მრავალი თვალსაზრისით პარასკევი მძიმე დღეა და ამიტომ მასთან დაკავშირებული ნიშნებიც განსაკუთრებულია. გარდა იმისა, რომ საეკლესიო კანონიკის თანახმად პარასკევი – ვნების დღეა, არსებობს რიგი სხვა აკრძალვებიც. ითვლებოდა, რომ ვინც მათ არ გაითვალისწინებდა და სახლის საქმეებს გააკეთებდა, უბედურებას მიიზიდავდა თავისთვის და თავისი ახლობლებისთვის.
პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ვარკვევთ, ასე თუ არა ეს, სარეცხი მანქანით რეცხვის შემთხვევაშიც. ამ ნიშანს ხომ ჯერ კიდევ მაშინ მისდევდნენ, როდესაც ქალბატონები მხოლოდ ხელით რეცხავდნენ. დღევანდელ სტატიაში წაიკითხავთ მართლმადიდებლური ეკლესიის პასუხს, თუ რატომ არ შეიძლება პარასკევს რეცხვა და საიდან მოდის ეს ცრურწმენა.
რატომ არ შეიძლება რეცხვა პარასკევს: რას ნიშნავს ეს უძველესი ნიშანი
თანამედროვე ადამიანი პრაქტიკულად არასოდეს ფიქრობს იმაზე, შეიძლება თუ არა ტანსაცმლის რეცხვა ამა თუ იმ დღეს. ხშირად ამის დაგეგმვა ხდება თავისუფალ დროს ან როდესაც ძალიან ბევრი გასარეცხი ნივთი გროვდება.
უძველესი რწმენის თანახმად, არის დღეები, როდესაც უპრობლემოდ შეგიძლიათ სახლის დალაგება და თეთრეულის გარეცხვა და არის დღეები, როდესაც ამის გაკეთება არ შეიძლება. ერთ-ერთ ასეთ დღედ პარასკევი ითვლება. ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ ამ დღეს სარეცხის გარეცხვას კარგი არაფერი მოჰყვებოდა. ადამიანს უბედურება და დაავადებები აედევნება. თუ ამას გასათხოვარი გოგონა გააკეთებს, ის შეიძლება ვეღარც გათხოვდეს.
არსებობს სხვა ნიშნებიც, რომლებიც პარასკევს სარეცხის გარეცხვასთან არის დაკავშირებული. ითვლებოდა, რომ ამ დღეს გარეცხილი ტანსაცმელი აღარასოდეს იქნებოდა საკმარისად სუფთა. ადამიანებს სჯეროდათ, რომ ვინც ამ დაუწერელ წესს დაარღვევდა, ერთი კვირის მანძილზე მისი თანმდევი წარუმატებლობა იქნებოდა და ასევე შეიძლებოდა კამათისა და კონფლიქტის აქტიური მონაწილე გამხდარიყო.
თუ ისე მოხდებოდა, რომ დიასახლისი პარასკევს ნივთებს მაინც გარეცხავდა, მაშინ ამის შემდეგ მას გულწრფელად უნდა ელოცა და ეს აღარასოდეს უნდა გაემეორებინა. იგივე ეხებოდა ლოგინის თეთრეულსაც. პარასკევს მისი გამოცვლა აკრძალული იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში მის მფლობელებს ცუდი სიზმრები და კოშმარები ესიზმრებოდათ.
ცოდვაა თუ არა პარასკევს სარეცხის გარეცხვა: სასულიერო პირის მოსაზრება
მართლმადიდებლური რწმენის თანახმად, ადამიანისთვის მუშაობა ნებისმიერ დღეს იყო ნებადართული. თუმცა, ამ შემთხვევაშიც არის ერთი მაგრამ. საეკლესიო დღესასწაულებზე ქრისტიანი ეკლესიაში უნდა იმყოფებოდეს, ამიტომ, დამეთანხმეთ, რომ სახლის საქმეებისთვის მორწმუნეებს დრო ძალიან ცოტა დარჩებოდათ. ეკლესია არ იწონებს მათ საქციელს, ვინც ლოცვის ნაცვლად, მაგალითად, დიდ პარასკევს, ზრუნავს სახლის საქმეებზე და არა მარადიულზე.
არ დაიჯეროთ ცრურწმენა, რომ პარასკევს გარეცხილი თეთრეული აუცილებლად დაიფარება ლაქებით, ქრისტეს დაღვრილი სისხლის გამო. ეს რწმენა სხვა არაფერია, თუ არა წარმართული დროის გადმონაშთი. თანამედროვე ადამიანმა თავი უნდა დაიცვას ასეთი მითების ზეგავლენისაგან. ნივთები შეიძლება იმ შემთხვევაში გაფუჭდეს, თუ მათი მოვლის რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებთ.
ადრე, დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ, ადამიანი, რომელიც თავის გასარეცხ ნივთებს არჩევდა, ავტომატურად აცდენდა ღვთისმსახურებას. ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის ასეთი არჩევანი მიუღებელია. დღეს ავტომატური სარეცხი მანქანა ტაიმერით არის აღჭურვილი და ზოგიერთ მათგანს ნივთების გაშრობის ფუნქციაც აქვს. მორწმუნე ადამიანს თავისუფლად შეუძლია თავისი ნივთების სარეცხ მანქანაში მოთავსება, შესაბამისი რეჟიმის ჩართვა და ეკლესიაში წასვლა.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ სარეცხის მანქანა არ არის და ნივთები სასწრაფოდ გასარეცხია, შესაძლებელია დილით მათი წყალში მოთავსება, წირვისა და ლოცვის შემეგ კი ბოლომდე გარეცხვა. გახსოვდეთ, რომ ქრისტიანული ეკლესია არავითარ შემთხვევაში არ მოუწოდებს მორწმუნეებს, რომ უყურადღებოდ მოექცნენ საკუთარ ნივთებს, კერძოდ, ტანსაცმელს. ამიტომ პარასკევი საოჯახო საქმეებზე უარის თქმის მიზეზი არ არის. მთავარი ის არის, რომ ისინი უნდა შესრულდეს ღვთისმსახურებიდან თავისუფალ დროს.
ჩვენი წინაპრები უდავოდ იცავდნენ ამ წესებს, რათა უბედურება არ მოეზიდათ. დღეს ყველაფერი გაცილებით მარტივია, მაგრამ ზოგიერთი ნიშნის უგულებელყოფა მაინც არ ღირს.