„ზამთრისთვის ზაფხულში უნდა მოვემზადოთ“ – გვეუბნება ხალხური სიბრძნე. ამიტომ უკრაინელები რთული ზამთრისთვის უკვე ემზადებიან. ბევრი ექსპერტი არასახარბიელო პროგნოზს იძლევა. შესაძლოა, ბუნებრივი ანომალიები არ მოხდეს, მაგრამ ელექტოენერგიის და გაზის გათიშვა მოსალოდნელია. უკრაინაში ყოველი მომდევნო ზამთარი უფრო თბილი იქნება, მაგრამ ზამთარი ზამთარია და ნულს ქვემოთ ტემპერატურა სულაც არ გვახარებს.
ზამთრის პროგნოზი
ამიტომ, კომფორტული ტემპერატურული პირობების შესაქმნელად, უკრაინელებს ახლავე სთხოვენ თბილი ტანსაცმლისა და გენერატორების მომარაგებას. გასულ ზამთარს, ბევრმა უკრაინელმა დიზელის გენერატორები შეიძინა, რაც მათ უშუქობის პერიოდის გადატანაში დაეხმარა.
ექსპერტები გვირჩევენ ახლავე ვიზრუნოთ გენერატორის გამართულობაზე, დავზეთოთ ის და მოვიმარაგოთ საწვავი. ენერგეტიკის კვლევითი ცენტრის დირექტორი ალექსანდრე ხარჩენკო ყურადღებას ამახვილებს მომავალი ზამთრის სირთულეზე. „რთულია იმის პროგნოზირება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები და რა გველოდება წინ. მაგრამ ის, რომ მომავალი ზამთარი წინაზე უფრო რთული იქნება, ეს უდავოა “, – ამბობს ის თავის მიმართვაში.
ბოლო წლის მანძილზე უკრაინის ენერგოსისტემის მნიშვნელოვანი დაზიანების გამო, შეუძლებელია აღჭურვილობის უმოკლეს დროში აღდგენა. მხოლოდ აღჭურვილობის წარმოებასაც კი შეიძლება რამდენიმე წელი დასჭირდეს, ხოლო ამ აღჭურვილობისგან კარგად კოორდინირებული სისტემის აშენებას მინიმუმ ხუთი წელი დასჭირდება. და ეს იმ პირობით, რომ უკრაინაში დაბომბვა შეჩერდება. ჯერჯერობით შეუძლებელია ელექტროსადგურების უსაფრთხოებაზე საუბარი. ასევე მტრის სამიზნეს წარმოადგეს თბოსადგურები და სხვა სტრატეგიული ობიექტები.
რა ელით უკრაინელებს ზამთარში
სხვადასხვა ექსპერტები უკრაინელებს კვების პროდუქტების, წყლისა და დენის წყაროების მომარაგებას ურჩევენ. ასევე უნდა იზრუნონ თბილ ტანსაცმელზე, ფეხსაცმელზე და უსაფრთხო ადგილზე. ეს ყველაფერი უკრაინელებისთვის დიდი ხანია ცნობილია და შეხსენება მხოლოდ ხაზს უსვამს მათ მნიშვნელობას.
რაც შეეხება კერძო ბინების მაცხოვრებლებს, სპეციალისტები მათაც ურჩევენ შეშის მომარაგებას. მხოლოდ გაზის გათბობის იმედად ყოფნა მიზანშეწონილი არ არის.
თოვლი კი, ამ ზამთარს უკრაინაში შეიძლება არც მოვიდეს. სინოპტიკოსები თბილ და უთოვლო ზამთარს პროგნოზირებენ. ყველაზე მეტი ნალექი დეკემბერში მოვა. თუმცა, უკრაინელები უკვე დიდი ხანია მიჩვეულები არიან იმას, რომ ახალი წლის ღამეს თოვლის მაგიერ წვიმა მოდის. კიეველები, თოვლით ალბათ ახალი წლის წინა დღეებში გაიხარებენ და მცირე ყინვა მას რამდენიმე დღის მანძილზე შეინარჩუნებს. არც ზამთრის მეორე თვე არ იქნება ძალიან ყინვიანი. ტემპერატურა მხოლოდ რამდენიმე გრადუსით დაიწევს.
2024 წლის თებერვალი ჭირვეული და არაპროგნოზირებადი იქნება. სინოპტიკოსები ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას, თოვს და ყინულს ვარაუდობენ. ასევე მოსალოდნელია წვიმები და დათბობა. ზამთრის ბოლო თვეში გაზაფხულსა და ზამთარს შორის ნამდვილი ორთაბრძოლა გაჩაღდება. ასევე თებერვალში უფრო ნათელ დღეებს გვპირდებიან, ვიდრე წინა ორ თვეში. გაზაფხულის და გამარჯვების მოახლოება ყოველდღე შეიგრძნობა. უკრაინელებს ურჩევენ არ დაკარგონ გამძლეობა და უკეთესი მომავლის რწმენა.