ჩემი მეზობელი ხშირად ხუმრობს, რომ მარწყვი და ყავის ნალექი იდეალურად უხდება ერთმანეთს. ბაბუა ყავის მოყვარულია, რის გამოც მაშინვე ვერ მივხვდი რაზე საუბრობდა. მეზობელმა მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ განმარტა, რომ ის არ საუბრობდა არომატული კენკრის კომბინაციაზე მწარე სასმელთან, არამედ საუბრობდა ნერგების სათანადო მოვლაზე. მე კი სულ მაინტერესებდა, როგორ ჰქონდა ჩემს მეზობელს ყოველწლიურად მსხვილი და წვნიანი მარწყვის უხვი მოსავალი, მიუხედავად ამინდის კატაკლიზმებისა!
მარწყვი და ყავის ნალექი: შესანიშნავი კომბინაცია
კარგი მოსავლის საკითხი
ადამიანებმა, რომლებსაც მარწყვი ათწლეულების განმავლობაში მოჰყავთ, მშვენივრად იციან, რაზეა დამოკიდებული ამ კენკრის მოსავალი. ამინდის პირობები, მარწყვის ჯიში და ნიადაგის ხარისხიც კი მნიშვნელოვანი ფაქტორებია, მაგრამ არა ძირითადი. მარწყვის მოყვანის პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი – ნერგების კომპლექსური მოვლაა!
კენკრის მოვლის პროცესში უდიდესი მნიშვნელობა აქვს სასუქს. როგორც ცნობილია, მარწყვი საუკეთესოდ რეაგირებს თვითნაკეთ ნარევებზე. საბედნიეროდ, ეს კენკრა ხშირად სრულიად უპრეტენზიოა და ახალბედა მებაღესაც კი შეუძლია მისთვის სასუქის მომზადება!
ტემპერატურის საკითხი
მარწყვი კარგად უნდა გამოიკვებოს გაზაფხულზე და შემოდგომაზე. გაზაფხულზე მცენარე ნაყოფს გამოიღებს და, შესაბამისად, მისთვის დამატებითი საკვები ნივთიერებები ზედმეტი არ იქნება. შემოდგომაზე მარწყვს უყალიბდება საყვავილე კვირტები მომავალი გაზაფხულისთვის. ამიტომ, ამ შემთხვევაშიც მცენარეს ენერგიის სოლიდური მარაგი ესაჭიროება!
გაითვალისწინეთ, რომ ბაღის მარწყვისთვის სასუქის მიწოდება საჭიროა მხოლოდ რვა გრადუს ცელსიუსზე და უფრო მაღალ ტემპერატურაზე. უფრო ცივ პერიოდში სასუქის მიცემას აზრი არ ექნება. საქმე ისაა, რომ მარწყვის ფესვთა სისტემა სიცივის გამო წყვეტს სასუქების შეწოვას. ამიტომ შემოდგომაზე მცენარისთვის სასუქის მიცემა რეკომენდებულია ბოლო მოსავლის აღებისთანავე.
რატომ არის კარგი ყავის ნალექი მარწყვისთვის?
მარწყვი და ყავის ნალექი შესანიშნავად ერწყმის ერთმანეთს რამდენიმე მიზეზის გამო. ჯერ ერთი, ნალექი შეიცავს აზოტს, კალიუმს და ფოსფორს, ნივთიერებებს, რომლებიც კენკრისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მაგალითად, სასუქში კალიუმის და ფოსფორის მოცულობაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მსხვილი და ტკბილი იქნება მარწყვი!
მეორეც, ყავის მჟავიანობა ნიადაგის pH-ის დაქვეითების საშუალებას იძლევა. ეს მარწყვს მხოლოდ სარგებელს მოუტანს, რადგან ეს მცენარე სწორედ ასეთ ნიადაგებს ანიჭებს უპირატესობას. და მესამე, ყავის ნალექი მიწის ჭიებს იზიდავს. ეს ჭიები აფხვიერებენ ნიადაგს, ხოლო ფხვიერი ნიადაგი მარწყვისთვის იდეალურია.
სხვა დანარჩენთან ერთად, ყავის ნალექი არ მოსწონთ ბუგრებსა და ჭიანჭველებს. ეს კიდევ ერთი პლუსია ამ უჩვეულო სასუქის სასარგებლოდ, რადგან ამ მწერების საწინააღმდეგო პრევენციული ზომები მარწყვს მხოლოდ სარგებელს მოუტანს. როგორც ხედავთ, მარწყვი და ყავის ნალექი ნამდვილად კარგად ერწყმის ერთმანეთს. ჩემმა მეზობელმა არ მომატყუა!