი მისი წარსულიდან იყო.
ის რომ მას ადრე ცოლი ჰყავდა, მე ეს მშვენივრად ვიცოდი. ამაში რა არის, მე ხომ თავადაც მას ბავშვიანი მივთხოვდი? მას თავისი შვილები არ ჰყავდა, ამიტომ მე მის წინა ქორწინებას არავითარ ყურადღებას არ ვაქცევდი, თანაც ვიცოდი, რომ ის კარგი ოჯახიდან იყო. როგორც აღმოჩნდა, ამაოდ.
დაქორწინების მომენტისთვის ჩემი ქმრის პირველ ცოლს პატარა ვაჟი ჰყავდა. და იმისთვის, რომ მოგვიანებით პრობლემები არ შექმნილიყო დოკუმენტებთან და ყველაფერთან დაკავშირებით … ნიკამ მისი შვილად აყვანა გადაწყვიტა. დიახ, დიახ, თქვენ სწორად გაიგეთ. ბიჭმა არც კი იცოდა, რომ მამამისი სინამდვილეში მისი მამინაცვალი იყო. გესმით? მას დღემდე ასე ჰგონია. განქორწინების შემდეგ, ნიკას პირველი ცოლი იმდენად იყო მასზე გაბრაზებული, რომ შვილთან ურთიერთობა აუკრძალა.
ჩემმა იდეალურმა ქმარმა, რა თქმა უნდა, მთელი ქონება ყოფილს დაუტოვა. მისგან ორი ჩანთით წამოვიდა, რომელშიც ტანსაცმელი და პირადი ნივთები იყო. კარგია, რომ ის შესანიშნავი სპეციალისტია და სწრაფად შეძლო ფეხზე დადგომა. და ისიც, რომ მას არ უღალატა ნერვებმა მოვლენების ასეთი შემობრუნებისგან. არიან ისეთებიც, რომლებიც განქორწინების შემდეგ გონს ვერ მოდიან და სასმელს ეძალებიან …
მას ჰქონდა შეთანხმება ყოფილ მეუღლესთან, რომ რადგან ის არ ხედავდა თავის „შვილს“ და ყველაფერს ცოლს უტოვებდა, მისგან ალიმენტს არ უნდა ელოდეს. ის, რა თქმა უნდა, მაშინვე დათანხმდა, რადგან ისედაც ხომ გასაგებია, რომ მათხოვარს არასოდეს ექნება ფული ალიმენტისთვის. შემდეგ მე და ნიკამ ერთად ცხოვრება და მუშაობა დავიწყეთ, დანარჩენი კი იცით.
და რაღაც სასწაულით, მისმა ყოფილმა ცოლმა შეიტყო ჩვენი ოჯახის წარმატების შესახებ. მისი ვაჟი ამასობაში გაიზარდა და დაქორწინებაც კი გადაწყვიტა. ყოფილმა ცოლმა გადაწყვიტა, რომ დაერეკა და პირადად ეთქვა ნიკასთავის ყველაფერი. ამ ქალმა ღია ტექსტით განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა, თუ მამა თავად მივიდოდა შვილის ქორწილში და დაეხმარებოდა მას ზრდასრული ცხოვრების დაწყებაში. საჩუქრის სახით კი სრულიდ საკმარისი იქნებოდა მანქანა, მაგრამ, რა თქმა უნდა, უცხოური.
დოკუმენტების მიხედვით, მისი ვაჟი ჯერ კიდევ ნიკას ოფიციალური შვილია. თვითონ მოინდომა ასე. მას საერთოდ არ აინტერესებს, რომ უკვე ამდენი წელი გავიდა. გარდა ამისა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ვაჟს ნიკა აღარც ახსოვს. გარდა ამისა, დედა მას მთელი ამ ხნის განმავლობაში “მამაზე” ათას სისულელეს მოუყვებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება. ახლა მას უბრალოდ სარგებლის მიღება სურს.
ჩემი ქმრის ადგილას სხვა რომ ყოფილიყო, უბრალოდ გაიცინებდა. გასაგებია, რომ სიტუაცია უფრო კომიკურია, ვიდრე სერიოზული. ამას ყველა მიხვდებოდა. მაგრამ ჩემი ნიკა იდეალურია და ამიტომ სერიოზულად დაფიქრდა ყოფილის სიტყვებზე. მე მითხრა, რომ არსად წავა და არაფრის ჩუქებას არ აპირებს.
თუმცა თვალებზე ვატყობ, რომ ის ზარი ჯერ კიდევ ტანჯავს, ქორწილამდე კი – რამდენიმე თვეა დარჩენილი. რამდენიც არ უნდა ველაპარაკო, შედეგი იგივეა. ის ერთ ამბობს, მაგრამ მის თვალებში მე სულ სხვა რაღაცას ვხედავ. მის ყოფილს პირადად რომ დაველაპარაკო, ესეც არაფერს შეცვლის. ის ისეთი ჩანს, რომ თავისას მარტივად არ დათმობს.
მართალია მანქანის ყიდვა ჩვენს ბიუჯეტს ძალიან არ დააზარალებს, მაგრამ რატომ უნდა მივცე ჩვენი საერთო ფულის დახარჯვის უფლება სხვის ოჯახზე? ზრდასრულ ბიჭზე, რომელმაც დაქორწინება მოისურვა. იმის საჩვენებლად, რომ საქმრო კარგი ოჯახიდან არის? არაფერიც, მათი მატარებელი წავიდა. ახლა ნიკას ოჯახი – მე და ნინი ვართ და ყოველთვის ასე იქნება. მაგრამ, როგორ გადავწყვიტოთ ეს ჩვენს დონეზე და რაც შეიძლება მალე? რაც მეტი დრო გადის, მით მეტი თავდაჯერებულობა უჩნდება ნიკას, რაც მე ძალიან არ მომწონს.