4 ძირითადი წესი, როგორ შევინახოთ ქრიზანთემა ზამთარში

501

თუ ვარდი ყვავილების დედოფალია, ქრიზანთემა შემოდგომის ბაღის იმპერატორის მეუღლეა. ბურთი–ბუჩქები ჩემს ქუჩაზე არაერთი სახლის ეზოს ამშვენებს. შიშველი ხეების და ცარიელი კლუმბების ფონზე ქრიზანთემა ცისარტყელას ყველა ფერით ანათებს, პირველი ყინვების ღამეები არ აშინებს. თუ მაინც აშინებს? ნაცნობმა მებაღემ მიამბო, რომ ეს ყვავილი არც თუ ისე გამძლეა. გიამბობთ, როგორ შეინახოთ ქრიზანთემა ზამთარში.

გამოცდილ მებაღეებსაც უყვარს ქრიზანთემის მოვლა იმის მიუხედავად, რომ ფართოდ გავრცელებულია და შედარებით იაფია. შეხედეთ, რა სასწაულებს აკეთებენ თავიანთ კლუმბებში! ეს მცენარე პოპულარულია სიცოცხლისუნარიანობით და არახელსაყრელი ფაქტორებისადმი გამძლეობით.

რისი ეშინია ქრიზანთემას გარეთ ზამთარში?

თუ აპირებთ ქრიზანთემა ზამთარში გარეთ დატოვოთ, აუცილებლად დარწმუნდით ნიადაგის საიმედოობაში, სადაც ყვავილი იზრდება. კარგად დრენაჟირებულ მიწაში უნდა იყოს დარგული. ყვავილი ცივი ამინდისადმი გამძლეობით ცნობილია, მაგრამ შუა ზამთარში გაყინულმა ფესვებმა მცენარის განადგურება შეიძლება გამოიწვიოს. გამოდის, ქრიზანთემას უფრო ეშინია ყინულის, ვიდრე ყინვის.

გირჩევთ, ქრიზანთემა ქარისა და ორპირისგან დაიცვათ. ყვავილის ჯანმრთელობაზე დამღუპველად მოქმედებს. კარგი იქნება, თუ ამაზე ქრიზანთემის დარგვისას დაფიქრდებით. თუ შესაძლებელია, ბუჩქი ქოთანში გადარგეთ და სახლში შეინახეთ.

ქრიზანთემის შენახვის წესები ზამთრისთვის

თუ ქრიზანთემას ზამთრისთვის ჯერ კიდევ შემოდგომაზე მოამზადებთ, არა მხოლოდ ცოცხალ ყვავილს შეინარჩუნებთ, არამედ ფულს დაზოგავთ, რადგან მომავალ წელს ახალი მცენარის შეძენა არ მოგიწევთ.

სასუქის დამატება

პირველი, რაც დაზამთრებამდე უნდა გააკეთოთ, არის ქრიზანთემისთვის გამოცდილი კალიუმ–ფოსფორის სასუქის შერჩევა. სასუქი კლუმბს წვიმის ან მორწყვის შემდეგ დაუმატეთ. დაგჭირდებათ 50 გ სუპერფოსფატი და 25 გ კალიუმის სულფატი 1 კვადრატულ მეტრზე.

ინდივიდუალური მიდგომა თითოეული ჯიშის მიმართ

ალბათ, ზამთრისთვის ქრიზანთემის ცალკეული ჯიშების მომზადება ყველაზე მეტ დროს მოითხოვს. არის ჯიშები, რომლებიც ბაღში ან ეზოში ყინვას ვერ გადაიტანს.

მათ წინასწარ მომზადება სჭირდებათ: გასხვლა, ამოთხრა, ქოთანში გადატანა, მიწის ან ტორფის მოყრა და პირველ თოვლამდე შენახვა ბნელ, გრილ ადგილას, სადაც დაახლოებით 6 გრადუსია. ამ ჯიშებს მიეკუთვნება მსხვილყვავილიანი და ჯუჯა ქრიზანთემები, რომლებიც ხშირად იყიდება ქოთნებში ყვავილების მაღაზიებში.

ყინვაგამძლე ქრიზანთემა ზამთარში

უცნაურია, მაგრამ ყინვაგამძლე ქრიზანთემებსაც ზამთრისთვის მომზადება სჭირდება. მისი ე.წ. სტატუსი მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ყვავილი სხვებზე დიდხანს ყვავის. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გაყინვის არ ეშინია.

როგორც კი ქრიზანთემა ყვავილობას დაასრულებს, ყველა ღერო გადაჭერით, მხოლოდ 15 სმ ღერო დატოვეთ. ფესურა მიწით მთლიანად დაფარეთ. ეს საკმარისია, რომ ჯანსაღმა ბუჩქმა ზამთარი გადაიტანოს. თუ ქრიზანთემას მიწასთან ახლოს გადაჭრით, მომავალ წელს ნაკლები ღერო გაიზრდება.

ქრიზანთემა დათბუნეთ

ბუჩქებისთვის თავშესაფარი მოაწყვეთ. სიცივის და ყინვების დაწყებასთან ერთად, ქრიზანთემები ღამით უნდა დაფაროთ. ასე დიდხანს იყვავილებს. პოლიეთილენის გარდა ნებისმიერი საფარის მასალა შეგიძლიათ გამოიყენოთ. თუ საერთოდ არაფერი გაქვთ, უბრალო ტომრები გამოგადგებათ. დილით საფარი მოაშორეთ, რომ ყვავილები მზის გარეშე არ დაიღუპოს.

თუ ქრიზანთემის თავები გადაჭერით, მულჩის მძიმე ფენით დაფარეთ, რომ მცენარე გაყინვისგან დაიცვათ. დასათბუნად ჩალა ან ფოთლები შეგიძლიათ გამოიყენოთ. ასეთი მულჩი ერთიანი ტემპერატურის შენარჩუნებას ხელს შეუწყობს.

მნიშვნელოვანია როგორც მცენარის სიცივისგან დაცვა, ასევე მიწის გალღობის თავიდან აცილება დათბობის დროს. როცა მიწა იყინება, ლღვება და ისევ იყინება, მცენარე უფრო მეტად ზიანდება, ვიდრე მთელი ზამთარი გაყინული დარჩეს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს