30 წლის რომ გავხდი, გადავწყვიტე, რომ დრო იყო დამოუკიდებლად მეცხოვრა. პატარა ბინა ვიქირავე და მშობლების ბუდე მივატოვე. თავიდან მეჩვენებოდა, რომ სახლის მართვა ადვილი იყო. ისიც არ მესმოდა, რატომ უთმობენ ქალები ამდენ დროს დასუფთავებას, საჭმლის მომზადებას და სარეცხის გარეცხვას. რა თქმა უნდა, როცა მარტო ცხოვრობთ, თქვენი კვების საჭიროებები მკვეთრად მცირდება. ასევე, არ გჭირდებათ ბევრი დალაგება, როდესაც სახლში მხოლოდ ღამის გასათევად მოდიხართ. მაგრამ მაინც, დამოუკიდებელმა ცხოვრებამ ბევრი რამ მასწავლა და გამაოცა.
ტაფის სახელური
ტაფები ჩემთვის განსაკუთრებული აღმოჩენა იყო. პირველ რიგში, მათი სხვადასხვა ფორმა და დიამეტრის ფართო არჩევანი. მეორე, მათი დანიშნულება. მესამე – ტაფის სახელური არანაკლებ მნიშვნელოვანია. ამ ყველაფერის გასარკვევად არა ერთი საღამოს გატარება მომიწია ინტერნეტში, ტაფების კლასიფიკაციის კითხვაში.
ახლა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თავს გურუდ ვთვლი ტაფების თემაში. ახლა დედაჩემიც მე მეკითხება რჩევას, როდესაც ახალი ტაფის ყიდვა სჭირდება. გამოდის, რომ ეს ყოველდღიური ნივთი უამრავ საიდუმლოებას ინახავს.
რა თქმა უნდა, პირველი შეკითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვათ და გულწრფელად უნდა უპასუხოთ, არის ის, თუ რისთვის გჭირდებათ ტაფა. არ არსებობს უნივერსალური ტაფა, რომელზედაც ყველა კერძი ერთნაირად გემრიელი გამოვა და არ დაიწვება. ბლინებისთვის ერთი ტაფაა საჭირო, ხორცისთვის – სულ სხვა. ბოსტნეულის და გარნირების მოსამზადებლად, სხვა.
ასევე მნიშვნელოვანია ტაფის სისქე და დიამეტრი. და კიდევ თითოეულ ტაფას ფარული ფუნქცია აქვს, რომლის არსებობა ყველა დიასახლისისთვის არ არის ცნობილი. თუმცა, ამ კითხვას ალბათ ყველა შეუწუხებია.
ეს ეხება ტაფის სახელურზე არსებულ ნახვრეტს. რისთვის არის საჭირო და რაში მდგომარეობს მისი საიდუმლო მნიშვნელობა. აღმოჩნდა, რომ ის შეიძლება ძალიან გამოსადეგი იყოს მომზადების პროცესში. დღეს მე ჩემს აღმოჩენას გაგიზიარებთ და, შესაძლოა, ამით ვიღაცას ცხოვრება გავუადვილო. ზოგიერთი დიასახლისი ცდილობდა, რომ ეს ნახვრეტი ტაფის დასაკიდებლად გამოეყენებინა.
სტანდარტული სამზარეულოები არ არის ადაპტირებული კედლებზე სამზარეულოს ჭურჭლის ჩამოკიდებისთვის. ამ მეთოდს, შესაძლოა, ჯერ კიდევ იყენებენ რესტორნების სამზარეულოებში, სადაც მზარეულს ყველაფერი ხელთ უნდა ჰქონდეს. და ეს მაშინ, თუ ტაფას მოუხსნელი სახელური აქვს, მაგრამ მოსახსნელ სახელურზე რას იტყვით? ეს ნახვრეტი ხომ ასეთ სახელურებსაც აქვს?
რჩევები დიასახლისებისთვის
სხვათა შორის, მოსახსნელ სახელურებიანი ტაფების შენახვა ჩვენს მცირე ზომის სამზარეულოებში ბევრად უფრო მოსახერხებელია. ამით დიდ ადგილს დაზოგავთ და მათი კარადიდან ამოღება უფრო ადვილია. ახლა კი ისევ სახელურზე არსებულ ნახვრეტს დავუბრუნდეთ. აღმოჩნდა, რომ მას გარკვეული ფუნქცია გააჩნია. ის აუცილებელია იმისთვის, რომ მასში ჩავდოთ კოვზი, რომლითაც ტაფაში საჭმელს ვურევთ.
ამრიგად, თქვენ დაზოგავთ ადგილს გაზქურის და ტაფის გარშემო. აღარ დაგჭირდებათ ადგილის ძებნა, ამოსარევი კოვზის დასადებად. ტაფის ირგვლივ ადგილი სუფთა იქნება, რადგან, რაც არ უნდა იყოს, კოვზიდან რაიმე აუცილებლად ჩამოიწურება და კვალს დატოვებს. ტაფის სახელურზე ნახვრეტის გამოყენებით კი – თავს აარიდებთ ზედმეტ პრობლემებს.
მგონია, რომ ეს გენიალური გადაწყვეტა, რომელიც ოდესღაც ვიღაცამ გამოიგონა, ცხოვრებას უადვილებს მილიონობით დიასახლისს. ტაფა ხომ ყველაზე მოთხოვნადი ატრიბუტია ნებისმიერ სამზარეულოში, რომელსაც ყოველდღიურად იყენებენ.