მართალია თუ არა, რომ მსოფლიოში საუკეთესო ნახევარფაბრიკატები და სნექი საბჭოთა კავშირში იწარმოებოდა

279

ლეგენდარული საბჭოთა ნაყინი და საექიმო ძეხვი ბევრისთვის დღემდე ნოსტალგიის მიზეზს წარმოადგენს. მაგრამ ჩემი მშობლებისგან არასოდეს მსმენია მაღაზიაში ნაყიდი პელმენების და ვარენიკების შესახებ. რა არის ცნობილი სსრკ-ს დროინდელი ნახევარფაბრიკატებისა და სნექის ხარისხის შესახებ? პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამის გარკვევას შევეცდებით!

ნახევარფაბრიკატების ხარისხი

რა ვიცით სსრკ-ს კვების მრეწველობის შესახებ? ჯერ ერთი, საბჭოთა კავშირი ვერ დაიკვეხნიდა საკვების განსაკუთრებული სიმრავლით. მეორეც, ხალხი ხშირად აწყდებოდა პროდუქტების დეფიციტს. სამაგიეროდ, მაშინ პროდუქტების დამზადებას ბუნებრივი ინგრედიენტებისგან ცდილობდნენ, თუმცა საღებავებს და სხვადასხვა კონსერვანტებს მაშინაც იყენებდნენ.

მიუხედავად ამისა, აქცენტი კეთდებოდა სუფთა შემადგენლობაზე ე.წ. ქიმიის გარეშე. და ეს იყო განსხვავება სსრკ-სა და დასავლეთში წარმოებული ნახევარფაბრიკატების ხარისხს შორის. თანამედროვე სუპერმარკეტში თუ შეხვალთ და წაიკითხავთ შემადგენლობას ჩიფსების ან კრეკერების შეკვრაზე, თმა ყალყზე დაგიდგებათ. ალბათ დამეთანხმებით, რომ ასეთ საკვებს სასარგებლო კატეგორიას ვერ მივაკუთვნებთ.

როდესაც საბჭოთა მაღაზიების თაროებზე ნახევარფაბრიკატები გამოჩნდა, ამან ნამდვილი ფურორი გამოიწვია. ჯერ ერთი, ნამდვილად ძალიან მოსახერხებელია, როდესაც გაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ღუმელთან ძალიან დიდი დრო არ გაატარო და უკვე მზა საკვები შეიძინო. მეორეც, ასეთი კერძების კვებითი ღირებულება არ ჩამოუვარდებოდა სახლში მომზადებული კერძებისას.

მაგალითად, მაღაზიებში იყიდებოდა კონცენტრირებული სუპები პაკეტებით. ეს არ იყო უბრალოდ გაურკვეველი წარმოშობის ფხვნილი, არამედ იყო ნამდვილი ბოსტნეული და ხორცი, რომელიც წინასწარ იყო გამომშრალი და დაქუცმაცებული. პოპულარობით სარგებლობდა ბულიონის კუბები. მათ შემადგენლობაში შედიოდა ხორცი, ბოსტნეული, მცენარეული და ცხოველური ცხიმები, ასევე მარილი, შაქარი და სანელებლები.

ხშირად ამ ბულიონის კუბებს თუნუქის ქილებში ყიდიდნენ. ამ ქილებს საბჭოთა დიასახლისები არ აგდებდნენ და სხვა პროდუქტებისა თუ წვრილმანის შესანახად იყენებდნენ.

საბჭოთა სნექი და ნახევარფაბრიკატები

ლეგენდარული სიმინდის ჩხირები ფაქტიურად სსრკ-დან მოდის. პროდუქტი შეიმუშავა მეცნიერმა ვ. ი. კრიკუნოვმა. პირველი შეფუთვა გამოიცა ჯერ კიდევ 1963 წელს დნეპროპეტროვსკის საკვები კონცენტრატების კომბინატში. ყიდიდნენ მარილიან და ტკბილ ჩხირებს. თუ გაგიმართლებდათ, არომატიზირებულ პროდუქტს წააწყდებოდით: ჩხირებს ლიმონის ან ვანილის არომატით.

იმავე წელს, მოსკოვში პირველი ჩიპსებიც გამოჩნდა, თუმცა თავიდან მას ხრაშუნა კარტოფილს ეძახდნენ. გემო სრულად შეესაბამებოდა დასახელებას. თუმცა, ეს გასაგებიცაა, რადგან შემადგენლობაში შედიოდა თავად კარტოფილი, მარილი და კარტოფილის სახამებელი. არავითარ გემოს გამაძლიერებლებზე საუბარიც კი არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, ასეთი კულინარიული შედევრის შეძენა მხოლოდ დიდი ქალაქების მაცხოვრებლებს შეეძლოთ. პროვინციებში ასეთი პროდუქტის არსებობის შესახებ არც კი იცოდნენ.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში, დიდ ქალაქებში გაყინული კარტოფილი ფრი იყიდებოდა. ბუნებრივად გამოიყურებოდა ისე, როგორც შესაწვავად მზა კარტოფილი. მაგრამ პროდუქტმა არ გაამართლა და ძალიან მალე მისი წარმოება შეწყდა. პატარა ქალაქებისა და სოფლების მაცხოვრებლებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ ასეთი პროდუქტები იყიდებოდა.

მაღაზიებში პელმენი სსრკ-ს დროსაც იყიდებოდა. ის მაშინ გამოჩნდა, როდესაც ქვეყანაში დიდი საკვების კომბინატები გაჩნდა. თავიდან წარმოება ორი ეტაპად ხდებოდა. ჯერ მანქანები ამზადებდნენ ფარშს და ცომს. შემდეგ კი ადამიანები ხელით ამზადებდნენ პელმენებს. ცომის კიდეებს კვერცხის ცილით ამაგრებდნენ, რათ პელმენები არ გახსნილიყო.

საინტერესოა, რომ ადამიანების მოსაზრებები პელმენების შესახებ ძალიან განსხვავდება. ზოგი პელმენებს სიყვარულით იხსენებს და ამბობს, რომ ახლა ისეთს აღარ ამზადებენ. ზოგისთვის კი საბჭოთა პელმენების გემო უბრალოდ საზიზღარი იყო. როგორც გაირკვა, ძალიან ხშირად პროდუქტი არასწორად გადაჰქონდათ, რის გამოც ის დნებოდა, შემდეგ ისევ იყინებოდა და ხარშვის პროცესში ფაფად გადაიქცეოდა ხოლმე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს