ყურძენი შესანიშნავად კურნავს ღვიძლს: გემრიელი წამალი!

0
261

ყურძნის კენკრა შეიცავს დიდი რაოდენობით ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, დიეტურ, მარტივად ათვისებად შაქარს გლუკოზის, ფრუქტოზისა და საქაროზის სახით. მედიცინაში არსებობს ასეთი გაგებად – “ამპოლოთერაპია”, ანუ ყურძნით მკურნალობა, რომლის დროსაც კენკრის ყველა ნაწილს – ფესვიდან მწვანე ფოთლის ჩათვლით – იყენებენ.

ასე, სულ ცოტაოდენი ქიშმიში ხსნის დაღლილობას, აღადგენს ძალებს, ააქტიურებს კოგნიტურ ცხოველქმედებას. იგი გულის დაავადებების დროს სამკურნალო დიეტის ნაწილია.

ყურძენი საერთოგამაძლიერებელი საშუალებაა, აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, ამცირებს კუჭის მჟავიანობას, შეიცავს В1, В2, В6, Р ვიტამინებს, არეგულირებს ნაღველწარმოქმნას. კენკრის მოხმარება რეკომენდებულია საერთო სისუსტის, ღვიძლისა და კუჭის დაავადებების დროს. სამედიცინო ნორმებით, ადამიანმა წელიწადში 10-15 კგ უმი ყურძნის კენკრა და 60-65 კგ წვენი, ქიშმიში და ღვინო უნდა მოიხმაროს.

ყურძენს კარგი ნაღველმდენი მოქმედება აქვს და ღვიძლის დაავადებების დროს გამოიყენება. ღვიძლის მკურნალობა ყურძნით, შემდეგი რეცეპტების გამოყენებით, გემრიელიც და მარტივიცაა.

1. კენჭები ნაღვლის ბუშტში

რეგულარულად, ჭამის შემდეგ, დალიეთ 100 მლ თეთრი მშრალი ღვინო, გაზავებული ტუტოვან მინერალურ წყალთან (1:1).

2. ნაღვლის ბუშტის დისკინეზიის დროს

500 გ მწვანე ყურძენი და 250 მლ თეთრი მშრალი ღვინო დაყავით სამ ნაწილად და მოიხმარეთ დღის განმავლობაში. ყურძენი მიირთვით ჭამამდე 1 საათით ადრე, ღვინო – ჭამის შემდეგ.

3. ღვიძლის დაავადებების პროფილაქტიკის, მისი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის რეკომენდებულია 6 თვეში ერთხელ მკურნალობის მცოცავი კურსის გავლა.

  • 1 კგ მუქი, უწიპწო ქიშმიში
  • 1 კგ წვრილი სტაფილო
  • 2.5 ლ ბოთლის წყალი
  1. გარეცხეთ ქიშმიში ცხელი წყლით.
  2. სტაფილო გაფცქვენით, დაჭერით წრეებად, დაასხით წყალი (შეგიძლიათ აიღოთ ჭის წყალიც, თუმცა რამდენიმე მარლის ფენაში გაფილტრეთ).
  3. ხარშეთ ნელ ცეცხლზე თავსახურის ქვეშ, 1.5 საათით, იშვიათად მოურიეთ.
  4. გააგრილეთ, გადაწურეთ ნახარში საცერში ან საწრეტში, დაწურეთ ქიშმიში და სტაფილო.
  5. 7 ჭიქა ნახარში ჩაასხით ქილაში, დაახურეთ თავსახური და შეინახეთ მაცივარში, იქვე შეინახეთ თავდახურულ ჭურჭელში სტაფილო და ქიშმიში.

დილით, უზმოზე, მიირთვით 2 ს.კ. ქიშმიშისა და სტაფილოს მასა, ღამით, ჭამიდან არანაკლებ 3 საათის შემდეგ, დალიეთ 1/2 ჭიქა თბილი ნაყენი. მკურნალობის კურსი 14-დღიანია. გაწმენდის პროცესის დაწყებას შარდისა და განავლის ფერის შეცვლით შეიტყობთ.

4. ღვიძლის ფუნქციური დარღვევის დროს, რეკომენდებულია ჭამის წინ 15 მლ 1:1 პროპორციით წყალთან გაზავებული ახალგაზრდა ღვინო “ბორდოს” მიღება.

5. ბილირუბინის მომატება, ქრონიკული ჰეპატიტი

  • 24 ცალი ლეღვი
  • 6 ლიმონი
  • ღვინის ძმარი
  1. მიირთვით ჭამამდე 20 წუთით ადრე 2-2 ლეღვი და თითო ნაჭერი ლიმონი დღესი სამჯერ. მკურნალობის კურსი 24-დღიანია, შეისვენეთ 2 კვირით და გაიმეორეთ.
  2. ან: 50 გ უწიპწო ქიშმიში და ღვინის ძმარი.
  3. ქიშმიში გარეცხეთ ცხელ წყალში, დაასხით ძმარი ისე, რომ ნედლეული დაფაროს, გააჩერეთ 30 წუთით. დაყავით ქიშმიში ორ ულუფად და მიირთვით დილა-საღამოს.

უკუჩვენებები

ყურძნის მოხმარება არ შეიძლება შემდეგი დაავადებების დროს: სტომატიტი, გინგივიტი, გლოსიტი.

ყურძენი აძლიერებს კარიოზული კბილების გამოფიტვას. ამასთან დაკავშირებით, მისი ყოველი მოხმარების შემდეგ აუცილებელია პირის საკვები სოდის ხსნარით გამოვლება.

  • შაქრიანი დიაბეტი, მწვავე და ქრონიკული ენტეროკოლიტი და კოლიტი (იწვევს ფერმენტაციულ დისპეფსიას, მუცლის შებერილობასა და ფაღარათს);
  • ფილტვების ტუბერკულოზის მწვავე ფორმა, მწვავე პნევმოპლევრიტს, ქრონიკული ტუბერკულოზის გამწვავება, იდიოსინკრაზია და ყურძნის აუტანლობა;
  • სიმსუქნე.

ყურადღება! ორგანიზმის ინტოქსიკაცია და მასზე უარყოფითი გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოიწვიოს დიდი რაოდენობით ისეთი ყურძნის ჭამამ, რომელიც შეიცავს შხამ-ქიმიკატების ნარჩენებს. იმპორტული ყურძენი, სამხრეთის კლიმატის პირობებში, სადაც მეტი დაავადება და მავნებელია, უფრო ხშირად მუშავდება ქიმიური პრეპარატებით.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი