ზამთრის ნივრის დარგვა. ძირითადი წესები

313

თითქმის ყველა მებოსტნეს თავის ნაკვეთში ნიორი მოჰყავს. ეს ბოსტნეული შესანიშნავ გემოს აძლევს უამრავ კერძს. მებოსტნეები ნივრის დარგვას დიდი პასუხისმგელობით უდგებიან. ზოგი ამას გაზაფხულზე აკეთებს, ზოგი შემოდგომაზე. თუ თქვენ მეორე კატეგორიას მიეკუთვნებით, მაშინ პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, როგორ უნდა დარგოთ ზამთრის ნიორი, რომ ყინვამ ზიანი არ მიაყენოს.

აუცილებლად უნდა გახსოვდეთ ნივრის დარგვის ოპტიმალური პერიოდები. მხოლოდ მათი გათვალისწინებით შეძლებთ ნივრისთვის საკმარისი დროის მიცემას დასაფესვიანებლად და სიცივისთვის მომზადებისთვის. ზამთრისთვის ნივრის დასარგავად საუკეთესო დროა სექტემბრის ბოლოდან დეკემბრის დასაწყისამდე. კიდევ რა უნდა იცოდეთ ზამთრის ნივრის მოყვანისას?

როგორ დავრგოთ ზამთრის ნიორი: პატარა ხრიკები

შესაფერისი ნიადაგი

არ დარგოთ ნიორი ზედიზედ ორი წლის განმავლობაში ერთი და იმავე ნიადაგში. ამ ბოსტნეულს სჭირდება ნიადაგის ხშირი ცვლა. ერთი და იმავე ზონაში ნიორი შეგიძლიათ დარგოთ მხოლოდ 5 წლის შემდეგ. ასევე, ნიორს არ მოსწონს ნიადაგი, საიდანაც ცოტა ხნის წინ ხახვი ამოიღეს. ის არ უნდა დარგოთ პომიდვრის, ბულგარული წიწაკის და ბადრიჯნის შემდეგ. თუ ამ ადგილას ნიორის დარგვამდე პარკოსნები, ყაბაყი ან კომბოსტო იზრდებოდა, მაშინ ის მშვენივრად დაფესვიანდება.

გასათვალისწინებელია, რომ ნივრის დარგვამდე ნიადაგს არ სჭირდება ნაკელით განაყოფიერება, რადგან ის მნიშვნელოვნად ზრდის მჟავიანობას. ამ მიზნით უმჯობესია ტორფის, სუპერფოსფატისა და კალიუმის სასუქის გამოყენება. ეს კომბინაცია შესანიშნავად მოამზადებს ნიადაგს ისეთი ბოსტნეულისთვის, როგორიცაა ნიორი.

მოსამზადებელი ნაბიჯები

აუცილებელია წინასწარ ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან დაავადებების გაჩენა. ამ მიზნით კარგად გამშრალი ნიორი კალიუმის პერმანგანატში მოათავსეთ. დატოვეთ მასში 3 საათის განმავლობაში. ან უფრო ეფექტური ხსნარი მოამზადეთ. 1 ლიტრ სუფთა წყალში – 1 ს.კ მარილი ჩაყარეთ. ამ ხსნარში ნივრის კბილები მხოლოდ 2 წუთის განმავლობაში უნდა გააჩეროთ.

დარგვამდე მოაშორეთ მცენარეს ძირი, რომელმაც შეიძლება ზრდა შეაფერხოს. შემდეგ გააკეთეთ ორმოები, რომელთა სიღრმე არ უნდა აღემატებოდეს საჩვენებელი თითის სიგრძეს, ერთმანეთისგან 20 სმ დაშორებით. მოათავსეთ მათში ნივრის კბილები, ზედაპირიდან 4 სმ-ის დაშორებით.

გამოცდილი მებოსტნეები, რომლებიც ზამთრის ნივრის დარგვის დროს ამ წესებს იცავენ, ძალიან მდიდარ მოსავალს იღებენ. გაითვალისწინეთ ეს ნიუანსები და ასევე არ დაგავიწყდეთ ბოსტნეულის ნაკვეთზე თოვლის გადაყრა. ზამთრის განმავლობაში სამჯერ ჩატარებული ეს პროცედურა კარგ გავლენას მოახდენს მოსავალზე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს