ივან კუპალას დღესასწაულზე 6 – 7 ივლისის ღამეს მკითხაობენ. გოგონებს სჯერათ ამ პროგნოზების საიმედოობის და თვლიან, რომ ბევრის გაგება შეუძლიათ საკუთარ ბედზე. დღესასწაულის რიტუალები მჭიდრო კავშირშია წყალთან, მცენარეებთან და ცეცხლთან.
მკითხაობა ივან კუპალას დღესასწაულზე
ტრადიციულად დღესასწაული წყალსაცავთან იმართებოდა. ანთებდნენ კოცონს, რომელსაც ნეგატივისგან განთავისუფლების მიზნით ზედ გადაახტებოდნენ ხოლმე. კარგ ნიშნად ითვლებოდა, თუ ახალგაზრდა წყვილი გადახტომის დროს ერთმანეთს ხელს არ გაუშვებდა: მათ ბედნიერი ოჯახური ცხოვრება ელოდათ.
დღესასწაულის სიმბოლოა – გვირგვინი. მას შემდეგნაირად ამზადებდნენ: იღებდნენ ბზის დიდ ტოტს და ყვავილებით, ბაფთებითა და მძივებით რთავდნენ. მის გარშემო მღეროდნენ და ცეკვავდნენ. დღესასწაულის ბოლოს გვირგვინს წყალში უშვებდნენ. დღესასწაულის თითოეული მონაწილე გვირგვინიდან თავისთვის ბზის ტოტს იღებდა. მას ეზოს ან ბოსტნის კუთხეში რგავდნენ, როგორც თილისმას.
დღისით გოგონები ყვავილებსა და ბალახებს აგროვებდნენ, გვირგვინების დასაწნავად. თითოეული ლამაზმანი საკუთარ გვირგვინს რაიმე ნიშანს უკეთებდა. საღამოს გოგონები ამ გვირგვინებს თავზე იდგამდნენ და მდინარესთან იკრიბებოდნენ. დღესასწაულზე, მომავალი პატარძლები გვირგვინებზე სანთლებს ამაგრებდნენ, ანთებდნენ და წყალში უშვებდნენ. ცუდ ნიშნად ითვლებოდა, თუ გვირგვინი მაშინვე ჩაიძირებოდა. თუ გვირგვინი გაცურავდა – გოგონა მალე გათხოვდებოდა, თუ გვირგვინი ნაპირთან იტრიალებდა – იმ წელს მას საქმრო არ ეყოლებოდა. სიძე იქიდან იქნებოდა, რომელ მხარესაც გვირგვინი გაცურავდა.
ზოგიერთი ადამიანი ამ ღამეს ჯადოსნური გვიმრის ყვავილს ეძებდა. გოგონები, რომლებიც მეწყვილეს ირჩევდნენ. გვირილის ორ ყვავილს წყვეტდნენ და წყალში აგდებდნენ. თუ ყვავილები ერთმანეთისგან შორს გაცურავდა, ეს ნიშნავდა, რომ მათ ერთად ყოფნა არ ეწერათ. თუ გვირილები გვერდიგვერდ გაცურავდა, ეს ნიშნავდა, რომ სიყვარული ორმხრივი იყო.
შეყვარებულები გრძნობებს სხვანაირადაც ცდიდნენ: მინდორში ორ ბალახს გლეჯდნენ და ჭერს აკრავდნენ. ბალახი შრებოდა და იხრებოდა. თუ ღერები ერთმანეთისკენ იხრებოდა – სიმპათია ორმხრივი იყო. თუ ერთი ღერო სხვა მხარეს გადაიხრებოდა – გრძნობა ორმხრივი არ იყო.
რიტუალები და ცერემონიები
გასათხოვარი გოგონა სახლისკენ მიმავალ გზაზე მრავალძარღვას ფოთოლს წყვეტდა. დასაძინებლად რომ წვებოდა, მას ბალიშის ქვეშ დებდა და ამბობდა: „მრავალძარღვა, ჩემი საქმრო მაჩვენე! წინასწარ მითხარი, ვინ მოვა ჩემი ხელის სათხოვნელად?“ დილით გოგონა ცდილობდა გაეხსენებინა, ვინ ნახა სიზმარში.
გვირგვინის ბზისგან გოგონა ხიდის მგავს ფიგურას ამზადებდა და ბალიშის ქვეშ იდებდა. დასაძინებლად რომ წვებოდა შემდეგ სიტყვებს ამბობდა: „ჩემო ბედო, მოდი და ხიდზე გადამიყვანე!“ ბიჭი, რომელიც სიზმარში მას ხიდზე გადაიყვანდა, მისი საქმრო გახდებოდა.
ბზის ფოთლებზე გასათხოვარი ქალი მამაკაცის სახელებს წერდა, რომლებიც იცოდა. შემდეგ ფოთლებს ბალიშის ქვეშ ყრიდა და დასაძინებლად წვებოდა. დილით გოგონა რომელიმე ფოთოლს იღებდა. რა სახელიც ეწერებოდა ზედ – მის ქმარს ეს ერქმეოდა.
გოგონები წყლით სავსე თასში ბეჭედს დებდნენ და მასში საბედოს გამოსახულების დანახვას ცდილობდნენ. ივან კუპალას ღამეს, წინასწარმეტყველური სიზმრის სანახავად, ბალიშის ქვეშ შვიდი ყვავილისგან შემდგარ თაიგულს დებდნენ. თაიგულისთვის ყვავილებს მინდორში მზის ჩასვლისას აგროვებდნენ.
სასწაულები ამ დღეს ჯერ კიდევ ღამის დადგომამდე იწყება. ყველა შეჩვეულია იმ ფაქტს, რომ საღამოს მზე რეგულარულად ჩადის ჰორიზონტს ქვემოთ. 6 ივლისს ეს ციური სხეული უბრალოდ არ ჩადის – ის „ბანაობს“. მზე შვიდჯერ ამოიხედავს ჰორიზონტის ხაზის უკან. საოცარია, მაგრამ ასეა!
თქვენ თავადაც შეგიძლიათ დააკვირდეთ ამ საინტერესო მოვლენას. თუ კარგი ამინდი დაემთხვევა, მზის ჩასვლის წინ გადით ღია სივრცეში და დაინახავთ, როგორ დაიმალება მზე მთლიანად, შემდეგ კი მისი კიდე კიდევ რამდენჯერმე გამოჩნდება დედამიწის ზედაპირზე. ამ დროს ჩაფიქრებული სურვილი აუცილებლად ახდება. მთავარია, გწამდეს!