პოდოლოგებმა გვიამბეს, თუ რომელი ფეხსაცმელი არ უნდა ვატაროთ ზაფხულში. ყველაზე ცუდი არჩევანი

903

ცხელი სეზონის დადგომასთან ერთად, უკლებლივ ყველა იწყებს ფეხის ფრჩხილების მოწესრიგებას, ქუსლების „გაქლიბვას“ და ვიეტნამური ჩუსტების ან სანდლების ჩაცმას. ერთი შეხედვით, თითქოს ზაფხულისთვის ამაზე უკეთეს ფეხსაცმელს ვერ გამონახავთ. თუმცა, თუ ექიმებს სანდლების მიმართ რაიმე განსაკუთრებული პრეტენზია არ გააჩნიათ, მაშინ ვიეტნამური ჩუსტების შემთხვევაში ყველაფერი არც ისე მარტივადაა, რადგან ზოგიერთი ადამიანი მათ მთელი ზაფხულის განმავლობაში ძირითად ფეხსაცმლად იყენებს, რაც კატეგორიულად არ შეიძლება.

ვიეტნამური ჩუსტები

რატომ არ გვირჩევენ ექიმები ვიეტნამური ჩუსტების რეგულარულად ტარებას? პირველ რიგში, ჰიგიენის გამო. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ მიწის ნაკვეთზე, რომლის ფართობიც რამდენიმე კვადრატული სანტიმეტრია, შეიძლება იყოს 18 ათასამდე ბაქტერია, რომელთა შორისაც არიან ადამიანების ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში წარმომადგენლები – ფეკალური ბაქტერიები.

საზაფხულო ჩუსტები ხშირად ისეთი მასალისგან მზადდება, რომელიც იწვევს ფეხების ჭარბ ოფლიანობას, რაც ხელს უწყობს პათოგენური ბაქტერიების აქტიურ გამრავლებას. სიარულის დროს, ასეთი ჩუსტი მუდმივად ურტყამს ფეხებს ქუსლის მიდამოში. ეს იწვევს ეპიდერმისის მნიშვნელოვან გაუხეშებას, რაც შემდგომში იწვევს ქუსლებზე ნახეთქების გაჩენას.

ეს ფეხსაცმელი ასევე არ არის კარგი ორთოპედიული და ტრავმული მაჩვენებლების მიხედვით. ჩუსტების ტარებისას საფრთხე ექმნება ტერფის სახსარს, რომელმაც ასეთ ფეხსაცმელში შეიძლება შემთხვევით დაკარგოს სტაბილური პოზიცია, რამაც შესაძლოა მოულოდნელი ტრავმა გამოიწვიოს.

თხელი და ბრტყელი ძირი ამორტიზატორების გარეშე ვერ იცავს ფეხებს სიარულის დროს. ამან შესაძლოა ხელი შეუწყოს ბრტყელტერფიანობის და ფეხის დეფორმაციის განვითარებას. როდესაც ასეთი ჩუსტები გაცვიათ, ფეხის კუნთები გაზრდილ დატვირთვას განიცდის. მათ დამატებით უწევთ დაძაბვა, რათა მთელი სხეულის გადაადგილების გარდა, დაიჭირონ ჩუსტები, რომლებიც ხშირად გასაფრენად არიან მზად. შედეგად ხდება მყესებისა და კუნთების არასასურველი დაჭიმვა.

თითების არაბუნებრივი მოძრაობები, რომლებიც გამოწვეულია ვიეტნამური ჩუსტების ტარებით, იწვევს მყესების უნებლიე შეკუმშვას. ასეთმა ფეხსაცმელმა შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი არა მარტო ტერფებში, არამედ ბარძაყის სახსრებში და ასევე ხერხემალში. სწორი პოზა დარღვეულია.

ღია ფეხსაცმელი ცუდად იცავს ფეხებს ჭრილობებისა და მწერების ნაკბენისგან. ჩუსტების გახანგრძლივებული ტარებით, იცვლება ადამიანის სიარულის მანერაც, რაც გადაიქცევა ზედაპირიდან ფეხების აწევის გარეშე სიარულში.

მნიშვნელოვნად იზრდება ფეხის წამოკვრის, წონასწორობის დაკარგვისა და დაცემის რისკი. ადამიანი ყურადღებას ამახვილებს ფეხსაცმელზე, რომელიც ფეხიდან სძვრება, იმის ნაცვლად, რომ აკონტროლოს ზედაპირი, რომელზეც მოძრაობს.

რისთვის არის შესაფერისი ზაფხულის მსუბუქი ფეხსაცმელი?

ვიეტნამური ჩუსტები შესანიშნავია აუზზე წასასვლელად ან სანაპიროზე სეირნობისთვის. ზოგიერთი მათგანი წყალგაუმტარი მასალებისგან არის დამზადებული. ვიეტნამური ჩუსტების ჩაცმა და გახდა ადვილია. ისინი მარტივად ირეცხება და ქვიშის გადმოყრაც მარტივია.

მათში ტერფები მაქსიმალურად ღიაა და კარგად ნიავდება. ასეთი ფეხსაცმლის მრავალი მოდელი არსებობს, ზოგიერთი სახეობა კი წყალგაუმტარი მასალისგან არის დამზადებული. ყოველთვის შეგიძლიათ მათი არჩევა საკუთარი ბიუჯეტის შესაბამისად.

თუმცა ყოველდღიურ ცხოვრებაში უმჯობესია ვიეტნამური ჩუსტები სანდლებით ან თასმებიანი მოდელებით ჩაანაცვლოთ. სახლში სასურველია ფეხშიშველი ან წინდებით სიარული. ვიეტნამური ჩუსტების არასათანადო უტილიზაცია ან მათი წყალში დაკარგვა ეკოლოგიურ საფრთხეს უქმნის მსოფლიო ოკეანეებს. ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს