დაძინებამდე უნიტაზში 2 კბილ ნიორს ვაგდებ, რითაც ფულს ვზოგავ ოჯახის ბიუჯეტიდან

4163

საპირფარეშო ნებისმიერი საცხოვრებელი სახლისა თუ ბინის მთავარ ადგილად ითვლება. დიასახლისები ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ამ ოთახის სისუფთავეს. იქ ყოველთვის სასიამოვნო სურნელი უნდა იყოს, რაც პირდაპირ კავშირშია ოთახის სისუფთავესა და სტერილურობასთან. საპირფარეშოში დაბინძურების მთავარი წყაროა კერამიკული უნიტაზი. იქ მრავლდება ბაქტერიები, რაც იწვევს უსიამოვნო სუნის გაჩენას.

საპირფარეშოში ბაქტერიების გავრცელების საწინააღმდეგოდ აუცილებელია ყოველდღიური დეზინფექცია. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ საყოფაცხოვრებო ქიმია, რომელიც საკმარისი რაოდენობით იყიდება ჩვენს მაღაზიებში. მათი ასორტიმენტი ყოველწლიურად იზრდება, ბაქტერიების პრობლემა კი – კვლავ უცვლელი რჩება. თუმცა გამოსავალი ნებისმიერი სიტუაციიდან არსებობს და ამ საკითხში ბუნება ჩვენი მთავარი მშველელია. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გიამბობთ ბუნებრივ ანტისეპტიკსა და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებაზე.

კერამიკული უნიტაზი

თურმე ეს პროდუქტი მხოლოდ კულინარიული მიზნებისთვის არ გამოიყენება. ნიორი, არის მცენარე, რომელსაც სასარგებლო თვისებების ფართო სპექტრი გააჩნია. ზოგიერთი დიასახლისი მას სახლის დალაგების დროს იყენებს, როგორც სადეზინფექციო საშუალებას. უფრო ზუსტად – ბაქტერიების მოსასპობად საპირფარეშოში და უშუალოდ – უნიტაზში.

ბევრ ბაქტერიას, რომელიც საპირფარეშო ოთახშია გავრცელებული, მძიმე დაავადებების გამოწვევა შეუძლია. ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა საპირფარეშოში რეგულარული დეზინფექციის ჩატარება. ეს უნდა გაკეთდეს მინიმუმ კვირაში სამჯერ.

როგორც წესი, უნიტაზის დეზინფექცია ტარდება სპეციალური საშუალებებით, რომელთა შემადგენლობაში დიდი რაოდენობით ქლორია. მათ სპეციფიკური სუნი გააჩნიათ, რომლის დახშობასაც მწარმოებლები არომატიზატორებით ცდილობენ. თუმცა დეზინფექციისთვის ნივრის გამოყენებაც შეიძლება.

როგორ? დაძინებამდე, 2 კბილი გასუფთავებული ნიორი შუაზე გაჭერით და უნიტაზში ჩააგდეთ. უნიტაზის თავსახური დახურეთ. ასე დატოვეთ დილამდე. დილით, თავსახურის აწევამდე, უნიტაზი ჩარეცხეთ. ღამის განმავლობაში ნიორი ბაქტერიებისა და მიკრობების უმეტეს ნაწილს გაანადგურებს.

კერამიკული უნიტაზი

კერამიკული უნიტაზების დაბინძურების კიდევ ერთი გავრცელებული პრობლემაა – ქვა. ის ყველაზე უფრო ხშირად იქ წარმოიქმნება, სადაც წყალი ჩადის. პირველად ჩნდება ყვითელი ლაქები, რომელთა რაოდენობაც თანდათან მატულობს უნიტაზში.

ამ ნადების მოსაშორებლად გამოგადგებათ სამზარეულოს სხვა ინგრედიენტებიც. მაგალითად, საკვები სოდა და ლიმონმჟავა. შეგიძლიათ დაამატოთ რამდენიმე წვეთი ეთერზეთიც. შეურიეთ 2 სუფრის კოვზი საკვები სოდა და ერთი შეფუთვა ლიმონმჟავა. დამაატეთ რამდენიმე წვეთი ეთერზეთი და ცოტაოდენი წყალი.

გამოვა ფხვიერი კონსისტენციის მასა, რომელიც კარგად შეიკვრება. გააკეთეთ ბურთულები და მოათავსეთ ყინულის ფორმაში. ფორმა მოათავსეთ საყინულეში 3 საათის განმავლობაში. როდესაც ბურთულები გამაგრდება, აიღეთ რამდენიმე ცალი და ჩაყარეთ უნიტაზში.

დატოვეთ ბურთულები ასე – დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში, სრულ გახსნამდე. ამის შემდეგ ჩარეცხეთ წყლით. უნიტაზი სისუფთავით იბრწყინებს, საპირფარეშოში კი – სასიამოვნო სურნელი იქნება. ნადების კვალიც კი აღარ დარჩება. ასეთი პროცედურა უნდა ჩატარდეს კვირაში მინიმუმ ორჯერ.

სახლის დასუფთავება – რთული და მრავალმხრივი პროცესია. თითოეული დიასახლისი ცდილობს, რომ მიაგნოს დასუფთავების ბიუჯეტურ და ეფექტურ მეთოდს და ამიტომ ყველას საკუთარი საიდუმლოებები აქვს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს